Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button

სწავლება

Students

ბაკალავრიატი

დამატებითი სპეციალობის(minor) პროგრამები :

საინფორმაციო ტექნოლოგიები
პროგრამის მიზანია საბაკალავრო კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო სტანდარტების შესაბამისი ზოგადთეორიული ცოდნის ჩარჩოებში სტუდენტებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების დამატებითი სწავლება და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მათ შემდგომ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. დაწვრილებით…

Masters Degree

მაგისტრატურა

სამაგისტრო პროგრამები :

საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი:

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – “კომპიუტერული ტექნოლოგიების” მაგისტრი / Master of Computer Technology საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების მენეჯმენტის ფუნქციონალურ სფეროებში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება და კომპიუტერული უნარების ინტეგრირება.
საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის სწავლების მიზანია მაგისტრანტების მომზადება წარმატებული კარიერისათვის, რომელიც მოითხოვს რთულ მართვის სისტემებში კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას.
ასევე კურსდამთავრებულის მიზანია აითვისოს და გამოიყენოს მართვის სისტემური მიდგომები, რაც მისცემს მას დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.დაწვრილებით…

ინვესტიციები და პროექტების მართვა

: სწავლების მიზანია საერთაშორისო პროექტების მართვისა და ინვესტიციების მოძიების საკითხების გადაწყვეტა. აკადემიური ხარისხი – “ბიზნესის მართვის” მაგისტრი / Master of Business Administration”

კომპიუტერული ლინგვისტიკა:

ბუნებრივი ენების კომპიუტერული მოდელირების პროცესის შესწავლა. აკადემიური ხარისხი –“კომპიუტერული ლინგვისტიკის მაგისტრი / Master of Computer Linguistics”.დაწვრილებით…

ინტერნეტ-ეკონომიკა:

ვირტუალური (ელექტრონული) საწარმოს დაარსება, მართვა და ბიზნეს–საქმიანობა, ინტერნეტ–კომპანიების ბიზნეს–მოდელების დამუშავება. აკადემიური ხარისხი – “ბიზნესის მართვის ხარისხი / Master of Business Administration”. დაწვრილებით: ეკონომიკა 1, ეკონომიკა 2.

აუდიოვიზუალური და მედია კომპიუტერული ტექნოლოგიები:

სამაგისტრო პროგრამა მოწოდებულია მოამზადოს სტუდენტები კარიერისათვის, რომელიც გულისხმობს მულტიმედიაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემების დანერგვასა და გამოყენებას. აკადემიური ხარისხი –“მაგისტრი ციფრულ და კომპიუტერულ მედია ტექნოლოგიებში / Master of Digital and Computer Media Technology“. დაწვრილებით…

Ph.D

დოქტორანტურა

სადოქტორო პროგრამები :

ეკონომიკა და ბიზნესის მართვა
1. მართვის რთულ სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების გამოყენება დაწვრილებით…
2. საქართველოში ტურისტული კომპლექსის მართვის ამოცანების ანალიზი და სინთეზი დაწვრილებით…