Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დაპროგრამების ენები

Filed Under (პროგრამირება) by on 28-03-2011

Tagged Under : , , , , , , ,

თუ ახლახან დაიწყეთ კომპიუტერთან მუშაობა და ინტერნეტის მოხმარება, ალბათ, მეგობრებთან საუბრის წამყვან თემად პროგრამები გაქვთ და პროგრამისტებს კი გენიოსებად თვლით. ზოგიერთი პროგრამისტი ნამდვილად გენიოსია.

მაგრამ როცა გაიგებთ თუ ვინ იყო პირველი პროგრამისტი გაოცებული დარჩებით. პირველი პროგრამისტი ცნობილი ინგლისელი ლორდის, უდიდესი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის ასული, ადა ლავლეისი (1815-1852) შეიძლება ჩაითვალოს. ბავშვობიდან იგი გატაცებით სწავლობდა ასტრონომიას, ლათინურ ენას, მუსიკას, განსაკუთრებით კი – მათემატიკას. მან შემდგომში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად მონაწილეობდა თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში. ამ კომპიუტერისთვის მან შექმნა რამდენიმე პროგრამა, რომლებიც ინახებოდა სპეციალურ პერფორირებულ ბარათებზე. შეიმუშავა პროგრამირების საკმაოდ მწყობრი თეორია, შემოიღო ისეთი ცნებები და ტერმინები როგორიცაა: “ციკლი”, “მუშა უჯრედი”, “განმანაწილებელი ბარათი”, განსაზღვრა რეკურენტული ფორმულების გამოთვლის ციკლური პროცესების კავშირი, აღწერა ალგორითმიზაციის ძირითად პრინციპები და შექმნა სანიმუშო გამოთვლითი პროგრამა, მან შექმნა ასევე გრაფიკულად რთული ობიექტების კონსტრუირება და თქვენ წარმოიდგინეთ, კომპიუტერული თამაშებიც კი. 1843 წელს გამოიცა თავისი ნაშრომები, მაგრამ იმის გამო, რომ მის წრეში ქალისთვის სათაკილოდ ითვლებოდა გამოცემაზე საკუთარი სახელის სრული მითითება მან ინიციალებით აღნიშნა იგი, ამიტომ ამ ნაშრომების ავტორი დიდი ხანის განმავლობაში რჩებოდა უცნობი.

Read More »

 

შემდეგი ონლაინ სემინარი: “თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითებზე”

Filed Under (ინფორმაცია) by on 30-05-2010

Tagged Under : , , , , , , , , , ,

01.06.2010–ში 13:00 საათზე გაიმართება ტრადიციული ონლაინ სემინარი თემაზე: “თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითებზე“. სემინარს გაუძღვება პროფესორი ლევან იმნაიშვილი.
სემინარს დაესწრებიან და დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას სტუ–ს რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, და რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი.

მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე SCADA სისტემების აგების პრინციპები. განხილულია SCADA სისტემების აგების რამოდენიმე ვარიანტი, კერძოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელებული “პროფესორთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა”, “სტუ-ს ენერგომომარაგების მონიტორინგის სისტემა” და “სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა”. ნაჩვენებია ამ სისტემების აგების და ფუნქციონირების პრინციპები.

 

ONLINE სემინარი:”სტრუქტურული დაპროგრამება Python-ის მაგალითზე”

Filed Under (სემინარები) by on 23-03-2010

Tagged Under : , , , , ,

 

online_seminar

ONLINE სემინარი:"სტრუქტურული დაპროგრამება Python-ის მაგალითზე" – სემინარს უზღვება დავით ავსაჯანიშვილი (Geocell). იხილეთ ჩანაწერი

Read More »

 

რიგით მეორე ONLINE სემინარი,თემა:”სტრუქტურული დაპროგრამება Python–ის მაგალითზე”

Filed Under (ინფორმაცია, პროგრამირება) by on 20-03-2010

Tagged Under : , , , , , , , ,

ჩვენს მიმართულებაზე რიგით მეორე ონლაინ სემინარი ჩატარდება 23/03/2010 13:00 საათზე.
სემინარის თემაა: “სტრუქტურული დაპროგრამება Python–ის მაგალითზე“, სემინარს გაუძღვება ჩვენი ექსპერტი Geocell–იდან ბატონი დავით ავსაჯანიშვილი.

 

არითმეტიკა, რეკურსია და Python

Filed Under (პროგრამირება) by on 04-02-2010

Tagged Under : , ,

როგორც ვნახე, აქ ბევრს აინტერესებს პროგრამირების სხვადასხვა “ილეთები” როგორიცაა მაგალითად რეკურსია. მოგიყვანთ პატარა ცხოვრებისეულ მაგალითს ამასთან დაკავშირებით…

is24

ამ დღეებში ერთ-ერთ საიტზე შემხვდა ასეთი ძალიან საინტერესო ამოცანა:

1, 3, 4, 6 რიცხვების, არითმეტიკული ოპერაციების (შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა) და ფრჩხილების გამოყენებით მიიღეთ რიცხვი 24. ნებადართულია მხოლოდ ამ რიცხვების და მხოლოდ ამ ოპერაციების გამოყენება. თითოეული რიცხვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ერთხელ; ოპერაციები – ნებისმიერი რაოდენობით.  არ შეიძლება რიცხვების ციფრებად გამოყენება და სხვა რიცხვების შედგენა, მაგალითად,  13 ან 146.

Read More »

 

Python vs. PHP

Filed Under (პროგრამირება) by on 12-01-2010

Tagged Under : , ,

python vs php

მგონი, საინტერესო იქნება, შევადაროთ პროგრამირების ორი ენა PHP  და Python. რომელს რა უპირატესობა  და რა ნაკლი აქვს. გთავაზობთ პატარა ცხრილს, სადაც ნაჩვენებია მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშნები, უფრო ვრცლად კი აქ შეიტყობთ.

Read More »