Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ომი ინტერნეტში

Filed Under (საინტერესოა!, სხვა...) by on 01-02-2012

Tagged Under : , ,

ჰაკერების შესაძლებლობები და ნიჭიერება  სცილდება ყოველგვარ საზღვრებს, მათ იმდენი შეძლეს  რომ,ამერიკის თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაშიც შეაღწიეს,მოპარულია ათასობით საიდუმლო დოკუმენტი, პენტაგონმა განგაში ატეხა, და დაიმუქრა რომ ვირტუალურ შპიონაჟს ნამვილ რაკეტებს დაუპირისოირებს.

გასული წლის მარტში ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი  ჰაკერული თავდასხმა მოხდა,საუბარია სწორედ პენტაგონის საიტზე  24 ათასი ფაილის გატანაზე,ძარცვა ვირტუალური იყო ,მაგრამ, ეს მის სერიოზულობას არ ამცირებს, პენტაგონის საიტებზე თავდასხმა საკმაოდ ხშირია. ცოტა ხნის წინ გატეხეს სამხედრო მოსამსახურეთა პირადი მონაცემები 90 000 ამერიკელი სამხედროს პირადი მონაცემები საჯარო გახდა. 28 მაისს იყო მცდელობა , გაეტეხათ  უმსხვილესი  კორპორაციის “ლოკედ მარტინის” საიტი რომელიც პენტაგონისთვის აეროტექნიკურ ტექნიკას აწარმოებს. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ რომ,კომპიუტერული სისტემის დაცვის უზრუნველსაყოფად  საჭიროა დიდი თანხის გამოყოფა.

ოცდამეერთე საუკუნეში ბიტები და ბაიტები ტყვიებზე და ბომბებზე საშიშია,საკმარისია კომპიუტერის კლავიშზე ერთი თითის დაჭერა,რომ ძალიან სერიოზულ შედეგებამდეც მივიდეთ,აცხადებენ რომ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი ჰაკერების სინდისზე აღმოჩნდეს.ფაქტია ,რომ ჰაკერების გონიერებას შეუძლებელის შეძლებაც კი შეუძლია ვირტუალურ სამყაროში.

 

ჰაკერებზე ანდაქები :)

Filed Under (იუმორი) by on 26-11-2011

Tagged Under : ,

-საიტის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო

-ჰაკერს კლავიატურა ეწვისო

-ბანკის ჰაკერი და 4$ის ჰაკერი ორივე ჰაკერიაო

-ჰაკერმა თხარა თხარაო, ინტერპოლი გამოთხარაო.

-ჰაკერმა თავისი კლავიატურა მოწმედ მოიყვანაო

-კარგი კომპი ჰაკერს არ დაირტყავსო

-მაჩვენე რისი ჰაკერი ხარ და გეტყვი ვინა ხარ შენ!

-ერთი ტეგი ჰაკერსაც შეეშლებაო

-ფიცი მწამს, ვირუსი მაკვირვებსო…

შემქმნელის წინ მორბენალ საიტს ან ჰაკერი შეჭამს ან ჰაკერის ტროიანიო.

თუ გული გულობს საიტი ორი ხელით იჰაკებაო…

ჰაკერმა საიტი ვერ დაჰეკა, ეზო მრუდეაო. (პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა, ეზო მრუდეაო)

ტროიანი ქენი, საიტს დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო…

 

ჰაკერული სიბრძნე :)

Filed Under (იუმორი) by on 20-11-2011

Tagged Under : , , ,

1. საიტის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო.
2.ჰაკერს კლავიატურა ეწვისო.
3. ბანკის ჰაკერი და 4$ის ჰაკერი ორივე ჰაკერიაო.
4. ჰაკერმა თხარა თხარაო, ინტერპოლი გამოთხარაო.
5. ჰაკერმა თავისი კლავიატურა მოწმედ მოიყვანაო.
6. ერთი bug ჰაკერსაც შეეშლებაო.

7. ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ჰაკერი.

8. თუ კაცსა ცოდნა არაა აქვს, რას არგებს მძლავრი “მაზერი”.

9. პაროლი დაასკანირე და შინ მშვიდობით მიდიო.

10. ტროიანი სჯობს ღონესა, ჰაკერი მოიგონებსა!

11. კარგი კომპი ჰაკერს არ დაირტყავსო.

12. კარგი კომპი ჰაკერის გულის ვარდიაო.

13. ცუდი კომპი ჰაკერის გულის ეკალიაო.

14. საშუალო კომპი… (არა საშუალოზე არ გამოდის)

15. კარგი მემბერი ვორნს არ აირტყავსო.

16. წუთისოფელი აგრეა, დღეს ღამე უთენებია, რაც ლამერს უშენებია ჰაკერებს დაუნგრევიათ.

17. საიტი მანახე და დაჰაკვას (ისე ჰექ არის მაგრამ რახან ჰაკერებს ვეძახით) განახებო.

18. ფიცი მწამს, ვირუსი მაკვირვებსო…

19. შემქმნელის წინ მორბენალ საიტს ან ჰაკერი შეჭამს ან ჰაკერის ტროიანიო.

20. თუ გული გულობს საიტი ორი ხელით იჰაკებაო…

21. ჰაკერმა საიტი ვერ დაჰეკა, ეზო მრუდეაო. (პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა, ეზო მრუდეაო)

22. ტროიანი ქენი, საიტს დადე, გაივლი და წინ დაგხვდებაო…

23. პაპის დაწერილმა ვირუსმა შვილიშვილს აუფეთქა კომპიუტერიო… (პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო)

24. სჯობს სიცოცხლესა ლამერსა სიკვდილი ჰაკეროვანი.

25. ჰაკერი იყო გიკვირდეს, ლამერობა რა საკვირველიაო

26.კარგი მემბერი ამ სიახლეს უეჭველი ნახავსო….

27.კარგი ლექტორი ამ სიახლის ნახვის შემდეგ ნიშანსაც დაწერსო… 😀


P.S. ესეც ჩემი პირველი პოსტი ცხოვრებაში :)
პოსტის წყარო:www.ucnauri.com

 

საუკეთესო ჰაკერები

Filed Under (სხვა...) by on 17-04-2011

Tagged Under : , ,

რამდენიმე ჰაკერის ისტორია…

                                                    

ჰაკერები ოდითქანვე ინტელექტუალურად განვითარებული და იდუმალებით მოცული, კიბერკრიმინალი ადამიანები არიან რომელიც ყველა ჩვენთაგანს ძალიან გვაინტერესებს.. დღეს წარმოგიდგენთ მცირე ისტორიებს მსოფილიოში განთქმული ჰაკერების ცხოვრებიდან

 ფრენკ დერდენი:
საჩუქარი ქრისტეშობის დღესასწაულზე. საჩუქრად პირველი თავისი კომპიუტერი ფრენკ დერდენმა 16 წლის ასაკში მიიღო ქრისტეშობის დღესასწაულზე. ახალი სათამაშოდან ბიჭის მოშორება შეუძლებელი იყო. მშობლები ვერ გაერკვნენ, რა ნახა ასეთი გასაოცარი მათმა ვაჟმა, მთელი თავის დროს რომ უთმობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ყოველივე ეს მშვენივრად აუხსნა მათ ფედერალურ აგენტთა მთელმა ჯგუფმა, რომლებიც მათ სახლში შეიჭრნენ და მთელი კომპიუტერული მოწყობილობა თან წაიღეს. ამ დროისთვის ფრენკ დერდენს 23 წელი შესრულებოდა, შედიოდა ჰაკერთა უდიდეს დაჯგუფებაში თავის ანგარიშზე ჰქონდა ასობით გატეხილი სისტემა მთელს მსოფლიოში. ბიჭს ენის დაგრძელება ძალიან უყვარდა, ზედმეტი საუბრისგან თავი ვერც იით-ში მომუშავე მეგობრებთან შეიკავა, რამაც დაღუპა კიდეც…

Read More »

 

ფრთხილად.. ისმინება! (ნაწილი II)

Filed Under (კომპ. ქსელები) by on 07-11-2010

Tagged Under : , , , , , ,

 RuNet-ში არსებობს დიდი რაოდენობა საიტებისა ან ორგანიზაციებისა, რომლებსაც წარმოდგენა აქვთ ამ საერთაშორისო კავშირებზე ქსელებში და ისინი თითქმის ბოლო წერტილამდე აქვეყნებენ თავიაანთ ინფორმაციებს (ბაზებს), რომ არ შეუქმნან პრობლემა ინტერნეტში მიმოფანტულმა ვირუსებმა და არ შეაფერხონ მათი მუშაობა. ისინი აგრეთვე თანამშრომლობენ FCB & MVD-თან. ამ ინფორმაციაზე ხელის მიწვდენა თითქმის ყველასთვის არის შესაძლებელი, შეგიძლიათ კონკრეტულად ჰოსტირებულ საიტებზე ნახოთ ორგანიზაციები, რომელთა ინფორმაციაც გამოაშკარავებულია მაქსიმალურად, თავიაანთი მომხმარებლებითა და ბაზებით.

 როგორ, ან საერთოდ რისთვის სკანირდება ეს ყველა რესურსი შევეცდები მოკლედ ავღწერო ამ ნაწილში რადგან მოსაყოლი კიდევ ბევრია….

Read More »

 

ფრთხილად.. ისმინება! (ნაწილი I)

Filed Under (კომპ. ქსელები) by on 06-11-2010

Tagged Under : , , , , , ,

 ჩვენ ძალიან ბევრი გვითვალთვალებს: მთავრობა, ეგრედწოდებული (ჰაკერები),  შეიძლება ჩვეულებრივი მაცხოვრებლებიც კი და მათ ყველას რა უნდათ ჩვენგან? რატომ არ გვაძლევენ საშუალებას ვიცხოვროდ ყველასგან დამოუკიდებლად? პასუხი მარტივია და ამავდროულად რთულიც. ზეორგანოები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ერევიან, რადგან მათ არ აინტერესებთ ჩვენი პირადი ინფორმაცია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში იტოვებენ თავიაანთთვის (ხეზე ცოცვის ხერხს) რათა თავიდან აირიდონ არასანქცირებული ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის სტანდარტული კოდექსებით. თაღლითებს კი უბრალოდ შენი IP-ი, პაროლი, ან რაიმე მაგდაგვარი აინტერესებთ, რომელიც მათ წაადგებათ და არა ჩვენი ცხოვრება. ქსელში თვალთვალი მისი შექმნის დღიდანვე არსებობს. ყველაზე საუკეთესო საშუალება, ინტერნეტი(კომპიუტერი) და მობილური სიხშირის მქონე აპარატები. 

Read More »