Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

საქველმოქმედო კონცერტი BEQradio-ზე

Filed Under (ინფორმაცია, სხვა...) by on 17-01-2012

Tagged Under : , , ,

28 იანვარი, 14:00 საათი, თბილისის არტ ჰოლი, საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სნეულებით დაავადებული ახალგაზრდების დასახმარებლად. პირდაპირი ტრანსლიაცია „თბილისი არტ ჰოლიდან“ EBQradio-ს,  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “ერთსულოვნების” ეთერში.  კონცერტში მონაწილეობენ: ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ლაშა ღლონტი, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ჯგუფი ურსა და სხვები.
წამყვანები: ნანა ცინცაძე და გივი სიხარულიძე. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სპონსორობით, „თბილისი არტ-ჰოლის“ და საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნის” მხარდაჭერით. კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება მძიმე სნეულებით დაავადებულ ახალგაზრდებს, როგორც ოპერაციული ისე თერაპიული მკურნალობისთვის. კონცერტის მსვლელობის დროს პირდაპირი ეთერით გაშუქდება სპეციალური ვიდეო სიუჟეტები, რომლებშიც დეტალურად იქნება აღწერილი მათი ჯამრთელობის მდგომარეობა. კონცერტის მსვლელობისას შესაძლებლობა მიეცემათ სატელეფონო ზარების განხორციელებით დახმარება გაუწიონ ამ ადამიანებს. ასევე, ნებისმიერ მსურველ ფიზიკურ პირს თუ კომპანიას პირდაპირი მსვლელობისას ფულადი დახმარება გადასცეს ავადმყოფებს ან წამყვანის მიერ დაფიქსირდეს მათი ვინაობა. პროექტის კარი ღიაა ყველასათვის ვისაც სურს ამ ახალგაზრდებისთვის დახმარების გაწევა.
ყველას მოგიწოდებთ მოუსმინოთ ამ კონცერტს BEQradio-ზე და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ ახალგაზრდა ადამიანებს ჩვენთან ერთად, ერთად გავუწოდოთ იმედის ხელი.

 

ააწყე BEQradio

Filed Under (საინტერესოა!, სხვა...) by on 10-12-2011

Tagged Under : ,



provided by flash-gear.com

 

აამღვრიე

 

ჯგუფი “ურსა” და BEQradio თანამშრომლობენ

Filed Under (ინფორმაცია, მუსიკა) by on 19-11-2011

Tagged Under : , , , ,

         26 ნოემბერს 18 საათზე თბილისის არტ-ჰოლში გაიმართება ჯგუფ “ურსას” სოლო კონცერტი, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება “BEQradio-ს ეთერში. კონცერტის დევიზია “სიცოცხლე სიყვარულისთვის და სიყვარული სიცოცლისთვის” (ვაჟა).

 

Read More »

 

BEQradio bit.gtu.ge-ზე, online რადიო ეთერშია

Filed Under (ინფორმაცია, მუსიკა) by on 15-09-2011

Tagged Under : , , , ,

მცირე საზაფხულო შესვენების შემდეგ კვლავ დავბრუნდი BIT.GTU.GE-ს გვერდებზე და ამჯერადაც სიახლით რომელიც ამ საიტის სულის ჩადგმელთან ერთად შეიქმნა და მაშინვე მოხვდა აქ. როგორც ალბათ უკვე შენიშნეთ საიტზე შემოსვლისას გესმით მუსიკა ან ხმა რომელიც მინდა გითხრათ რომ BEQradios ეკუთვნის.  აქ შემოგთავაზებთ მრავალფეროვან მუსიკას, საინტერესო ინფორმაციებს, სიახლეებს და ასე შემდეგ. რაც მთავარია შესაძლებელია მსმენელისა და რადიოს დაკავშირება მრავალგვარი გაგებით. შეგიძლიათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში მოხვდეთ პირდაპირ ეთერში გამოხატოთ თქვენი სურვილები ან ემოციები. ასევე ველით კრეატიულ აზრებს რომელთა განხორციელება სრულიად რეალურია ჩვენთან თანამშრომლობით. რადიო საიტზე, ჩვენს მკითხველთან  დაახლოების კიდევ ერთი, ამჯერად აუდიო გზა იქნება და ვფიქრობ მეტად შედეგიანი და სასარგებლო, მუსიკალური ფონით კი მას სასიამოვნო და მისაღებ ტალღად ვაქცევთ.
 მაშ ასე შევუთავსოთ სასიამოვნო სასარგებლოს, უსმინეთ რადიოს, გაუზიარეთ იგი მეგობრებს და იყავით მუდამ ონლაინ…