
ქუდი, რომელიც ჩვენმა ამხანაგმა ტუქსმა მოირგო – ფედორაა. ლამაზია არა? მისი სახელი ჯერ კიდევ 1882 წელს გამოშვებული ვიქტორია სარდუს (Victorien Sardou) პიესიდან “ფედორა” მოდის, რომელიც ერთგვარი სიმბოლო გახდა განგსტერული სამყაროსი. თუმცა წინააღმდეგი არ ვარ ეს ქუდი ქალის სიმბოლოდაც რომ იქცეს, რადგან გენდერული ბალანსი დაცული იყოს.
მოიცა, მოიცა, რა ქუდი, რის ქუდი ?! საერთოდ სხვა რამის მოყოლას ვაპირებდი თქვენთვის – ერთ–ერთ ტუქსის გამოშვებაზე – ფედორაზე (fedora) მინდოდა დამეწერა და დავწერ კიდეც ! =)
Read More »

Loading...

გამარჯობათ!
მოდით ამ თემაში(“ალტერნატიული ხედვა“) გავარჩიოთ თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო რათა მივიღოთ მოსახერხებელი “დესკტოპი” ლინუქსის ოპერაციულ სისტემებში, რომელიც როგორც თვითონვე დარწმუნდებით(ამ გაკვეთილების სერიაში) ბევრ რამეში არ ჩამოუვარდება(ზოგიერთ კომპონენტებში კი უბრალოდ ჯობნის, მაგ. უსაფრთხოება, უფასო პროგრამები…) თავის მთავარ კონკურენტს – Windows, რომელსაც კომპიუტერის მომხმარებელთა უმრავლესობა ჯერ–ჯერობით არჩევს ძირითად “დესკტოპ” სისტემად, განსაკუთრებით ეს სიტუაცია ჩანს დაბალი და საშუალო დონის მომხმარებლებთან. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ სიტუაცია ნელ–ნელა ლინუქს “დესკტოპებისკენ” სასიკეთოდ იცვლება და პირადად მე დარწმუნებული ვარ რომ, ახლო მომავალში ლინუქსის ოპერაციული სისტემები სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ Windows–ს ამ სფეროში.
დღეს კი პირველი გაკვეთილი მინდა დავიწყო Ubuntu–ს ამ მომენტისთვის ბოლო სტაბილური ვერსიის(11.04) “დესკტოპად” აწყობით. გაკვეთილში მე ვეცდები ნაბიჯ–ნაბიჯ(Step-by-step) წარმოგიდგინოთ ინსტრუქციები, რათა საბოლოოდ მივიღოთ მძლავრი სამომხმარებლო “დესკტოპი”. ახლა კი შევუდგეთ საქმეს:
Read More »

Loading...
გთავაზობთ Linux/Unix დისტრიბუტივების ტოპ ოცეულს პოპულარობის მაჩვენებლის გათვალისწინებით ბოლო ერთი წლის მონაცემებით:
Rank |
Distribution |
H.P.D |
1 |
Ubuntu |
2188 |
2 |
Mint |
1533 |
3 |
Fedora |
1470 |
4 |
openSUSE |
1256 |
5 |
Debian |
1176 |
6 |
PCLinuxOS |
916 |
7 |
Sabayon |
841 |
8 |
Arch |
786 |
9 |
Mandriva |
780 |
10 |
Puppy |
723 |
11 |
Lubuntu |
594 |
12 |
CentOS |
583 |
13 |
Ultimate |
556 |
14 |
Slackware |
556 |
15 |
FreeBSD |
510 |
16 |
MEPIS |
494 |
17 |
CrunchBang |
418 |
18 |
Tiny Core |
416 |
19 |
Gentoo |
404 |
20 |
Chakra |
400 |
მონაცემები აღებულია distrowatch.com – რესურსიდან

Loading...

მოდით ამ კატების "ჯღავილის" თვის ნახევრადსუსხიან საღამოს მოგიყვებით ჩემს ერთ-ერთ ისტორიას, ის აღწერს 2007 წლის მოვლენებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში…
Read More »

Loading...

კარგა ხნის გათენებული იყო როდესაც ატყდა რაღაც გაუგებარი ხმაურშეზავებული ჩოჩქოლი. ნელ-ნელა დაიწყო ჩემმა გონებამ "Hibernate" რეჟიმიდან გამოსვლა და აღმოჩნდა რომ ვიღაც გამალებით არახუნებდა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს კარზე . ჯერ კიდევ ნახევრად ჩატვირთულმა მოქანავე გონებამ ავტომატურ რეჟიმში მიმაშურა კარისკენ. გზაში კითხვა ამომიტივტივდა რატომ ვიღვიძებ ისევ აქ – მარჯვენა ნახევარსფეროში?! მერე გამახსენდა რომ გუშინ გალაქტიკურ ოცნებებს ვხატავდი და ამ ლაბორატორიაში როგორც ჩანს კვლავ ჩამომეძინა.
– ჩაგეძინება აბა რა! აქ ხომ ყველა მოვლენის ან ობიექტის მოძრაობაშივე წარმოსახვა შესაძლებელია, თან არაა საჭირო მკაცრი მათემატიკური და ლოგიკური ფორმულების ჩამოყალიბება როგორც მარცხენა ლაბორატორიაში – "წავიბჟუტურე" ჩემთვის.
Read More »

Loading...

ვაგრძელებ ოპერაციულ სისტემათა მიმოხილვის ციკლს. ამ პოსტში მოდით მიმოვიხილოთ Linux-ის კიდევ ერთი ცნობილი დისტრიბუტივი Mandriva.
Read More »

Loading...

მოგესალმებით ყველას!
დღეიდან დავიწყებ სხვადასხვა ოპერაციული სისტემების მიმოხილვას, სადაც ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო მათი პლიუსები,მინუსები,პერსპექტივები და ა.შ.
ვინაიდან ჩვენთან უმეტესობას გაუგია და გარკვეულ დოზენე იყენებს(და არა "იცის" – როგორც უმრავლესობა წერს CV-ში 🙂 ) მხოლოდ Windows ოპერაციულ სისტემას ვფიქრობ უპრიანი იქნება რომ გავაფართოვოთ ჩვენი თვალთახედვის არე და ალტერნატიული ( Windows-ზე არანაკლები, უკეთესი თუ არა 🙂 ) ოპერაციული სისტემებიც დავათვალიეროთ და შეძლებისდაგვარად გავარჩიოთ. ვინ იცის იქნებ რომელიმე მოგეწონოთ და გამოიყენოთ კიდევაც. აქვე უნდა ავღნიშნო რომ მხარს არ ავუვლი Microsoft-ის განთქმულ ოპერაციულ სისტემა Windows-საც და მის უახლეს ვერსიებსაც მოკლედ მიმოვიხილავ ერთ-ერთ პოსტში.
ახლა კი დროა დავიწყოთ ოპერაცილული სისტემების პოსტების ციკლი. დღევანდელი პოსტის პირველი სტუმარი იქნება Linux-ის ერთ-ერთი განთქმული დისტრიბუტივი openSUSE.
Read More »

Loading...