Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

გადავდივართ ჩვენი პროექტის განვითარების II ეტაპზე! (მ.ქანთარიას მიმართვა)

Filed Under (ინფორმაცია) by on 26-02-2010

Tagged Under : , ,

LevelUP

მოგესალმებით ყველას!
პირველ რიგში იმათ ვინც აქტიურად მონაწილეობდა ამა თუ იმ საინტერესო თემების მოძიება–დადებაში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო!

ვთვლი რომ ჩვენი საიტის განვითარების I ეტაპი დასრულებულია, შეიძლება ითქვას კარგი შედეგებით! დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ასე თუ ისე ბევრმა გამოიჩინეთ, ეს უკვე ფაქტია! ყოველ შემთხვევაში ძილის რეჟიმიდან მგონი გამოვედით 😉

ახლა კი დროა წავიწიოთ ერთი (ან მეტი 😉 ) ნაბიჯით წინ, ვინაიდან ერთ ადგილზე გაჩერება ცუდია პროფ. ზრდის თვალსაზრისით! დავიწყოთ იქიდან რომ, მრავალთემიანობას თავისი პლუსები აქვს, თუმცა მინუსებიც – ერთერთი სერიოზული მინუსია ის რომ რთულია ცოდნის ან ილეთის ხარისხიანად ათვისება კონცენტრირებულად, რაც იწვევს ტვინში ქაოსს! იმედია არავის სურს ტვინში არეულობა ქონდეს, კარგი იქნება თუ რაიმე ცოდნას ან ხერხს ხარისხიანად შევისწავლით რომ შემდგომში წარმატებით გამოვიყენოთ 😉

ამიტომაც 01.03.2010 00:00 –დან შემომაქ ე.წ. "თემატური კვირეულები".

ახლავე აგიხსნით იდეა რაში მდგომარეობს:

  1. ყოველი კვირის ბოლოს გამოცხადდება შემდეგი მთელი კვირის 2 (მაგ. ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე) თემატური მიმართულება.
    hot topic
  2. მოთხოვნაა რომ კვირის განმავლობაში დაიდოს მხოლოდ გამოცხადებული თემების ან მათთან დაახლოებული ინფორმაციის სტატიები ან პოსტები, თუნდაც ინდივიდუალური/პირადი შეხედულებები/შეკითხვები/შედარებები და ა.შ. (ამაში შეზღუული არ ხართ, პირიქით – "იფანტაზიორეთ" 😉 )
    how_we_do_it.69191846
  3. სტატიების ავტორები, რომლებსაც ექნებათ სტატიის ან პოსტის თემატიკა აზრობრივად შორს კვირის თემასთან პირველად მიიღებენ გაფრთხილებას, ხოლო იგივეს გამეორების შემთხვევაში მოხდება მათი სტატიების ბლოკირება.
    redcard_107440t
  4. ასევე იქნება თავისუფალი თემის კვირეულებიც, სადაც შეგეძლებათ ნებისმიერ თემაზე დადოთ პოსტი ან სტატია.
    free
  5. თუ არ გაქვთ ცოდნა კვირის თემატიკასთან დაკავშირებით საშიში არაფერია, ინტერნეტი თქვენს სამსახურშია, მოიძიეთ ინფორმაცია, მაგაში შეზღუდულები არ ხართ. და რაც მთავარია თქვენი აზრები უფრო ფასობს, იმპროვიზაციას გამოცხადებულ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ მივესალმები.
    Large Ideas in Small Moments

ეს "წესები" პირველ რიგში საჭიროა თქვენივე პროფ. განვითარებისათვის, ვინაიდან კონცეტრაცია და ბევრი სხვადასხვა ინფორმაციის მიღება ერთ თემაზე კვირის განმავლობაში მინი–ტრეინინგის სასარგებლო ფუნქციას შეასრულებს, მომყევით და მალე თვითონვე დარწმუნდებით ამაში როდესაც ბევრ სასარგებლო ილეთს/ცოდნას დაეუფლებით.

მთავარია არ იზარმაცოთ, ყველა მომენტს გავითვალისწინებ 😉


Comments:

6 Responses to “გადავდივართ ჩვენი პროექტის განვითარების II ეტაპზე! (მ.ქანთარიას მიმართვა)”


  1. კაი იდეაა!
    ასე ჯობს, კონკრეტული კვირა კონკრეტულ თემას, არაჩვეულებრივია პრეტენზიებიც აღარ იქნება თემიდან გადახვევაზე. 😉 😉 😉
    P.S. თუმცა თავისუფლება არ უნდა ჟღერდეს საშიშად არა?!?!?!?! 😆 😆 😆 😆 😆

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. მშვენიერია. მომწოონს 😉

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. მომწონს. ოღონდ ერთი შენიშვნა – თებერვალი წელს 28-თაა. 🙂 მოუთმენლად ველოდები პირველ თემას.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. სწორი შენიშნვა! გამომრჩა მხედველობიდან,შევასწორებთ! 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  5. […] კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ წესები და აბა ველოდები საინტერესო პოსტებს […]

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  6. კაი აზრია

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.