Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ალტერნატიული ხედვა – ვაწყობთ “დესკტოპ” სისტემას UBUNTU 11.04(Natty Narwhal)

Filed Under (OS / Servers) by on 02-09-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , ,

გამარჯობათ!

მოდით ამ თემაში(“ალტერნატიული ხედვა“) გავარჩიოთ თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო რათა მივიღოთ მოსახერხებელი “დესკტოპი” ლინუქსის ოპერაციულ სისტემებში, რომელიც როგორც თვითონვე დარწმუნდებით(ამ გაკვეთილების სერიაში) ბევრ რამეში არ ჩამოუვარდება(ზოგიერთ კომპონენტებში კი უბრალოდ ჯობნის, მაგ. უსაფრთხოება, უფასო პროგრამები…) თავის მთავარ კონკურენტს  – Windows, რომელსაც კომპიუტერის მომხმარებელთა უმრავლესობა ჯერ–ჯერობით არჩევს ძირითად “დესკტოპ” სისტემად, განსაკუთრებით ეს სიტუაცია ჩანს დაბალი და საშუალო დონის მომხმარებლებთან. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ სიტუაცია ნელ–ნელა ლინუქს “დესკტოპებისკენ” სასიკეთოდ იცვლება და პირადად მე დარწმუნებული ვარ რომ, ახლო მომავალში ლინუქსის ოპერაციული სისტემები სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ Windows–ს ამ სფეროში.

დღეს კი პირველი გაკვეთილი მინდა დავიწყო Ubuntu–ს ამ მომენტისთვის ბოლო სტაბილური ვერსიის(11.04) “დესკტოპად” აწყობით. გაკვეთილში მე ვეცდები ნაბიჯ–ნაბიჯ(Step-by-step) წარმოგიდგინოთ ინსტრუქციები, რათა საბოლოოდ მივიღოთ მძლავრი სამომხმარებლო “დესკტოპი”. ახლა კი შევუდგეთ საქმეს:

 

Read More »

 

ნაწილი 3. Ubuntu (Linux) – “ორი ნახევარსფეროს ბუნტი”

Filed Under (OS / Servers, იუმორი) by on 20-02-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

 

კარგა ხნის გათენებული იყო როდესაც ატყდა რაღაც გაუგებარი ხმაურშეზავებული ჩოჩქოლი. ნელ-ნელა დაიწყო ჩემმა გონებამ "Hibernate" რეჟიმიდან გამოსვლა და აღმოჩნდა რომ ვიღაც გამალებით არახუნებდა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს კარზე . ჯერ კიდევ ნახევრად ჩატვირთულმა მოქანავე გონებამ ავტომატურ რეჟიმში მიმაშურა კარისკენ. გზაში კითხვა ამომიტივტივდა რატომ ვიღვიძებ ისევ აქ – მარჯვენა ნახევარსფეროში?! მერე გამახსენდა რომ გუშინ გალაქტიკურ ოცნებებს ვხატავდი და ამ ლაბორატორიაში როგორც ჩანს კვლავ ჩამომეძინა.
– ჩაგეძინება აბა რა! აქ ხომ ყველა მოვლენის ან ობიექტის მოძრაობაშივე წარმოსახვა შესაძლებელია, თან არაა საჭირო მკაცრი მათემატიკური და ლოგიკური ფორმულების ჩამოყალიბება როგორც მარცხენა ლაბორატორიაში – "წავიბჟუტურე" ჩემთვის.

 

Read More »