Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

სიძლიერისა და სიბრძნის სიმბოლო ჩვენი უნივერსიტეტისთვის!

Filed Under (ინფორმაცია) by on 24-11-2012

Tagged Under : , , , , , , ,

ამ დღეებში სტუდენტების და ლექტორების საინიციატივო ჯგუფმა გადავწყვიტეთ რომ სტუ–ს 6 კორპუსის შესასვლელთან სიმბოლურად დაგვერგო სიძლიერისა და სიბრძნის სიმბოლო – მუხის ნერგი.
პირადად მე მაქვს დიდი იმედი და სურვილი იმისა რომ, ახლო მომავალში დაიწყება ჩემი უნივერსიტეტის უპრეცენდენტო განვითარება და ის ისეთივე ბრძენი და ძლიერი იქნება როგორც მუხის ხე.

 

BIT- სტუდენტები სტუმრად ფიზიკის ლაბორატორიაში

Filed Under (ინფორმაცია, მეცნიერები, სხვა...) by on 01-05-2012

Tagged Under : , , , , , ,

ბინესში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტები ამ მცირე ხნის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის, განახლებულ, თანამედროვე ლაბორატორიას ვეწვიეთ.  ჩვენი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ფიზიკოსმა სტუდენტებმა ლაბორატორიებში საინტერესო ცდებით გვიმასპინძლეს და ასე ვთქვათ უფრო ახლოს გაგვაცნეს “ბატონი ფიზიკა” :).  ფიზიკის ლაბორატორიას ჩვენს ლექტორებთან, მიმართულების ხელმძღვანელ ბატონ ალექსანდრე ედიბერიძესთან და მიხეილ ქანთარიასთან ერთად ვეწვიეთ. ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორია სტუ-ს მეოთხე კორპუსში მესამე სართულძე მდებარეობს, სადაც სტრუდენტებს ცოდნის გასაღრმავებლად მრავალფეროვანი ცდების ჩატარები საშუალებები აქვთ და ისინის ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ.

პოსტში გთავაზობთ ვიდეო მასალას რომელიც ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებს აღწერს 🙂

უყურეთ და აუცილებლად დაგაინტერესებთ, მოგინდებათ თქვენც მოხვდეთ აქ 🙂 Read More »

 

ქველმოქმედება “გული გულს”

Filed Under (ინფორმაცია, სხვა...) by on 20-04-2012

Tagged Under : , , , , , ,

4 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის შედეგად, რომელიც სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა,  შემოსული თანხით “გული გულს” სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია და დაეხმარა. მათი სურვილების გათვალისწინებით შვიდ სულიან, სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახს  ოთხასი ლარის ოდენობისსაკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გადაეცათ. ასევე სხვა საჭიროებებისათვის თანხა ასი ლარი.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც 275 ლარს შეადგენს. ოჯახის ერთადერთ მარჩენალი დედაა, რომელიც მარტო ეწევა ოჯახისა და შვიდი შვილის აღზრდის ჭაპანს.

“გული გულს” შემდეგშიც გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯურნალისტიკის მიმართულების ჟურნალისტების სახელით

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი “ქართველო”.

Filed Under (ინფორმაცია, მუსიკა) by on 04-02-2012

Tagged Under : , ,

QARTVELO

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე,დაახლოებით 1 წელიწადზე მეტია შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი ” ქართველო”. ანსამბლი შედგება 10 წევრისაგან,მათი ძირითადი რეპერტუარი კი ქართული,ხალხური მოტივებიდან აღებული თემებია,რასაც თავიანთი ინტერპრეტაციით ავსებენ.დაარსების დღიდან მოყოლებული ისინი დაუზარებლად შრომობენ წინსვლისთვის,წარმატებების მისაღწევად.მონაწილეობა მიუღიათ არაერთ საქველმოქმედო კონცერტში.2011 წელს კი საკმაოდ წარმატებულად გამოვიდნენ “არტ-გენზე”,სადაც შესარჩევი ტური გაირეს რუსთავში და ძირითად ბადეში მოხვდნენ თბილისის “არტ-გენზე”.აგრეთვე ქონდათ გასტროლები ბათუმშიც.
229625_235853046446027_100000640018423_804686_6595258_n
დღესაც “ქართველო” აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას და მათ ძალიან ჭირდებათ თითეული ჩვენთაგანის მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.ისინი მონაწილეობენ რუსთავი 2-ის პროექტ “ნიჭიერში” .სადაც უკვე გაიარეს შესარჩევი ტური და 9 თებერვალს ანსამბლი “ქართველო” პროექტ “ნიჭიერის” მეორე ტურის სტუმარი იქნება.მათ ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა და გულშემატკივრობა.! პროექტი ტარდება რუსთაველის თეატრში,დასწრება თავისუფალია!.ასე რომ 9 თებერვალს ყველანი რუსთაველის თეატრში “ქართველოს” მხარდასაჭერად!..

 

 

 

 

 

ყველამ ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე!

Filed Under (ინფორმაცია) by on 28-05-2011

Tagged Under : , , ,

   

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტთა ინიციატივითა და ორგანიზებით, 2011 წლის ივნისის პირველ კვირაში, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ეწყობა საქველმოქმედო აქცია, სლოგანით „გული გულს“… აქციაში მონაწილე სტუდენტები შემოწირულობის სახით შეაგროვებენ თანხას, ტანსაცმელს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ერთობლივი ძალებით დავეხმაროთ საგურამოს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს. შემოწირულობი მიიღება ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის 911 ა აუდიტორიაში.

უკომენტაროდ გთავაზობთ იმ სურვილებს რაც საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა გამოთქვეს და დაწერეს ფურცლებზე

თამუნა: მე მინდა ელასტიკები, მაისური, შლოპანცები, ზომა 37.

კახა 16 წლის: მე მინდა ტელეფონი, ფოტოაპარატი თავისი დამტენით, რაგბის ბურთი, ხელთათმანები, ფეხსაცმელი ზომა 41, წვერების საპარსი და ლაშა მალაღურაძის ფორმა 🙁

ვატო 11 წლის: მე მინდა შარვალი, საათი, ემპეტრი, მაიკა და თამაშების დისკი.

მზია 15 წლის: მე მინდა ციფრული, ემპეტრი, შარვალი და აშერის დისკი.

ერთად დავეხმაროთ მათ და გავუთბოთ გულები, ჩვენ ეს შეგვიძლია!

 

 

 

ჭადრაკში ქალთა ევროპის ჩემპიონატი(შერატონ მეტეხი პალასი)

Filed Under (სპორტი) by on 20-05-2011

Tagged Under : , , , , , , , ,

     6მაისს ოფიციალურად გაიხსნა მოჭადრაკე  ქალთა ევროპის ინდივიდუალური  ჩემპიონატი,ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება 19მაისს,იმედი გვაქვს ქართველი მოჭადრაკეები გვასახელებენ.

  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ტელევიზიამ  გააშუქა  ეს ტურნირი,ჩვენ უშუალოდ ვიმყოფებოდით “შერატონ მეტეხი პალასში”,სადაც შევეცადეთ დაწვრილებით  მოგვეპოვებინა ინფორმაცია ჩემპიონატის შესახებ.  ამ მიზნით გავესაუბრეთ ევროპის პირველობის ტექნიკურ დირექტორს და ჭადრაკის გენერალურ მდივავს ბატონ აკაკი იაშვილს.

 

 

Read More »

 

დიდი დღე იყო დიდი! :)

Filed Under (ინფორმაცია) by on 21-12-2010

Tagged Under : , , , , , ,