Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

თანამედროვე ახალგაზრდა პოეტები

Filed Under (ნაწარმოებები) by on 24-11-2011

Tagged Under : , , ,

ამ ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეში უფრო და უფრო ხშირდება პოეზიისათვის განკუთვნილი საიტები, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოაქვეყნოს მისთვის სასურველი ნაშრომი და ფართო აუდიტორიას გააცნოს თავისი შემოქმედება. როგორც ჩანს, საზოგადოებამ შეიყვარა ისინი. დღეისათვის უკვე არსებობენ საკმაოდ პოპულარული პოეტები. თუმცა, როგორც ინტერნეტ სამყაროს ჩვევია, ძალიან ხშირად გამოქვეყვებულ მასალას ავტორის ვინაობა არ უწერია. თემურ ელიავა, ნიკა კვესელავა, გიორგი ბოგველი, ბიჭი ივანიშვილი, გიორგი ზანგური, ზურაბ სალუქვაძე, ანი მატისი, ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ლექსებსაც ხშირად შეხვდებით სხვადასხვა საიტებსა თუ ბლოგებზე.

 

Read More »

 

****

Filed Under (ნაწარმოებები) by on 13-11-2011

Tagged Under :

                    განთიადისას, ალიონი როცა დადგება

                მე მოვალ, ვიცი რომ მელი…..

                მე გადავივლი ათასგვარ გზებსა,

                რაა სიცოცხლე, უშენოდ, მარტო?

                           მე ვივლი და ფიქრი შენზე არ შემეშვება……..

                           ჩემი ცხოვრება სავსეა შენით,

                           ჩემი დღეები სავსეა თმენით……

                          ადრე თუ გვიან,  ხო, მაინც მოვალ

                   გპირდები მოვალ……..

                  მე დავემხობი მდუმარე საფლავს

                  და ყვავილების გვირგვინს დავადგამ…..

                                                                     (თარგმანი ვიქტორ ჰიუგოს ლექსიდან ” Demain, des l’aube…”)

 

მაინც…

Filed Under (ნაწარმოებები) by on 11-11-2011

Tagged Under : ,

მაინც

არ იწერება, მაგრამ მაინც ვწერ.
არ მეტირება, თუმც მაინც ვტირი.
არ მესიზმრება და მაინც ვხედავ,
არ მეფერება და მაინც მიყვარს.

არავის ეტრფის და მაინც ესმის,
რომ სიყვარული უმისოდ კვნესის…
არ ვუყვარდები და მაინც ველი,
ოდესმე ჩემთვის სიყვარულს ეტყვის:

მე უმისობა ტანჯვაში მგესლის,
ჩემი გრძნობები არავის ესმის.
ისევ და ისევ სიზმარში მესმის,
მე შენ მიყვარხარ – ნუთუ არ გესმის?!

 

გულში

Filed Under (ნაწარმოებები) by on 01-11-2011

Tagged Under : ,


გული დნება, გული კვდება,
ვიღაცისთვის მუდამ თბება.
გულგატეხილ ქალის იმედს,
მხოლოდ გულით ეშველება.

დაღალული გოგოს ფიქრებს,
სიყვარული ეფერება.
გულნატკენი კვლავაც ისევ
ქარიშხალში იკარგება.

გული თბება…ისევ სევდა,
სიყვარულს კი ეთვლიმება.
დავიწყებულ გრძნობებს ხშირად
სხვისი გრძნობა ენაცვლება.

სინანული რომ გვეწყება,
შენი ქალი სხვისგან თბება.
მიხვდები რომ სიყვარული,
მხოლოდ გრძნობით ისაზღვრება.

მარტოდმარტო დარჩენილს კი,
როცა სევდა გეძალება,
დაგეწყება მასზე ფიქრი
გონება კი გეკარგება.

წახვალ ფიქრში, მუდამ ტკბილში,
გაიხსენებ კოცნას ტუჩში,
მოგინდება დავიწყება,
დარდით წახვალ ალკოჰოლში.

მოგინდება მის სარკმელთან,
სერენადის მღერა ფიქრში…
მის სარკმელთან მისული, კი
მიხვდები რომ გახდა სხვისი.

ნაფიქრალი, ნამთვრალევი,
წამოხვალ და იტყვი გულში:
ღმერთო რატომ არ მარგუნე,
სიყვარული ტანჯულ გულში…

 

ჩემს სამშობლოს…

Filed Under (ნაწარმოებები) by on 21-10-2011

Tagged Under : , ,

რამდენი გმირი გყავდა შენ ჩემო ქვეყანავ,
სამშობლოს ამაყი, ვაჟკაცი შვილი.
მათი საქმითა კეთილი ზრახვითა
მიაბიჯებდი ათასწლეულში ხსნილი.
ასევე ითმენდი უვიცთა მართვას,
მათი ღალატით სხეულის დასჯას…
 

ვაი რომ დღესაც, შენ ჩემო სამშობლოვ
სიცრუით მოგბანეს ლამაზი პირი,
და შენი ამაყი სხივების კონა
ვერაგად დაჭრეს და აქციეს მონად.
ხოლო განთქმული წარსულის ფლობა
გააცამტვერეს უღირსი “შრომით”.
 

გმართავენ ზანტად, გმართავენ მხდალად,
ღამით გვაჭრობენ სხვადასხვა ფასად,
დღისით გგლოვობენ ნიანგის ცრემლით,
თითქოსდა სინდისის არხები წყევლით…
 

იხელთეს ჟამი გარე ტურებმაც,
მზაკვრული გეგმით, სწრაფი ქმედებით
განგვაცალკევეს აფხაზთა გენთან,
დანერგეს ოსებთან მოსისხლე მტრობა.
 

გვირაბში წევხარ, სამშობლოვ – ცრემლით,
ბნელით აღრეულ  სიზმრების ტყეში,
ირგვლივ კი ათასი უღმერთო ვირთხა
საზრდოობს სისხლით ღმერთის სახელით…
 

უფალო მომეცი ძალა და ფიქრი
მივცე სამშობლოს იმედის წვეთი,
ვუპოვო მალამო მის ლამაზ სხეულს,
სინათლით მოვფინო უფრსკულის წლები…

 

მ.ქ.(21.10.2011)

 

ქაოსი

Filed Under (ნაწარმოებები) by on 11-11-2010

Tagged Under : , , , , ,

დავკეტე კარები,
ფანჯრებიც ჩავრაზე,
დავცალე ფიქრების კარადა და რაზეც
მივლიდა საამო კანკალი სხეულში
ჩავკეცე,
ჩავტენე გზისამოხეულში…

 

Read More »

 

ნიკო გომელაური

Filed Under (ნაწარმოებები) by on 14-03-2010

Tagged Under : , , ,

 

ნიკო გომელაურს, ვიმედოვნებ, ჩემი წარდგენა არ ჭირდება და ყველა თგვენგანი შესანიშნავად იცნობთ მის შემოქმედებას. მე პირადად ძალიან ვაფასებ, ამ პიროვნებას,როგორც მსახიობსა და  პოეტს.

Read More »