Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

პრაქტიკული სემინარი(N1): ხელოვნური ნეირონული ქსელები

Filed Under (მეცნიერები, მოდელირება, სემინარები) by on 17-04-2014

Tagged Under : , , , , , , , , , ,

14 აპრილს სტუ–ში “Tempus“–ის საწარმოებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ცენტრში ჩატარდა პრაქტიკული სემინარი “ხელოვნური ნეირონული ქსელები“. სემინარი მიყავდა სტუ–ს ასოცირებულ პროფესორს მიხეილ ქანთარიას. სემინარს ესწრებოდა სტუ–ს სხვადასხვა დეპარტამენტის/ფაკულტეტის  და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც.

 

სემინარის ვიდეოჩანაწერი:

  Read More »

 

მეტროს შესასვლელის იმიტაციური მოდელი (JAVA)

Filed Under (მოდელირება) by on 08-06-2013

Tagged Under : , , , , ,

წარმოგიდგენთ ჩემს პირველ სავარჯიშო იმიტაციურ მოდელს JAVA დაპროგრამების ენაზე. ამ მარტივ მოდელში ნაჩვენებია ადანიანთა მასის მოძრაობა დინამიკაში(მეტროსადგურის სალაროებთან, რიგებში დგომა და გამტარი მოწყობილობების გავლა).

 

ტვინის მუშაობის თავისებურებანი(სწავლისას, მუშაობისას)

Filed Under (სემინარები, ფსიქოლოგია) by on 07-06-2013

Tagged Under : , , , , , ,

დღევანდელი სემინარის პრეზენტაციას განვათავსებ, ვისაც მოგეწონათ შეგიძლიათ ჩამოიტვირთოთ :)
თუ მოგეწონათ კიდევ ჩავატაროთ ასეთი სტილის სემინარები 😉

 

სტუ-ში აწყობილი რობოტი

Filed Under (HI-TECH, ინფორმაცია) by on 10-01-2013

Tagged Under : , , , , , ,

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში lego mindstorm სისტემის ბაზაზე ინტერაქტიული რობოტი აეწყო. პროგრამული და ტექნიკური მხარე ლექტორმა მიხეილ ქანთარიამ და სტუდენტებმა დიტო შერგელაშვილმა და მიხეილ კელენჯერიძემ უზრუნველყვეს.

 

მიხეილ ქანთარიას ონლაინ დისერტაცია თემაზე „რთულ სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკურ–მათემატიკური მეთოდების გამოყენება “

Filed Under (მოდელირება, სემინარები, ფსიქოლოგია) by on 01-06-2012

Tagged Under : , , , , , , , , , , ,


1 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 16 საათზე, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მიხეილ ქანთარიას დისერტაციის დაცვა (სამეცნიერო ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე). პოსტში მოცემულია დისერტაციის ვიდეო ჩანაწერი.




Read More »

 

ჩემს სამშობლოს…

Filed Under (ნაწარმოებები) by on 21-10-2011

Tagged Under : , ,

რამდენი გმირი გყავდა შენ ჩემო ქვეყანავ,
სამშობლოს ამაყი, ვაჟკაცი შვილი.
მათი საქმითა კეთილი ზრახვითა
მიაბიჯებდი ათასწლეულში ხსნილი.
ასევე ითმენდი უვიცთა მართვას,
მათი ღალატით სხეულის დასჯას…
 

ვაი რომ დღესაც, შენ ჩემო სამშობლოვ
სიცრუით მოგბანეს ლამაზი პირი,
და შენი ამაყი სხივების კონა
ვერაგად დაჭრეს და აქციეს მონად.
ხოლო განთქმული წარსულის ფლობა
გააცამტვერეს უღირსი “შრომით”.
 

გმართავენ ზანტად, გმართავენ მხდალად,
ღამით გვაჭრობენ სხვადასხვა ფასად,
დღისით გგლოვობენ ნიანგის ცრემლით,
თითქოსდა სინდისის არხები წყევლით…
 

იხელთეს ჟამი გარე ტურებმაც,
მზაკვრული გეგმით, სწრაფი ქმედებით
განგვაცალკევეს აფხაზთა გენთან,
დანერგეს ოსებთან მოსისხლე მტრობა.
 

გვირაბში წევხარ, სამშობლოვ – ცრემლით,
ბნელით აღრეულ  სიზმრების ტყეში,
ირგვლივ კი ათასი უღმერთო ვირთხა
საზრდოობს სისხლით ღმერთის სახელით…
 

უფალო მომეცი ძალა და ფიქრი
მივცე სამშობლოს იმედის წვეთი,
ვუპოვო მალამო მის ლამაზ სხეულს,
სინათლით მოვფინო უფრსკულის წლები…

 

მ.ქ.(21.10.2011)

 

ISC’11 Supercomputing არქივი

Filed Under (ინფორმაცია, კომპ. ქსელები, მონაც. ბაზები, პროგრამირება) by on 24-06-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

გთავაზობთ მასალებს რომლებიც ჩავიწერე გერმანიიდან განხორციელებული პირდაპირი ეთერებიდან.
 ვინც საქმის კურსში არაა ვგულისხმობ საერთაშორისო კონფერენციას რომელზეც მიხეილ ქანთარია იმყოფება.
 ინფორმაციისათვის გადახედეთ ამ პოსტს .