Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დრიფტი ;)

Filed Under (სპორტი) by on 05-11-2011

Tagged Under : , , , ,

 

   დრიფტი – მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მართვის ასეთი სტილი ყოველთვის არ არის ყველაზე სწრაფი ხერხი მოსახვევებში შესასვლელად, მაგრამ ძალიან ეფექტური და სანახაობრივია, რის გამოც სპორტის ეს სახეობა ბევრ ადამიანს იზიდავს. წესების მიხედვით რბოლაში უნდა მონაწილეობდნენ ავტომობილები უკანა წამყვანი თვლებით ან 4X4cool  და კიდევ, რბოლა უნდა ჩატარდეს ასფალტზე.
    დრიფტის სამშობლო იაპონიაა. მაგრამ მან ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. გამარჯვებული ჩვეულებრივ რამდენიმე შეჯიბრში ვლინდება.
   არსებობს ორი ტიპის დრიფტ–რბოლა: ერთ მონაწილიანი და დაწყვილებული.laugh    გამარჯვებული, როგორც წესი, რამოდენიმე რბოლის შემდეგ ცხადდება.
   ერთ მონაწილიან შეჯიბრებაში მსაჯები მრბოლელს ქულებს ანიჭებენ სიჩქარის, მოხვევის კუთხის და მართვის სტილის მიხედვით.
   დაწყვილებულ, ანუ ორ მოწინააღმდეგიან შეჯიბრებაში ორივე მონაწილე ერთდროულად იწყებს რბოლას. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც მანქანის კორპუსით პირველი გადაკვეთავს ფინიშის ხაზს(მანქანიდან გადმოსვლა და ფინიშის ხაზის ფეხით გადაკვეთა არ ითვლებაlaugh ), ან ითვლიან დროით განსხვავებას მრბოლელებს შორის.
    დღესდღეობით მსოფლიში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება. პროფესიონალური სერიები აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაში ტარდება. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.

     და ბოლოს, წარმოგიდგენთ დრიფტის ერთ–ერთ თვალსაჩინო მაგალითსcool

 

როკი მარჩიანო

Filed Under (სპორტი) by on 26-02-2010

Tagged Under : , , , , ,

 

მე მოგითხრობთ მსოფლიო რეკორდმსმენისა და ერთადერთი დაუმარცხებელი მოკრივის როკი მარჩიანოს შესახებ. როკი მარჩიანო (დაიბადა 1923 წლის 1 სექტემბერს, – გარდაიცვალა 1969 წლის 31 აგვისტოს.) როკო ფრენსის მარკეჯიანო იყო იტალო–ამერიკელი მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში. 1952 წლის 23 სექტემბრიდან, 1956 წლის 27 აპრილამდე, როდესაც იგი წავიდა კრივიდან, ყველა შეხვედრაში გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

Read More »