Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ექსტრემალური სპორტი

Filed Under (სპორტი) by on 10-11-2011

Tagged Under :

 

ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING) არის აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული ხდება 1970-იანი წლებიდან.

თანამედროვე გასაბერ ნავებს აკეთებენ გამძლე მრავალფენიანი რეზინის ან ვინილის მასალისაგან და აქვთ რამდენიმე დამოუკიდებელი განყოფილება, რაც არის გარანტია იმის, რომ ნავი არ ჩაიძირება თუ რომელიმე განყოფილება დაზიანდება ან გაიხევა. ნავის სიგრძე იცვლება 3.5 მ-დან 6 მ-მდე, და სიგანე 1.8 მ-დამ 2.5 მ-მდე. ამ წესიდან გამონაკლისია ერთადგილიანი ნავები, რომლებიც შეიძლება იყოს 1.5 მ.
ნავები არის სხვადსხვა ფორმის. ჩვენთან გამოიყენება სიმეტრიული ნავები, რომელიც იმართება ნავის უკანა ნაწილში მჯდომი ინსტრუქტორის მიერ. ნავში ჯდება 4 დან 12 კაცამდე.

Read More »

 

Motofreestyle

Filed Under (სპორტი) by on 10-11-2011

Tagged Under : , , , , , , , , ,

        Motofreestyle(ინგლ. Freestyle motocross, Freestyle MX, Moto X, FMX)- ეს ტერმინი,რომელიც 90–იან წლებში აშშ–ში წარმოიშვა, აღნიშნავდა წარმოუდგენელ ტრიუკებს აკრობატული ელემენტებით, რომლებსაც ასრულებდნენ პროფესიონალები მოტორბოლის დროს. დღეს Motofreestyle არის სპორტის ახალი სახეობა, რომელშიც სპორტსმენები ასრულებენ ნახტომებს სპეციალური ტრამპლინებიდან(მოტოციკლით რათქმაუნდაlaugh) და სხვადასხვა ტრიუკებს.

      Motofreestyle შეიძლება დაიყოს ხუთ ძირითად მიმართულებად, რომლებშიც ტარდება პროფესიონალური შეჯიბრებები. ეს მიმართულებებია:

Read More »

 

დრიფტი ;)

Filed Under (სპორტი) by on 05-11-2011

Tagged Under : , , , ,

 

   დრიფტი – მოსახვევების გავლის ტექნიკა და ავტოსპორტის სახეობა, ხასიათდება ავტომობილის მართვადი მოცურების მეშვეობით მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მართვის ასეთი სტილი ყოველთვის არ არის ყველაზე სწრაფი ხერხი მოსახვევებში შესასვლელად, მაგრამ ძალიან ეფექტური და სანახაობრივია, რის გამოც სპორტის ეს სახეობა ბევრ ადამიანს იზიდავს. წესების მიხედვით რბოლაში უნდა მონაწილეობდნენ ავტომობილები უკანა წამყვანი თვლებით ან 4X4cool  და კიდევ, რბოლა უნდა ჩატარდეს ასფალტზე.
    დრიფტის სამშობლო იაპონიაა. მაგრამ მან ძალიან ბევრ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. გამარჯვებული ჩვეულებრივ რამდენიმე შეჯიბრში ვლინდება.
   არსებობს ორი ტიპის დრიფტ–რბოლა: ერთ მონაწილიანი და დაწყვილებული.laugh    გამარჯვებული, როგორც წესი, რამოდენიმე რბოლის შემდეგ ცხადდება.
   ერთ მონაწილიან შეჯიბრებაში მსაჯები მრბოლელს ქულებს ანიჭებენ სიჩქარის, მოხვევის კუთხის და მართვის სტილის მიხედვით.
   დაწყვილებულ, ანუ ორ მოწინააღმდეგიან შეჯიბრებაში ორივე მონაწილე ერთდროულად იწყებს რბოლას. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც მანქანის კორპუსით პირველი გადაკვეთავს ფინიშის ხაზს(მანქანიდან გადმოსვლა და ფინიშის ხაზის ფეხით გადაკვეთა არ ითვლებაlaugh ), ან ითვლიან დროით განსხვავებას მრბოლელებს შორის.
    დღესდღეობით მსოფლიში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება. პროფესიონალური სერიები აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და იაპონიაში ტარდება. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.

     და ბოლოს, წარმოგიდგენთ დრიფტის ერთ–ერთ თვალსაჩინო მაგალითსcool