Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

Linux-ზე წვდომა Windows-იდან

Filed Under (OS / Servers, Soft, ინფორმაცია) by on 20-02-2013

Tagged Under : , , , , ,


როგორც წესი, როდესაც ორი OS-ი გვიყენია კომპიუტერში, მაგალითად WinOS და ლინუქსის ნებისმიერი OS-ი, წვდომა ლინუქსიდან WinOS-ის ფაილებზე პრობლემას არ წარმაოდგენს. მაგრამ WinOs-იდან ლინუქსის ფაილებზე წვდომა პრობლემატურია, იქიდან გამომდინარე, რომ Windows-ს არ შეუძლია Ext2/Ext3/Ext4, HFS და ReiserFS ფაილური სისტემის წაკითხვა. თუმცა გამოსავალი არსებობს.

Read More »

 

ტუქსის “შთამომავლები” – “F”ედორა

Filed Under (OS / Servers, იუმორი) by on 15-11-2011

Tagged Under : , , , , , , , , ,

                                                            

ქუდი, რომელიც ჩვენმა ამხანაგმა ტუქსმა მოირგო – ფედორაა. ლამაზია არა? მისი სახელი  ჯერ კიდევ 1882 წელს გამოშვებული ვიქტორია სარდუს (Victorien Sardou) პიესიდან “ფედორა” მოდის, რომელიც ერთგვარი სიმბოლო გახდა განგსტერული სამყაროსი. თუმცა წინააღმდეგი არ ვარ ეს ქუდი ქალის სიმბოლოდაც რომ იქცეს, რადგან გენდერული ბალანსი დაცული იყოს.

 მოიცა, მოიცა, რა ქუდი, რის ქუდი ?! საერთოდ სხვა რამის მოყოლას ვაპირებდი თქვენთვის –  ერთ–ერთ ტუქსის გამოშვებაზე – ფედორაზე (fedora) მინდოდა დამეწერა და დავწერ კიდეც ! =)

Read More »

 

ალტერნატიული ხედვა – ვაწყობთ “დესკტოპ” სისტემას UBUNTU 11.04(Natty Narwhal)

Filed Under (OS / Servers) by on 02-09-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , ,

გამარჯობათ!

მოდით ამ თემაში(“ალტერნატიული ხედვა“) გავარჩიოთ თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო რათა მივიღოთ მოსახერხებელი “დესკტოპი” ლინუქსის ოპერაციულ სისტემებში, რომელიც როგორც თვითონვე დარწმუნდებით(ამ გაკვეთილების სერიაში) ბევრ რამეში არ ჩამოუვარდება(ზოგიერთ კომპონენტებში კი უბრალოდ ჯობნის, მაგ. უსაფრთხოება, უფასო პროგრამები…) თავის მთავარ კონკურენტს  – Windows, რომელსაც კომპიუტერის მომხმარებელთა უმრავლესობა ჯერ–ჯერობით არჩევს ძირითად “დესკტოპ” სისტემად, განსაკუთრებით ეს სიტუაცია ჩანს დაბალი და საშუალო დონის მომხმარებლებთან. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ სიტუაცია ნელ–ნელა ლინუქს “დესკტოპებისკენ” სასიკეთოდ იცვლება და პირადად მე დარწმუნებული ვარ რომ, ახლო მომავალში ლინუქსის ოპერაციული სისტემები სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ Windows–ს ამ სფეროში.

დღეს კი პირველი გაკვეთილი მინდა დავიწყო Ubuntu–ს ამ მომენტისთვის ბოლო სტაბილური ვერსიის(11.04) “დესკტოპად” აწყობით. გაკვეთილში მე ვეცდები ნაბიჯ–ნაბიჯ(Step-by-step) წარმოგიდგინოთ ინსტრუქციები, რათა საბოლოოდ მივიღოთ მძლავრი სამომხმარებლო “დესკტოპი”. ახლა კი შევუდგეთ საქმეს:

 

Read More »

 

Open Source

Filed Under (OS / Servers, Soft) by on 14-04-2011

Tagged Under : , , ,

 

                                   Open Source    

 

დღესდღეობით საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება, სადაც მოსახლეობის დაბალი სოციალური დონის გამო, პროგრამული უზრუნველყოფის თითქმის 95% მეკობრეული გზით არის მიღებული. კომპანია Microsoft-ის პროდუქციას აქ მომხმარებელთა დაახლოებით 97% იყენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ პირობებში, როცა საქართველო მიიწევს ევროპისკენ, ადრე თუ გვიან დადგება ამ პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციის საკითხი. ევროპულ კანონმდებლობასთან მისადაგება კი ამ პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. 250 ათასი დოლარი – ეს ის თანხაა, რომელსაც კომპანია Microsoft თავისი პროდუქციის არალეგალური მოხმარების სანაცვლოდ საქართველოსგან ჯარიმის სახით ითხოვდა. ამ სიტუაციაში საქართველო გამოსავლის ძიების წინაშე დგება. გამოსავალი კი, როგორც ბევრი IT სპეციალისტი მიიჩნევს, ღია კოდით არსებული პროგრამების ანუ open source-ის გავრცელებაა.   

 

 

            

 

Linux/Unix დისტრიბუტივების რეიტინგი ბოლო 1 წლის მონაცემებით (Top 20)

Filed Under (OS / Servers) by on 15-03-2011

Tagged Under : , , , , , , , ,

გთავაზობთ Linux/Unix  დისტრიბუტივების ტოპ ოცეულს პოპულარობის მაჩვენებლის გათვალისწინებით ბოლო ერთი წლის მონაცემებით:

 

Rank Distribution H.P.D
1 Ubuntu 2188
2 Mint 1533
3 Fedora 1470
4 openSUSE 1256
5 Debian 1176
6 PCLinuxOS 916
7 Sabayon 841
8 Arch 786
9 Mandriva 780
10 Puppy 723
11 Lubuntu 594
12 CentOS 583
13 Ultimate 556
14 Slackware 556
15 FreeBSD 510
16 MEPIS 494
17 CrunchBang 418
18 Tiny Core 416
19 Gentoo 404
20 Chakra 400

მონაცემები აღებულია distrowatch.com – რესურსიდან

 

ნაწილი 4. Vista (Windows) – “SOS…SOS…Vistanic-ი იძირება…”

Filed Under (OS / Servers, იუმორი) by on 06-03-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

 

მოდით ამ კატების "ჯღავილის" თვის ნახევრადსუსხიან საღამოს მოგიყვებით ჩემს ერთ-ერთ ისტორიას, ის აღწერს 2007 წლის მოვლენებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში…

 

Read More »

 

ნაწილი 3. Ubuntu (Linux) – “ორი ნახევარსფეროს ბუნტი”

Filed Under (OS / Servers, იუმორი) by on 20-02-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

 

კარგა ხნის გათენებული იყო როდესაც ატყდა რაღაც გაუგებარი ხმაურშეზავებული ჩოჩქოლი. ნელ-ნელა დაიწყო ჩემმა გონებამ "Hibernate" რეჟიმიდან გამოსვლა და აღმოჩნდა რომ ვიღაც გამალებით არახუნებდა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს კარზე . ჯერ კიდევ ნახევრად ჩატვირთულმა მოქანავე გონებამ ავტომატურ რეჟიმში მიმაშურა კარისკენ. გზაში კითხვა ამომიტივტივდა რატომ ვიღვიძებ ისევ აქ – მარჯვენა ნახევარსფეროში?! მერე გამახსენდა რომ გუშინ გალაქტიკურ ოცნებებს ვხატავდი და ამ ლაბორატორიაში როგორც ჩანს კვლავ ჩამომეძინა.
– ჩაგეძინება აბა რა! აქ ხომ ყველა მოვლენის ან ობიექტის მოძრაობაშივე წარმოსახვა შესაძლებელია, თან არაა საჭირო მკაცრი მათემატიკური და ლოგიკური ფორმულების ჩამოყალიბება როგორც მარცხენა ლაბორატორიაში – "წავიბჟუტურე" ჩემთვის.

 

Read More »