Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ეპლი >> მაკინტოში >> Mac OS X

Filed Under (OS / Servers) by on 29-03-2011

Tagged Under : , , , , ,

 

Mac OS X (მაკინტოშის ოპერაციული სისტემა) არის კომპანია ეპლის (Apple) მიერ შექმნილი ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს მაკინტოშის კომპიუტერებზე. ამ ოპერაციული სისტემის შექმნის იდეა გახდა ის რომ კომპანია ეპლს არ ჰქონდა სურვილი მის კომპიუტერებს ემუშავათ ვინდოუსისთვის.
მისი ასე ვთქვათ დებიუტი შედგა 1984 წელს მაკინტოშ 128k-სთვის.
თვითონ ტერმინი Mac OS X არ გამოიყენებოდა 90 წლების შუამდე. მას შემდეგ მაკინტოშის კომპიუტერი წარმოუდგენელია Mac OS გარეშე.
Mac OS ადრეული ვერსიები მხოლოდ მაკინტოშის კომპიუტერებზე იტვირთებოდა, მოტოროლა 68k-ს დაფუძნებულ პროცესორებზე, თუმცა შემდეგ არქიტექტურულად თავსებადი გახდა power PC-სთვის(PPC).

 

Read More »

 

Linux/Unix დისტრიბუტივების რეიტინგი ბოლო 1 წლის მონაცემებით (Top 20)

Filed Under (OS / Servers) by on 15-03-2011

Tagged Under : , , , , , , , ,

გთავაზობთ Linux/Unix  დისტრიბუტივების ტოპ ოცეულს პოპულარობის მაჩვენებლის გათვალისწინებით ბოლო ერთი წლის მონაცემებით:

 

Rank Distribution H.P.D
1 Ubuntu 2188
2 Mint 1533
3 Fedora 1470
4 openSUSE 1256
5 Debian 1176
6 PCLinuxOS 916
7 Sabayon 841
8 Arch 786
9 Mandriva 780
10 Puppy 723
11 Lubuntu 594
12 CentOS 583
13 Ultimate 556
14 Slackware 556
15 FreeBSD 510
16 MEPIS 494
17 CrunchBang 418
18 Tiny Core 416
19 Gentoo 404
20 Chakra 400

მონაცემები აღებულია distrowatch.com – რესურსიდან

 

ცოტა რამ OpenBSD ოპერაციული სისტემის ისტორიიდან…

Filed Under (საინტერესოა!, OS / Servers) by on 03-02-2011

Tagged Under : , , , ,

 

ტექნოლოგიების განვითარება უდავოდ, ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის, კაცობრიობისათვის სასიკეთო საქმეა, მაგრამ სამწუხაროდ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. უარყოფითი მხარის თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება შემდეგი სტატია გახდეს:

წყარო

სტატიაში ლაპარაკია გამოძიების ფედერალური ბიუროს  FBI მცდელობაზე, ოპერაციულ სისტემაში OpenBSD–ს საწყის კოდში ჩაეშენებინათ საკუთარი ტროიანი, შესაბამისად ამ სისტემის ყველა მომხმარებლის ინფორმაციაზე ჰქონოდათ წვდომა. სტატიის ავტორი ამტკიცებს რომ 90-იან წლებში იყო მათი კონსულტანტი და ეხმარებოდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ამ პროექტის განხორციელებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან OpenBSD თავიდანვე შეიქმნა უსაფრთხოებაზე დიდი აქცენტის გაკეთებით, რის გამოც მას მრავალი სამთავრობო ორგანიზაცია იყენებს და მისი შიფრაციის კოდიც ბევრგან არის გამოყენებული, ასე რომ თუ ეს სიმართლეა, ძნელია გარკვევა რა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი გამოძიების ბიუროს.

რა თქმა უნდა ძნელია გაარკვიო სიმართლეა თუ არა ეს კონკრეტული შემთხვევა, მაგრამ თუ რაიმე შესაძლებელია მოხდეს, ეს აუცილებლად მოხდება დროის უსაზღვრო მონაკვეთში, ხოლო როგორ სპეცსამსახურების მუშაობის ისტორია მიგვანიშნებს, მსგავსი ფაქტი ძნელი დასაჯერებელი არ უნდა იყოს.