Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ქველმოქმედება “გული გულს”

Filed Under (ინფორმაცია, სხვა...) by on 20-04-2012

Tagged Under : , , , , , ,

4 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის შედეგად, რომელიც სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა,  შემოსული თანხით “გული გულს” სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია და დაეხმარა. მათი სურვილების გათვალისწინებით შვიდ სულიან, სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახს  ოთხასი ლარის ოდენობისსაკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გადაეცათ. ასევე სხვა საჭიროებებისათვის თანხა ასი ლარი.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც 275 ლარს შეადგენს. ოჯახის ერთადერთ მარჩენალი დედაა, რომელიც მარტო ეწევა ოჯახისა და შვიდი შვილის აღზრდის ჭაპანს.

“გული გულს” შემდეგშიც გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯურნალისტიკის მიმართულების ჟურნალისტების სახელით

 

საქველმოქმედო კონცერტი BEQradio-ზე

Filed Under (ინფორმაცია, სხვა...) by on 17-01-2012

Tagged Under : , , ,

28 იანვარი, 14:00 საათი, თბილისის არტ ჰოლი, საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სნეულებით დაავადებული ახალგაზრდების დასახმარებლად. პირდაპირი ტრანსლიაცია „თბილისი არტ ჰოლიდან“ EBQradio-ს,  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “ერთსულოვნების” ეთერში.  კონცერტში მონაწილეობენ: ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ლაშა ღლონტი, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ჯგუფი ურსა და სხვები.
წამყვანები: ნანა ცინცაძე და გივი სიხარულიძე. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სპონსორობით, „თბილისი არტ-ჰოლის“ და საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნის” მხარდაჭერით. კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება მძიმე სნეულებით დაავადებულ ახალგაზრდებს, როგორც ოპერაციული ისე თერაპიული მკურნალობისთვის. კონცერტის მსვლელობის დროს პირდაპირი ეთერით გაშუქდება სპეციალური ვიდეო სიუჟეტები, რომლებშიც დეტალურად იქნება აღწერილი მათი ჯამრთელობის მდგომარეობა. კონცერტის მსვლელობისას შესაძლებლობა მიეცემათ სატელეფონო ზარების განხორციელებით დახმარება გაუწიონ ამ ადამიანებს. ასევე, ნებისმიერ მსურველ ფიზიკურ პირს თუ კომპანიას პირდაპირი მსვლელობისას ფულადი დახმარება გადასცეს ავადმყოფებს ან წამყვანის მიერ დაფიქსირდეს მათი ვინაობა. პროექტის კარი ღიაა ყველასათვის ვისაც სურს ამ ახალგაზრდებისთვის დახმარების გაწევა.
ყველას მოგიწოდებთ მოუსმინოთ ამ კონცერტს BEQradio-ზე და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ ახალგაზრდა ადამიანებს ჩვენთან ერთად, ერთად გავუწოდოთ იმედის ხელი.

 

ჯგუფი “ურსა” და BEQradio თანამშრომლობენ

Filed Under (ინფორმაცია, მუსიკა) by on 19-11-2011

Tagged Under : , , , ,

         26 ნოემბერს 18 საათზე თბილისის არტ-ჰოლში გაიმართება ჯგუფ “ურსას” სოლო კონცერტი, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება “BEQradio-ს ეთერში. კონცერტის დევიზია “სიცოცხლე სიყვარულისთვის და სიყვარული სიცოცლისთვის” (ვაჟა).

 

Read More »

 

AlterVision newcomers _” sounds good yet so bed ” :))

Filed Under (საინტერესოა!, მუსიკა, იუმორი) by on 17-10-2011

Tagged Under : , , , ,

როგორც იცით (შეიძლება არც გაგიგიათ, მაგრამ..) AlterVision newcomers 2011 ჩატარდა თბილისობას 7 ოქტომბერს (რომელიც ასევე იყო მისი უდიდებულესობა საფრანგეთის პრეზიდენტის, სარკოზის კიდევ ერთი ვიზიტი საქართველოში:).

კონცერტი გაიმართა ღია ცის ქვეშ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთელი მწვადებითა და ჩურჩხელებით რომელიც სასახლის ტერიდორიაზე იწვებოდა და ისეთი კვამლი იდგა, მის გარეშე მხიარულ გარემოს ერთგვარ “მრაჩნ ვიდს” აძლევდა… განსაკუთრებით ბიჯუნას რომელსაც სპეციალურად ამ დგისთვის ჩააცვეს))) რაც შეეხება ჩემი პოსტის სათაურს მის მნიშვნელობას მოგვიანებით გეტყვით, მანამდე კი ე.წ AlterVision ჯგუფს გაგაცნობთ:

Read More »