Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ნაწყვეტი ტურისტის დღიურიდან ანუ სხვა საქართველო სად არის?!

Filed Under (ნაწარმოებები, იუმორი, სხვა...) by on 01-03-2012

Tagged Under : , , , , , , ,

ევრიკა!!!
მივხვდი, რომელია ჩემს ოცნებებს შორის ყველაზე დიდი _ მინდა, საქართველოში ვცხოვრობდე. იმ საქართველოში, ჩემს ტელევიზორში რომ უჩვენებენ. ის, თურმე, მზიანი, ღამითაც მზიანი ქვეყანაა. კეთილი, მხიარული, სტუმართმოყვარე და ბედნიერი ხალხი ცხოვრობს. იქ დემოკრატიაა, სრული კმაყოფილება და იდილია. ყველა და ყველაფერი ვითარდება, შენდება, ლამაზდება.
საქართველოში მინდა!!!
ახლავე ავდგები და წავალ!
გავიგე, რომ საქართველოს საზღვრები ყველასათვის ღიაა, ყველას უპრობლემოდ იღებენ.
წავალ. სადმე პატარა მიწას ვიყიდი(შერიძლება, ისეც მაჩუქონ..), სახლს ავაშენებ, ბიზნესს წამოვიწყებ და ვინ იცის, იქნებ იქვე დავრჩე სამუდამოდ…
…….
აი, უკვე საქართველოში ვარ… მაგარია!
……
Read More »

 

სიზმარი მომავალზე

Filed Under (სხვა...) by on 05-12-2011

Tagged Under : , ,

ეს სიზმარი ვნახე 3 წლის უკან. გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ.

მსოფლიოში დღეს ძალზედ არასტაბილური მდგომარეობაა და ყველას ძალიან გვაინტერესებს თუ რა გველის მომავალში. მეც ყოველთვის მაინტერესებდა ეს და ერთ დღეს ვნახე სიზმარი. რომ არეულად არ გამომივიდეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოგითხრობთ სიზმრის შინაარსის შესახებ:
2012 წელს მოხდება თავდასხმა მსოფლიოს ქვეყნების ოთხ ლიდერზე, რის გამოც 2014 წელს დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. ქრისტიანულ და მაჰმადიანულ სამყაროებს შორის გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი, შემდეგ კი ქიმიური. რადიოაქტიური ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების გამო გავრცელდება კიბო, ჩირქოვანი და სხვა სახის დაავადებები, რის შედეგადაც 2016 წელს ევროპაში ფაქტიურად ხალხი აღარ დარჩება. მსოფლიო ომი დასრულდება 2018 წელს.
2020 წელს ჩინეთი დაიმკვიდრებს თავის პოზიციებს, როგორც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო.
2028 წელს მოხდება პირველი კონტროლირებადი თერმობირთვული რეაქცია და კაცობრიობა გააგზავნის კოსმოსურ ხომალდს ვენერის მიმართულებით. ამავე წელს მსოფლიო ოკეანეს დონე საკმაოდ აიწევს. ევროპაში კი ნელ-ნელა ბატონ-პატრონობას დაიწყებენ მაჰმადიანები.
2040 წელს ორგანოების გაზრდა და გადანერგვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა.
2066 წელს მსოფლიოში დადგება კომუნიზმი, ანუ საზოგადოება სახელმწიფოების გარეშე.
2099 წელს ხალხი ნელ-ნელა კიბორგებად გადაიქცევა, რაც მათ მისცემს საშუალებას სრულად გააკონტროლონ თავისი ცხოვრება.
ზემოთ ხსენებულიდან არ ჩანს თუ რა ადგილი უკავია საქართველოს. არა მარტო სიზმრიდან გამომდინარე, არამედ ბევრი წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ მესსია, ანუ მეორედ მოსვლა ქრისტეს შემდეგ, უნდა მოხდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველოს ომი ნაკლებად დააზიანებს სხვა ქვეყნებთან შედარებით და აქ იქნება ყველაზე უსაფრთხო ადგილი დედამიწაზე. სწორედ მესსია არ დაუშვებს სისხლისღვრას. რუსთავი კი სიდიდით მესამე ქალაქია საქართველოში, დანარჩენზე თქვენ თვითონ იმსჯელეთ. 🙂 😀 😉

 

საქართველო და მისი პრობლემები

Filed Under (სხვა...) by on 06-11-2010

Tagged Under : , ,

საქართველო უმნიშვნელოვანესი საკურორტო ქვეყანაა.ვერც სანატორიუმების,დასასვენებელი სახლებისა და ტურისტული ბაზების მშენებლობას გავექცევით.საქართველოს დღესდღეობით შესწევს იმის ძალა რომ ერთდროულად ორ მილიონ დამსვენებელს და ტურისტს უმასპინძლოს.

 

Read More »

 

თავისუფალი ეკონომიკური ზონის საქართველოში განვითარების თავისებურებანი მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე

Filed Under (სტუდ. საათი, ეკონომიკა) by on 04-10-2010

Tagged Under : , , , ,

 

თემა ეხება საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობისა და განვითარების პრესპექტივებს. წარმოდგენილი და შესწავლილია თუ რა დადებით გავლენას მოახდენს თავისუფალი ეკონომიკური ზონა საქართველოს ეკონომიკაზე, იქნება თუ არა ის რენტაბელური ქვეყნის ეკონომიკისათვის.

Read More »