Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

როკი მარჩიანო

Filed Under (სპორტი) by on 26-02-2010

Tagged Under : , , , , ,

 

მე მოგითხრობთ მსოფლიო რეკორდმსმენისა და ერთადერთი დაუმარცხებელი მოკრივის როკი მარჩიანოს შესახებ. როკი მარჩიანო (დაიბადა 1923 წლის 1 სექტემბერს, – გარდაიცვალა 1969 წლის 31 აგვისტოს.) როკო ფრენსის მარკეჯიანო იყო იტალო–ამერიკელი მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში. 1952 წლის 23 სექტემბრიდან, 1956 წლის 27 აპრილამდე, როდესაც იგი წავიდა კრივიდან, ყველა შეხვედრაში გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

როკი იყო იტალო–ამერიკელი, იგი დაიბადა და გაიზარდა ბროქტონში, მასაჩუსეტსის შტატში, მისი დედ–მამა გახლდათ პერინო მარკეჯიანო და პასკალინა პიკიუტო. მშობლები ორივე ემიგრირებულები იყვნენ იტალიიდან. როკის ჰყავდა სამი და: ელისი, კონჩეტა და ელიზაბეტი, აგრეთვე ორი ძმა: ლუისი და პიტერი. 18 წლის ასაკში მას პნევმონია (ფილტვების ანთება) დაემართა, იგი სიკვდილის პირას იყო, მაგრამ გადარჩა.
სკოლის პერიოდში ბეისბოლის გუნდის მოთამაშე იყო, შემდეგ როკი სწავლობდა ბროქტონის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთსა და ბეისბოლს. აგრეთვე მუშაობდა მძიმე ფიზიკურ სამუშაოებზე: იყო ალპინისტი და სატვირთო მანქანით გადაჰქონდა ყინულები, ასევე მუშაობდა ქვანახშირის მოპოვებაზე.
1943 წელს გაიწვიეს ჯარში 2 წლით. როკი გაანაწილეს უელსში, სადაც ეხმარებოდა ინგლისის არმიას ნორმანდიაში გადასვლის მიზნით. მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, საბოლოოდ კი სამსახური მოიხადა 1946 წლის მარტში ფორტ ლუისში, ვაშინგტონში.
არმიის შემდგომ რინგზე გამოდიოდა როგორც მოყვარული, თუმცა მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1947 წლის 17 მარტს, როცა ავიდა რინგზე როგორც პროფესიოანლი მოკრივე და ნოკაუტით მოუგო ლი ეპერსონს მე–3 რაუნდში. გამარჯვების შემდგომ დაიწყო სერიოზული მომზადება თავის მეგობარ ალი კოლომბოსთან ერთად. როკი მივიდა ცნობილ მწვრთნელ ჩარლი გოლდმანთან, რომელიც თავიდან როკის ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდა, მას არ ეგონა რომ ახალგაზრდა იტალიელი ბოლომდე გაჰყვებოდა კრივს. 1948 წლის 12 ივლისს შეხვდა ჰარი ბილზერიანს, რომელსაც მე–5 რაუნდში ნოკაუტით მოუგო კარიერის დასაწყისში.
მისი გვარის წარმოთქმა გამოცხადებისას უჭირდათ ხოლმე და ასე გახდა მარკეჯიანო მარჩიანო. როკის მენეჯერის ალი ვეილის რჩევით, ჯერ ფსევდონიმით გამოდიოდა და ერქვა როკი მაკი, მაგრამ როკის უნდოდა, ყველას სცოდნოდა, რომ იგი იტალიელი იყო და მარჩიანო დაირქვა.
კარიერის განმავლობაში როკი მარჩიანოს ჰქონდა 49 გამარჯვება მოპოვებული, აქედან 44 ნოკაუტითა და 5 მსაჯთა გადაწყვეტილებით. როკის იმდენად ძლიერი დარტყმა ჰქონდა, რომ 1949 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ შეხვედრაში მე–5 რაუნდში კინაღამ შემოაკვდა ახალგაზრდა მოკრივე კარმენ ვინგო. 1951 წლის 26 ოქტომბერს შეახვედრეს თავისი ბავშვობის კერპს ჯო ლუისს, რომელსაც ნოკაუტით მოუგო.
კიდევ ოთხი გამარჯვების შემდეგ 1952 წლის 23 სექტემბერს შეხვდა იმჟამინდელ ჩემპიონ ჯერსი ჯო ვალკოტს. პირველ რაუნდში ჩემპიონმა როკის ძირს დაგდება მოახერხა, თუმცა მე–13 რაუნდში მარჩიანომ ჯერსი ნოკაუტში ჩააგდო უძლიერესი დარტყმით, რომელიც გინესის როკორდებში შევიდა და გახდა ახალი მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში. განმეორებით შეხვედრაში როკიმ ვალკოტი პირველივე რაუნდში გაანადგურა. როკიმ შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული და მორიგ მოწინააღმდეგეებსაც მოუგო: როლანდ ლა სტარზას, ეზარდ ჩარლზსა და დიდი ბრიტანეთის ჩემპიონ დონ კოკელს. მარჩიანოს უკანასკნელი შეხვედრა შედგა 1955 წლის 21 სექტემბერს არჩი მურთან, რომელსაც ნოკაუტით მოუგო მე–9 რაუნდში. როკიმ თავისი კრივიდან წავლის შესახებ განცხადება გააკეთა 1956 წლის 27 აპრილს.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ იგი მუშაობდა ვრესლინგის მსაჯად, აგრეთვე იყო კრივის კომენტატორი. 1969 წელს სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ამერიკელმა რეჟისორებმა გადაიღეს კომპიუტერული მატჩი     „The Superfight: Marciano vs. Ali“ ამ მატჩში მარჩიანო ნოკაუტით ამარცხებდა მე–13 რაუნდში იმჟამინდელ ჩემპიონ მუჰამედ ალის.
1969 წლის 31 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, იგი 46 წლის ხდებოდა. მარჩიანო ჩიკაგოდან სახლში ბრუნდებოდა, რათა აღენიშნა თავისი დაბადების დღე, მიუხედავად პილოტის გაფრთხილებისა და ცუდი ამინდისა მას უნდოდა თავისი იუბილე ოჯახთან ერთად აღენიშნა.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.