Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

სევდის სურნელი

Filed Under (საინტერესოა!) by on 18-12-2011

Tagged Under : , ,

ეს გუშინ ღამე დავწერე, მინდა შეაფასოთ, თუნდაც მაკრიტიკოთ.

Read More »

 

Tears in Heaven

Filed Under (ნაწარმოებები) by on 12-12-2011

Tagged Under : ,

ვტიროდი! შენი ცრემლები წვიმის წვეთებივით ჩამომდიოდა ლოყაზე და თითქოს ეფერებოდა შენს სხეულს.უცნაურია სანამ ერთმანეთს დავშორდებოდით შენს თვალზე არც ცრემლი და არც რაიმე მისდაგვარი დამინახავს.ნუთუ ასე ძალიან გიყვარდი?ნუთუ ახლაც ასე ძალიან გიყვარვარ?ნუთუ არ ჩამქრალა შენში სიყვარულით დანთებული კოცონი,რომლის აგიზგიზებაში მე დაგეხმარე.

Read More »

 

და თუ შენ ეხლა ამ ლექსს კითხულობ…

Filed Under (საინტერესოა!) by on 06-12-2011

Tagged Under : ,

 

და თუ შენ ეხლა ამ ლექსს კითხულობ,
მაშინ მე უკვე სიკვდილს ვნატრულობ…
ბნელეთის გზისკენ მიმავალ ბილიკს
მე გამინათებ და მირჩევ სიკვდილს!!!

 

საშინელია სიკვდილის ძალა,
ზურგით მიმათრევს ეშმაკთა ფარა,
სატანჯველშიდაც მიმართლებს ალბათ?!
ჯოჯოხეთშიდაც სიმართლეს ვფარავ!!!

 

Read More »

 

გელოდი

Filed Under (ნაწარმოებები) by on 18-11-2011

Tagged Under : ,

მე შენ წერილებს ველოდი,
დღედაღამ შენზე ვფიქრობდი,
მაგრამ ტყუილად გელოდი,
შენ ამ დროს სხვას ეფერებოდი.

მთვარიან ღამეს ვაქრობდი,
მე შენ სინათლით გელოდი,
შენ ამ დროს სხვისთვის თბებოდი,
მე კი უშენოდ ვკვდებოდი.

უშენოდ ვეღარ ვტკბებოდი,
არ ვიცი სხვას რას ვერჩოდი,
უსიტყვოდ ვეღარ ვდგებოდი,
სხვის სილამაზეს მე ვგმობდი…

უჩემოდ სხვისგან თბებოდი,
უშენოდ წამს ვეფერებოდი,
ისევ და ისევ ვკვდებოდი,
და ნაიარევს ვერ ვფლობდი…

 

დეპრესიონიზმი

Filed Under (იუმორი, საინტერესოა!) by on 10-11-2011

Tagged Under : , ,

დეპრესიონიზმი

დროის ცვლილებასთან ერთად როგორც სხვა, უცხო ენები, ასევე ჩვენი ქართული ენაც იძენს ახალ “მარგალიტებს”. ენაში შემოდის ახალი სიტყვები, ზოგი მისაღები, ზოგიც, კი ისეთი, რომელიც საჭირო არ არის (ბარბარიზმი)
დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი სიტყვა, რომელიც, რომ არა ერთი ადამიანი მე აზრადაც არ მომივიდოდა(დიდი მადლობა მას, ასე რომ “გამიტეხა გული”) მოკლედ არ ვიცი, როგორ და რანაირად მაგრამ, ეს სიტყვა მოულოდნელად მომივიდა თავში, მომეწონა და გადავწყვიტე საკუთარი ლექსიკონისთვის შემემატებინა. რაც შეეხება თვითონ სიტყვას საკმაოდ საინტერესოა. მას ორი მნიშვნელობა ენიჭება და ერთის მხრივ სიყვარულისგან გამოწვეულ “დეპრესიას” უკავშირდება, მეორეს მხრივ კი ხელოვნებასთან არის კავშირში(თუმცა ძალიან მცირედი კავშირი აქვს) დღესდღეობით არსებობს ესეთი ტენდენცია, რომ ვისაც არ ეზარება ყველას უყვარს ვიღაცა ან რაღაცა.განურჩევლად ასაკისა თუ სქესისა. სადაც არ უნდა გავიხედოთ ყველგან სიყვარულია. თუმცა სამწუხაროდ ამ სიტყვამ თავისი ნამდვილი მნიშვნელობა უკვე დიდი ხანია დაკარგა და მას მხოლოდ ე.წ “გოგოს შესაბმელად” იყენებენ(უმეტესობა შემთხვევაში). თემას ნუ გადავუხვევთ და დავუბრუნდეთ ისევ “დეპრესიონიზმს” . საკითხავია-რა იწვევს დეპრესიას? რატომ ხდება ესე? ნუთუ მართლა დეპრესიაში ვარ? როდესაც საკუთარ თავს ამ შეკითხვებს უსვამ ე.ი 99.9% დეპრესიაში ხარ და გინდა თუ არა ამას თვალი უნდა გაუსწორო. სამწუხაროდ რეალობა ხშირად მწარეა და ამასთან, როგორც 100 კმ/ს სიჩქარით მომავალი მანქანა მოულოდნელად ისე გეჯახება, რომ ვერაფრის გაანალიზებას ვერ ასწრებ.
რატომ არ იყო ეს სიტყვა წარსულში? რატომ გამოჩნდა მაინცდამაინც ეხლა? ნუთუ აქამდე არავის ჰქონია დეპრესია და არ მოსვლია ეს თავში? ლოგიკურია ეს შეკითხვა უჩნდება მკითხველს და როგორც ამ სიტყვის ავტორი აგიხსნით, რომ ადრე სიყვარულისთვის არავის ეცალა და ისეთი დრო იყო შიმშილის დეპრესია ემართებოდა ხალხს 😀 ეხლა, კი დრო შეიცვალა, ხალხმა საკუთარ სულიერ მდგომარეობასაც მიხედა და “სივარულსაც” მეტი მნიშვნელობა მიანიჭა ვიდრე “კუჭს”. მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და თემასაც აქ დავასრულებ. ვიცი 90% მკითხველს გიჟი ვგონივარ მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ 100 კმ/ს სიჩქარით მოძრავი “მონსტრი” მეც დამეტაკა და მაიძულა ამ თემის დაწერა.

 

მე – ადამიანი

Filed Under (ნაწარმოებები) by on 25-05-2011

Tagged Under : , , , , ,

„ლამაზ-ქალაქში ჭრელი ხალხი ცხოვრობს,მაგრამ მაინც ერთმანეთს გვანან..“
(გ.დოჩანაშვილი)

 

Read More »

 

მიყვარხარ დედამიწავ

Filed Under (სხვა...) by on 27-05-2010

Tagged Under : , , ,



შენ შეგიძლია შენი ფიქრებით შეცვალო საგნები გლობალური მასშტაბებით. დაეხმარე დედამიწას, შენ მას ჭირდები :).

Read More »