Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

გული გულს

Filed Under (სხვა...) by on 01-02-2012

Tagged Under : ,

 221022_199614190083714_199386846773115_578760_6812510_o

 

ხალხნო,როგორც იქნა დაიგეგმა ახალი საქველმოქმედო ღონისძიება!..გული გულს კვლავ იწყებს აქტიურ მოღვაწეობას!..27 თებერვალს,ამჯერად კონსერვატორის სტუდენტებთან ერთად ადმინისტრაციული კორპუსის დარბაზში ჩავატარებთ კონცერტს,რომელზეც დაუკრავს კონსევატორიის დაახლოებით 10 სტუდენტი (რამოდენიმე მემანიშვილის ორკესტრში უკრავს)..ეს იქნება კლასიკური სიმღერის საღამო,რომელიც გასტანს დაახლოებით 1.30 წუთი. დასაწყისისათვის ვაგროვებთ 5-5 ლარს,მოსაწვევების,ბილეთების,პლაკატების,დიდი ბანერის დასაბეჭტად და კიდე უამრავი დეტალების გადასაწყვეტად!..კონცერტზე დასასწრები ბილეთი ფასიანი იქნება,3 და 5 ლარი,აგრეთვე დაიდგმება ყულაბები,ჩვენც დავივლით დარბაზში და ავაგროვებთ შემოწირულობებს,აგროვებული თანხით დავეხმარებით რომელი ბავშვთა სახლს ან მოხუცთა თავშესაფარს!..დეტალებზე დაგვიკავშირდით აუცილებლად,ველოდებით თქვენს გამოხმაურებას და აქტიურობას,ნებისმიერს შეგიძლიათ ჩაერთოთ და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში!..ეს შეტყობინება გაავრცელეთ  ყველამ აუცილებლად!..გავაკეთოთ ყველამ ერთად კიდევ ერთი კეთილი საქმე!..

ჩვენი facebooki-ს გვერდი:  http://www.facebook.com/pages/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A1/199386846773115

 

 

“გული გულს”

Filed Under (ინფორმაცია) by on 14-06-2011

Tagged Under : , , ,

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა საქველმოქმედო, სტუდენტური, საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებიც აგროვებდნენ სხვადასხვა სახის შემოწირულობებს,საგურამოს ბავშვთა სახლის დასახმარებლად.
ორკვირიანი შრომის შედეგად შემოწირულობების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაგროვდა,როგორც ფულადი ასევე ტანსაცმელის,წიგნების სათამაშოების და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სახით.შეგროვებული თანხა სრულიად მოხმარდა საგურამოს ბავშვთა სახლს.თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა ბავშვთა სახლის სველი წერტილების შეკეთებას.ასევე შევიძინეთ სხვადასხვა სახის სურსათი და ტკბილეული დიდი რაოდენობით. შევეცადეთ დაგვეკმაყოფილებინა ბავშვების ყველა სურვილი რაც ჩევენ გადმოგვცეს და ძალიან სურდათ მათ.
7 ივნისს კი “გული გულ_ის”წევრები სრული შემადგენლობით,შევიკრიბეთ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ და დღის 1 საათზე გავემგზავრეთ, ბავშვებთან შესახვედრათ.

Read More »

 

“გული გულს”

Filed Under (ინფორმაცია) by on 07-06-2011

Tagged Under : ,

“გული გულს”  მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან მიდის.

ორკვირიანი შრომის, გადარბენების, დაღლის და შემოწირულობების შეგროვების შემდეგ ” გული გულს ” საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან მიდის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივითა და ქ-ნ ნანა შენგელიას დახმარებით ჩვენ შევძელით ის, რომ შევაგროვეთ სოლიდური თანხა და ვიყიდეთ საჭირო,აუცილებელი ნივთები: სასწავლო ინვენტარი, წიგნები, ტანისამოსი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, პროდუქტი, საყოფაცხოვრებო საგნები და ტკბილეული.რაც მთავარია მოვუგვარეთ სანტექნიკის პრობლემა..
ეს ღონისძიება მიზნად ისახავს მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციას და მათ წახალისებას.  აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თითოეული ასეთი ღონისძიება მათ მომავალზე ჯანსაღად აისახება. ამისთვის კი მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა, პატარების პრობელემების გულთან მიტანა და გათავისება. აუცილებლად უნდა გადავუხადოთ დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომლებიც დაგვეხმარნენ, თბილისის ყველა იმ მაცხოვრებელს, რომლებმაც თუნდაც 5 თეთრი გაიღეს და თავისი წვლილი შეიტანეს ამ კეთილ საქმეში.რომ არა საზოგადეოების კეთილი ნება, ეს ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ერთი დღე ბავშვებისთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება.

 

 

.

 

 

ავტორი მარი მაკარაძე.

 

 

ყველამ ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე!

Filed Under (ინფორმაცია) by on 28-05-2011

Tagged Under : , , ,

   

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტთა ინიციატივითა და ორგანიზებით, 2011 წლის ივნისის პირველ კვირაში, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ეწყობა საქველმოქმედო აქცია, სლოგანით „გული გულს“… აქციაში მონაწილე სტუდენტები შემოწირულობის სახით შეაგროვებენ თანხას, ტანსაცმელს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ერთობლივი ძალებით დავეხმაროთ საგურამოს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს. შემოწირულობი მიიღება ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის 911 ა აუდიტორიაში.

უკომენტაროდ გთავაზობთ იმ სურვილებს რაც საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა გამოთქვეს და დაწერეს ფურცლებზე

თამუნა: მე მინდა ელასტიკები, მაისური, შლოპანცები, ზომა 37.

კახა 16 წლის: მე მინდა ტელეფონი, ფოტოაპარატი თავისი დამტენით, რაგბის ბურთი, ხელთათმანები, ფეხსაცმელი ზომა 41, წვერების საპარსი და ლაშა მალაღურაძის ფორმა 🙁

ვატო 11 წლის: მე მინდა შარვალი, საათი, ემპეტრი, მაიკა და თამაშების დისკი.

მზია 15 წლის: მე მინდა ციფრული, ემპეტრი, შარვალი და აშერის დისკი.

ერთად დავეხმაროთ მათ და გავუთბოთ გულები, ჩვენ ეს შეგვიძლია!