Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

MP3

Filed Under (პროგრამირება, მუსიკა) by on 27-02-2010

Tagged Under : , , , , , ,

 

ყველა იყენებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის როგორ მუშაობს ეს პრინციპი. მოდით, ცოტა ნათელი მოვფინოთ ამ მხარეს.

MP3 (MPEG -1/2/2.5 დონე 3  , მაგრამ არა MPEG-3) – აუდიოინფარმაციის შესანახი ფაილის  ლიცენზირებული ფორმატი.  ამ მომენტისათვის MP3 არის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ხმის დანაკარგებით კოდირების გავრცელებულ ფორმატებს შორის.  ის ფართოდ გამოიყენება ქსელში ფაილების მიმოცვლის დროს მუსიკალური ნაწარმოების დაურღვევლად გადასაცემად. ფორმატი შეიძლება შესრულდეს პრაქტიკულად ყველა ოპერაციული სისტემის მიერ, ნებისმიერ პორტატულ აუდიოპლეერზე, და ასევე ყველა თანამედროვე მუსიკალურ ცენტრსა და DVD-პლეერზე.

MP3 ფორმატში გამოყენებულია დანაკარგებით შეკუმშვის ალგორითმი, რომელიც დამუშვებულია მონაცემების ზომის საგრძნობლად შესამცირებლად, მაგრამ ორიგინალთან მაქსიმალური მსგავსების შესანარჩუნებლად. მსმენელთა უმეტესეობა განსხვავებას ვერ ამჩნევს, მაგრამ მელომანები საგრძნობ სხვაობაზე ლაპარაკობენ. MP3-ის 128 კბ/წ ბიტრეიტით შექმნისას, რეზულტატში ვიღებთ ფაილს, რომელიც ზომით Audio CD ორიგინალის დაახლოებით მეათედია. MP3 ფაილები შეიძლება შეიქმნას მაღალი ან დაბალი ბიტრეიტით, რაც გავლენას ახდენს ფაილის საბოლოო ხარისხზე. შეკუმშვის პრინციპი ემყარება ხმის ნაკადის ზოგიერთი ნაწილის სიზუსტის დაქვეითებას, რაც პრაქტიკულად შეუმჩნეველია ადამინების უმეტესობისათვის. პირველ ეტაპზე იგება ხმის დიაგრამა დროის მოკლე მონაკვეთების მიმდევრობის სახით, შემდეგ მასში იშლება ინფორმაცია, რომელიც გაურჩეველია ადამიანის ყურისათვის და დარჩენილი ინფორმაცია ინახება კომპაქტურად. ეს მეთოდი JPEG ფორმატის შეკუმშვის მეთოდის  მსგავსია.

MP3 დამუშავებულ იქნა ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფის მიერ, კარლჰაინც ბრანდერბურგისა და ერლანგერნ-ნიურნბეგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით. საბაზისო კოდეკი, რომელიც დამუშავდა, იყო ASPEC (Adaptive Spectral Perceptual Entropy Coding). პირველი დამაკოდირებელი პროგრამა იყო L3Enc, რომელიც 1994 წელს გამოვიდა. ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა პირველი პროგრამული MP3-პლეიერი – Winplay 3.

ამ ფორმატში ხმები კოდირდება სიხშირული სახით (დისკრეტული პარტიების გარეშე); არის სტერეოს მხარდაჭერა.  MP3 არის დანაკარგებით შეკუმშვის ფორმა, რაც ნიშნავს, რომ ხმოვანი ინფორამციის ნაწილი, რომელიც (ფსიქოაკუსტიკური მოდელის თანახმად) უმრავლესობა ადამიანის ყურის მეშვეობით ვერ აღიქმება, იშლება აღდგენის შესაძლებლობის გარეშე. შეკუმშვის ხარისხი შეიძლება იყოს განსხვავებუი 8-320 კბ/წ შუალედში. შედარებისთვის, მონაცემთა ნაკადი ჩვეულებრივი Audio CD-და არის დაახლოებით 1378 კბ/წმ დისკრეტიზაციის 44100 გიგაჰერც სიხშირეზე.

MP3 ფაილი შედგება რამდენიმე  MP3 ფრაგმენტისგან (ფრეიმისგან), რომლებიც თავის მხრივ შედგებიან სათაურისა და მონაცემთა ბლოკისაგან. ასეთი მიმდევრობას ელემენტარული ნაკადი ქვია. ფრაგმენტები არ არის დამოუკიდებელი ელემენტები, ამის გამო არ არის შესაძლებელი შესრულდეს ცალცალკე. მონაცემთა ბლოკი შედგება სიხშირეებისა და ამპლიტუდების სახით შეკუმშული აუდიო ინფორმაციისგან. ტეგები არის MP3 ფაილის საზღვრის ნიშნები (დასაწყისში ან ბოლოში). მასში შეიძლება ჩაწერილი იყოს ინფორმაცია ავტორზე, ალბომზე, გამოშვების წელზე და სხვა. უფრო თანამედროვე ვერსიებში ტეგებში შეიძლება ინახებოდეს ალბომის ყდა და სიმღერის ტექსტი.

ადრე გავრცელებული იყო აზრი, რომ 128 კბ/წმ ბიტრეიტის მქონე ჩანაწერი კარგია მუსიკალური ნაწარმოებებისათვის, რომელიც განკუთვნილია ხალხის უმრავლესობისთვის, და ეს უზრუნველყოფს Audio CD ხარისხს. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულადაა. პირველ რიგში, ხარისხი დამოკიდებულია არა მხოლოდ ბიტრეიტზე, არამედ მაკოდირებელ პროგრამაზე –კოდეკზე (სტანდარტი არ გვთავაზობს კოდირების ალგორთმს, მხოლოდ აღწერს მის წარმოდგენის საშუალებას). მეორე რიგში – ჩაწერის რეჟიმზე: CBR (Constant Bitrate —მუდმივი ბიტრეიტი) (რომელშიც აუდიოს ყოველი წამი კოდირდება ბიტების ერთი და იმავე რაოდენობით) არსებობს რეჟიმები ABR (Average Bitrate — საშუალო ბიტრეიტი) და VBR (Variable Bitrate — ცვლადი ბიტრეიტი). მესამე რიგში, საზღვარი 128 კბ/წ არის პირობითი, რადგან ის „შექმნეს“ ფორმატის ჩამოყალიბების ეპოქაში, როცა ხმის პლატების მწარმოებლურობა გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ახლა.

მოცემულ მომენტში უფრო ხშირად ვხვდებით 192 კბ/წ ჩაწერილ ფაილებს, რაც უმეტესობისათვის საკმარისია. რეალურად მისაღები „ხარისხი“ დამოკიდებულია საწყის აუდიოფაილზე, მსმენელზე და მის აუდიოსისტემაზე. ზოგიერთი მელომანი უპირატესობას ანიჭებს „მაქსიმალურ ხარისხს“ – 320 კბ/წ, ან საერთოდაც გადადის კოდეკებზე დანაკარგის გარეშე, მაგალითად FLAC.  თუმცა „სრულიად ნათელია, რომ 256 კბ/წ ბიტრეიტის ჩანაწერები უმეტეს შემთხვევაში მეტიცაა, ვიდრე საჭიროა. ეს ნათელია არა მხოლოდ ჩემი სახლში ჩატარებული ტესტით, არამედ პროფესიონალური ტესტებითაც: ექპერტებსაც კი ყოველთვის არ გამოსდით, „გამოიცნონ“ 256 კბ/წ-მე შეკუმშული ხმა, მით უმეტეს, რომ ტესტირება ტარდება სპეციალურად მომზადებულ შენობებში და ძვრფასი ხელსაწყოებით, ექსპერტმა კი იცის, რომ უნდა „მოუსმინოს“, რათა იგრძნოს შეკუმშვა.“ (ჟურნალი«Компьютерра», 2008 წლის 14 დეკემბერი).

წყარო: wikipedia


Comments:

One Response to “MP3”


  1. ძალიან კაი თემაა, ) ახალი დიზაინიც გვაქ )
    Flaci მაინც სულ სხვაა, თუ მოგისმენიათ ნორმალურ დინამიკებში, ან ნაუშნიკებში)

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.