Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ბავშვის ფსიქოლოგია

Filed Under (ფსიქოლოგია) by on 09-04-2010

Tagged Under : , , , , ,

 

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნორმებისგან გადახრები ყველაზე უფრო ხშირად კრიტიკულ პერიოდში ჩნდება. ამიტომ მშობლებმა წინასწარ უნდა გაითვალისწინონ კრიზისის დადგომა და ამით თავიდან აიცილონ მკვეთრი გადახრები საშუალო ნორმალური მაჩვენებლიდან

 

მშობელი-ბავშვის ურთიერთობაში ხდება რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი, რაც შემდგომში მდგომარეობს. უმთავრესი შეცდომა რომელიც მშობლებს მოსდით შვილების ქცევის შეფასებისას შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

 

პირველი არის ისეთი შემთხვევები როდესაც საჭირბოროტო-კრიტიკულ სიტუაციაში მშობელი იყენებს ყოვლისმიმტევებელ ფორმულას – "ის ხომ ჯერ კიდევ პატარაა." ზოგიერთი მშობლისთვის ზოგიერთ ბავშვს მხოლოდ წლები ემატება და ვერც კი ხვდებიან როგორ შედიან მომწიფულობაში.

 

მეორე ჯგუფი კი სრულიად ეწინააღმდეგება პირველს. მაგალითად: მშობლები შვილებს ეუბნებიან: "თუ შენ შენს პირობას არ შეასრულებ უპატიოსნო ადამიანი ხარ" მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ბავშვი გინდ 3 წლის იყოს გინდ 15-ის. ასეთ ოჯახებში არც თუ იშვიათად იზრდებიან დამჯერე ბავშვები, მაგრამ არიან კი ისინი ბედნიერები?

 

შეცდომების მესამე ჯგუფს განეკუთვნება მშობელთა ჩამორჩენილობა. მიუხედავად იმისა რომ მშობლებმა კარგად იციან, რომ ბავშვი იზრდება, ვითარდება და მომწიფებულებაში შედის, თვითონ ისევ ერთიდაიგივე დონეზე რჩებიან თავიანთი მოთხოვნებით და შეფასებებით. ეს მაშინ როცა საჭიროა, რომ მშობლის ფსიქოლოგიის გარდაქმნა წინაც კი უსწრებდეს ბავშვის სულიერ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. წინააღმდეგ შემთვევაში რომელიმე ეტაპზე თავს იჩენს ურთიერთგაუგებლობა, გაუცხოვება. ბავშვი გულჩათხრობილი და არც თუ ისე იშვიათად განმარტოვებული ხდება. განსაკუთრებით მწვავე შემთხვევაში საქმე შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ ბავშვი სახლიდან გაიქცეს და უგზო უკლოდ დაიკარგოს. გამოიხატება სასოწარკვეთილების უსასრულო ხასიათი.

 

მშობლების შეცდომები განსაკუთრებით თავს იჩენს მძაფრი ფიზიკური და ფსიქიკური გარდაქმნების პერიოდში, როცა თვით იდეალური ბავშვიც კი შესამჩნევად შეიძლება შეიცვალოს. ეს პერიოდები რომელთაც ასაკობრივი კრიზისი ეწოდებათ, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

 

აღმზრდელობითი ფაქტორები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში. რადგან ნერვიული სისტემის თანდაყოლილი თავისებურებანი მხოლოდ საწყისია, რომელიც დიდ პრობლემებს წარმოშობს ზრდის და განვითარების პროცესში.

 

როცა ვცდილობთ ბავშვის უსიტყვო მორჩილებას სწორედ ამით ჩანასახშივე ვზღუდავთ მის მისწრაფებას დამოუკიდებლობისადმი, სამყაროს აქტიურად შეცნობის სურვილს, ინდივიდუალურ მიდრეკილებას და უნარებს.

 

ბავშვობის ასაკში ზოგჯერ თავისებური მანკიერი წრე იკვრება: პირველი წარუმატებლობათა კრიტიკა თრგუნავს თავისი ძალებისადმი მოსწავლის რწმენას და აქვეითებს სწავლის ინტერესს რაც თავის მხრივ უფრო უარყოფითად მოქმედებს აკადემიურ წარმატებაზე.

 

აგრესიული და დესტრუქციული მისწრაფების დათრგუნვა ბავშვის ცნობიერებაში ახდენს საყვარელი მშობლების მიმართ მტრული განზრახვისა და მისი სიკვდილის სურვილის არაცნობიერში ჩანაცვლებას. არაცნობიერიდან მათი დაბრუნების საფრთხის შესამცირებლად, ცნობიერებაში ძლიერდება საპირისპირო პოზიციური, სიყვარულზე დაფუძნებული მოსწრაფებანი. ბავშვს უძლიერდება რექტიული ტენდენციები: მეტისმეტი თავაზიანობის, ძალადობის. ზიზღის, მზრუნველობის, შფოთვის, საყვარული ადამიანის ჯანმრთელობის და ა.შ. მიმართ.

 

პროექცია და აგრესიის განდევნა, როგორც ადამიანთა, ისე პიროვნებებს შორის დაძაბულობის ეჭვიანობისა და მოუთმენლობის ხშირ გამოვლენის მიზეზს წარმოადგენს.

 

უმეტეს შემთხვევაში პათოლოგიური აგრსია ისეთ ბავშვებში ვლინდება რომლებიც მზრუნველობას მოკლებულნი არიან მაგალითად ობლები, ან არასრულ ოჯახებში გაზრდილები ან ისინი რომლებმაც დედა ან მამა გამოიცვალეს. ან ისინი ვინც საბავშვო ბაღებში და სხვა დაწესებულებებში ცხოვრობენ. ისინი ჭკუასუსტები არ არიან თუმცა ახასიათებთ გონებრივად ჩამორჩენილი უშინაარსო, უკონტროლო, დესტრუქციული მონაცემები. აფუჭებენ ყველაფერს და ამით სიამოვნებას განიცდიან. დაუნდობელნი არიან ცხოველებისა და სხვა ბავშვების მიმართ. უფროსებისადმი კი გულგრილნი არიან და არ ემორჩილებიან მათ. ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა აღმზრდელთათვის სერიოზულ პრობლემას წარმოაგდგენს.

 

თუ ბავშვი არ გრძნობს მშობლის თანადგომასა და მეურვეობას მასში გაუცხოების ნიადაგზე აღმოცენდება სხვადასხვა უარყოფითი თვისებები, სულ უფრო ძნელდება მათი დამოკიდებულება თანატოლებთან და უფროსებთან მკვეთრი აგრესიული რეაქციები ვლინდება მათთან დამოკიდებულებაში.

 

მშობლები და და-ძმა წამყვან როლს თამაშობენ აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებაში. პატარების დასჯით ან მუქარით შეწყვიტონ მის მიერ გამოხატული აგრესიული ქცევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოკლევადიან ეფექტს იძლევა, ბავშვს უყალიბებს მათდამი უსამართლო მოპყრობით გამოწვეულ წყენას, გაბოროტებას, აიძულებს იფიქრონ შურისძიებაზე, რაც მათ აგრესიულ ადამიანებად აყალიბებს.

 

მოჩხუბარ ოჯახში გაზრდილი ბავშვი გაცილებით უფრო აგრესიულია გარშემო მყოფთათვის ვიდრე მშვიდ ოჯახში გაზრდილი ბავშვი.

 

უფროსები რომლებიც ბავშვობის ასაკში გადაიტანეს ძალადობა, განიცდიან ემოციურ პრობლემებს. ასეთები ხშირად შეურაცყოფენ საკუთარ მეუღლეებს და სასტიკად ეპყრობიან შვილებს. ბავშვებისადმი უხეში მოპყრობა და ძალადობის შედეგები გონებაში მყარად ილექება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება.

 

ასე რომ ჩემი რჩევა იქნებოდა სანამ ბავშვს გავაჩენთ სულ ცოტა ინფორმაცია მაინც მოვიპოვოთ მათ ფსიქოლოგიაზე რომ შემდგომში ჩვენივე ქცევებით ჩვენივე ბავშვები არ დავაზარალოთ.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.