Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ცოტა რამ პლანეტებზე!!!

Filed Under (საინტერესოა!, კოსმოსი) by on 15-11-2011

Tagged Under : , , ,

                             http://img705.imageshack.us/img705/8880/mzis.jpg


     ბუნებით პლანეტები მკვეთრად განსხვავდება ვარსკვლავებისგან. პლანეტაბი ცივი სხეულებია, რომლებიც ანათებენ მზის სხივების არეკვლის გამო. ისინი ერთ-ეკლიპტიკის სიბრტყეში მოძრაობენ და რათქმქუნდა მათი მოძრაობის სიჩქარე განსხვავებულია.

პლანეტები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:

     დედამიწის ჯგუფის პლანეტები, მიეკუთვნება:მერკური, ვენრა, დედამიწა,მარსი და პლუტონი.მათი ზომები და მასა დიდი არ არის, საშუალო სიმკვრივე რამდენჯერმე აღემატება წყლის სიმკვრივეს, ნელა, აუჩქარებლად ბრუნავენ საკუთარი ღერძის ირგვლივ.

     პლანეტა-გიგანტებიიუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.ამ პლანეტების მასა და ზომები დიდია (განსაკუთრებით იუპიტერის) და სწრაფად ბრუნავენ მაგალითად იუპიტერი ერთ სრულ ბრუნს ასრულებს 10სთ-ზე ნაკლებ დროში, მაშინ როცა დედამიწას 1 დღე-ღამე სჭირდება.

    პლანეტა-გიგანტები დიდი მანძილითაა დაშორებული მზიდან და რა გასაკვირია მათი ტემპერატურა დაბალია: პლუტონის ზედაპირის ტემპერატურა -230 გრადუსია. პლანეტებიდან მაქსიმალური ტემპერატურა ვენერას აქვს +480 გრადუსი. რაც შეეხება დედამიწის ზედაპირის ტემპერატურას, ის -90-დან +58-ის ფარგლებშია.

    ეს პლნეტები ასევე გამოირჩევიან თანამგზავრთა დიდი რიცხვით, მაშინ როცა ურანს ყველაზე მეტი-21 თანამგზავრი ჰყას, დედამიწის თანამგზავრთა რიცხვი ერთით შემოიფარგლება. მერკურს და ვენერას კი საერთოდ არ ჰყავთ თანამგზავრი!!!

    მკვეთრად განსხვავებულია დედამიწის ჯგუფის პლანეტების და პლანტა-გიგანტების ორბიტაზე ბრუნვის პერიოდი. მაგალითად მერკურის ორბიტაზე ბრუნვის პერიოდი 88 დღე-ღამეს არ აღემატება,(დედამიწის 365,24) პლუტონი კი 247,7 წელი უნდება ორბიტაზე სრული ბრუნვის გაკეთებას.

 

დღეს კოსმონავტიკის საერთაშორისო დღეა!

Filed Under (კოსმოსი) by on 12-04-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , ,

 

სამწუხაროდ ცოტა ახალგაზრდამ თუ იცის რომ დღევანდელი დღე – 12 აპრილი არის ავიაციის და კოსმონავტიკის საერთაშორისო დღე. ამ დღის დღესასწაულად გამოცხადება გადაწყდა იმ მსოფილიო მოვლენის აღსანიშნად რომელსაც 50 წლის წინ ჰქონდა ადგილი და კაცობრიობის ისტორიაში შევიდა. საქმე იმაშია რომ, 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში ორბიტაზე გაფრინდა პირველი ადამიანი – იური გაგარინი. გაფრენა მოხდა იმჟამინდელი სსრკ–ს ბაიკონურის კოსმოდრომიდან. ხომალდმა "ვოსტოკმა" რომელშიც კოსმონავტი გაგარინი იმყოფებოდა 108 წუთის განმავლობაში განახორციელა ორბიტალური ფრენა დედამიწის გარშემო და წარმატებით დაუბრუნდა დედამიწას.

გაფრენის საწყის წუთებში კოსმონავტის სიტყვები იყო: "Поехали!" 🙂

 

Read More »

 

გიყვარდეს დედამიწა!

Filed Under (სხვა...) by on 11-12-2010

Tagged Under : , , , , , , , ,


დიდი მილები რომლებიც გამოყოფენ ოქროსფერ ბოლს და ფარავენ ცას

 

დიდი ხანია მინდოდა დამედო ეგ ინფორმაცია. ალბათ ბოლო ხანებში კლიმატის ცვლილებები ყველამ შეამჩნიეთ, განსაკუთრებით ზაფხულში, და ნოემბერიც შეიძლება ითქვას ცოტა უჩვეულო იყო.  ვფიქრობ უკვე დროა ყოველივე ჩვენთაგანმა ვიზრუნოთ დედამიწაზე და პრობლემებს პირდაპირ გავუსწოროთ თვალი. საქმე იმაშია რომ ეს ყველაფერი სადღაც "იქ", "შორს" აღარ ხდება…

გთავაზობთ ჩინელი ფოტოგრაფის ლუ გუანგის ფოტოსურათებს, რომლებიც ასახავს ჩინეთის არნახული ეკონომიკური ზრდის უკუმხარეს. ფოტოგრაფმა გადაწყვიტა ეჩვენებინა თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეკოლოგიური სიტუაცია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლუ გუანგმა თავის ნაშრომში მიიღო გრანტი იუჯინ სმიტის მემორიალური ფონდიდან ნომინაციაში "ჰუმანური ფოტოსურათი".

სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა რეკომენდირებული ამ სურათების ნახვა.

 

Read More »

 

ხომ არ ცდება ისტორია ანტარქტიდის შესახებ?!

Filed Under (ისტორია) by on 15-07-2010

Tagged Under : , , , , , , , , , , , ,

 

"თემა: 1960 წლის 6 ივლისი, ადმირალ პირი რეისის მსოფლიო რუქის შესახებ.
ადრესატი: პროფესორ ჩარლზ ჰ.ჰეპგუდს, "ნიუ–ჰემპშირის" შტატი.
პატივცემულო პროფესორო ჰეპგუდ!
თქვენი თხოვნა იმის თაობაზე რომ შევაფასოთ მსოფლიო რუქის ზოგიერთი თავისებურებები რომელიც შექმნილია პირი რეისის მიერ 1953 წელს, იქნა განხილული ჩვენი ორგანიზაციის მიერ.
ის დაშვება რომ, რუქის ქვედა ნაწილში გამოსახულია პრინცესა მარტის სანაპირო, რომელიც მიეკუთვნება "მოდის დედოფლის მიწას"(ანტარქტიდა), ჩვენ საკმაოდ გონივრულად გვესახება.
ვთვლით, რომ ეს არის ძალიან ლოგიკური, და როგორც ჩანს არის რუქის სწორი განსაზღვრებაც. გეოგრაფიული დაწვრილებითი ინფორმაცია, რომელიც ასახულია რუქის ქვედა ნაწილში, მშვენივრად თავსებადია სეისმო დაზვერვის მონაცემებთან, რომელიც განხორციელდა ყინულის ფენის ქუდში გავლით შვედურ–ბრიტანული ანტარქტიდული ექსპედიციის მიერ 1949 წელს.
ეს ნიშნავს იმას რომ, სანაპირო ზოლის კარტოგრაფიული გადაღება იქნა შესრულებული გამყინვარებამდე. ამ მომენტში ამ კონკრეტულ რაიონში ყინულის სისქე აღწევს 1 მილს. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, თუ როგორ შეიძლება შევუსაბამოთ ამ რუქის მონაცემები 1513 წლის გეოგრაფიული მეცნიერების წარმოდგენით დონესთან.
აშშ საჰაერო ძალების პოლკოვნიკი, ესკადრილიის მეთაური ჰაროლდ ოლმეიერი."

 

Read More »

 

მიყვარხარ დედამიწავ

Filed Under (სხვა...) by on 27-05-2010

Tagged Under : , , ,



შენ შეგიძლია შენი ფიქრებით შეცვალო საგნები გლობალური მასშტაბებით. დაეხმარე დედამიწას, შენ მას ჭირდები :).

Read More »