Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

WEB & Music :)

Filed Under (WEB, მუსიკა) by on 25-02-2010

Tagged Under : , , , , , , ,

 

გაგიზიარებთ ერთ დაკვირვებას ჩემი როგორც WEB-თან დაახლოებული პირის გამოცდილებიდან.

დაკვირვება კი შემდეგში მდგომარეობს:
ჩემს პრაქტიკაში საკმაოდ ბევრი ვებ–გვერდი მაქვს გაკეთებული. ზოგი კარგად გამოვიდა ზოგით კიდევ მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნი 🙂
მაგრამ იმ საიტებში რომლებშიც მართლაც რაღაც განსაკუთრებული ჩანს, გამომივიდა მუსიკის დახმარებით!

ახლა ვეცდები აგიხსნათ რაშია საქმე:
საიტის შეკვეთის შემდეგ გასაგებია რომ ვიწყებთ ფიქრს ამ საიტის სტრუქტურაზე და დიზაინზე პირველ რიგში მაგრამ…
უბრალოდ ეს ფიქრი და გააზრება სტრუქტურის ერთი საქმეა და მეორე საქმეა კიდევ ამ გააზრების მომენტში რაიმე ისეთი მუსიკალური კომპოზიციის მოსმენა რომელიც თქვენი სულის გრძნობებთან რეზონანსში მოდის 😉

დარწმუნებული ვარ ყველას გაქვთ თავ–თავისი გამორჩეული სიმღერა,ან კომპოზიცია, რომლის მოსმენაც არ გბეზრდებათ და რაღაც ამაღლებულ ხასიათზე გაყენებთ მის მოსმენისას,მეტიც ზოგჯერ საგმირო საქმეებზეც კი იწყებთ ფიქრს!:)))

ჰოოოდა… 🙂 დავაკვირდი ჩემს გაკეთებულ საიტებს და აღმოვაჩინე, რომ იქ სადაც მე არასასურველ(რეზონანსი არ იყო) კომპოზიციას ვუსმენდი ან საერთოდ არაფერს ვუსმენდი საიტის სტრუქტურის და დიზაინის გააზრებისას ნამუშევარი მაინცდამაინც საამაყო არ გამოდიოდა.
ეს არ ნიშნავს რომ ცუდი იყო, სულაც არა! უბრალოდ რაღაც განსაკუთრებული ეშხი არ იდო მასში.

ხოლო, იქ სადაც ვუსმენდი ისეთ კომპოზიციებს სადაც მართლაც მთელი გულით და სულით მეწყებოდა "სიმღერა აზრებში", ბევრად უკეთესი და საინტერესო დიზაინის თუ სტრუქტურის გამოდიოდა ვიდრე ზევითნახსენები სიტუაციის დროს.

ანუ იდეა მდგომარეობს შემდეგში: შეარჩიოთ სათქვენო მუსიკალური "ოქროს ფონდი" სხვადასხვა სტილის და ტიპის საიტის პროგრამირებისას.

შეიძლება ეს ახალი სულაც არ იყოს ბევრ თქვენთაგანისთვის, თუმცა დამწყებებს ვურჩევდი მიაქციონ ყურადღება ამ მომენტს.

ჩამოგითვლით რა ტიპის მუსიკალურ სტილს ვუსმენ საიტების შექმნისას(ხაზს გავუსვავ რომ პირადად მე ასე უფრო გამომდის!):

თუ საიტი უნდა იყოს:

  • მკაცრი(უბრალო)დიზაინით – Classical, Instrumental, Pop
  • კრეატიული დიზაინით – Rock,Hard Rock, Metal, New Age,Techno
  • საინფორმაციო პორტალი – Trance, Alternative
  • საქველმოქმედო საიტი – Piano, Classical, Pop
  • გასართობი საიტი – Rock, Pop, Trance

(დანარჩენები ვის როგორ გაქვთ კომენტებში დაამატეთ ;))

აქვე ისიც უნდა ავღნიშნო რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ზოგს შეიძლება მუშაობისას მუსიკის მოსმენა კონცენტრაციას უკარგავდეს ან საერთოდ აღიზიანებდეს, მაგრამ უბრალოდ ცადეთ გამოავლინოთ თქვენითვის სასურველი კომპოზიციების "ოქროს ფონდი" სამუშაოს შესრულებისას და საბოლოო გადაწყვეტილება რათქმაუნდა ყოველთვის თქვენზეა… 😉


Comments:

8 Responses to “WEB & Music :)”


  1. შემოქმედებითი (“კრეატიული”;-) სამუშაოსთვის, მართლაც მეხმარება მუსიკა; აი რუტინისთვის, ან ისეთი საკითხების დასაძლევად, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვენ, ნებისმიერი მუსიკა (განსაკუთრებით კარგი, რომელსც ძალაუნებურად ავყვები ხლმე:-) ჩვეულებრივ მიშლის ხელს. ეს პირადად მე მეხება. ყველა უნიკალური ვართ, განსხვავებული შესაძლებლობებით დაჯილდოებულები. დარწმუნბული ვარ ჩვენს შორის ისეთებიც მოიძებნებიან, ორ ან მეტ ქმედებას ერთდროულად რომ აკეთებენ – ერთი ცნობილი რომის იმპერატორის მსგავსად 🙂

    მიშა, ერთადერთი, ვხედავ იყენებ სიტყვებს “ვებ-გვერდი” და “ვებსაიტი”, ერთი და იგივე ობიექტთან მიმართებაში (‘http://gtu.ge/kat89′-თან, მაგ.). რადგან ვები შენი პროფილური სფეროა, პროფესიონალი ხარ მასში და თუგინდ ამ პროექტის მაგალითზე, გსურს აამაღლო ჩვენი სტუდენტობის კომპიუტერული და ინტერნეტ განათლების დონე, გთხოვდი მკაფიო ხაზი გაავლო ვებგვერდსა და ვებსაიტს შორის. როგორც წიგნს ვერ აღვწერთ მისი ერთი გვერდით, ასევე ვებსაიტს ნუ ვუწოდებთ ვებგვერდს. მოგეხსენება http://gcf.ge, http://gtu.ge და თუგინდ http://gtu.ge/kat89, შენი შექმნილი ვებსაიტებია – მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი რეალუდად მხოლოდ ‘gtu.ge’-ს ქვედირექტორიას წარმოადგენს; აი ყველაფერი მათ “ქვეშ” (იგივე ეს http://gtu.ge/kat89/?p=705, ან ‘…/?p=703’ 🙂 – გვერდები/ვებგვრდები

    უბრალოდ, ყველას გვესმის რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს აკლია ელემენტარული სტანდარტიზაცია, განსაკუთრებით ტერმინოლოგიის განხრით. მოდი ნუ დავაბნევთ, ისედაც დაბნეულ სტუდენტებს. 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. ჰმმმ … მინუს http://gtu.ge, ის მიშას შექმნილი არ არის, როგორც ვიცი. უზუსტობა გამეპარა!

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. მიშა, პირველი კომენტარი ბრაუზერში გათიშული რეფერერის ჩვენებით დავბეჭდე და ამიტომ საიტმა ვერ აღმიქვა, როგორც საკმარისი პრივილეგიების მფლობელი, რომ ადმინის დადასტურების გარეშე გამოვაქვეყნო პოსტი, თუგინდ კომენტარი 🙂 როდესაც დაადასტურებ ჩემს პირველ კომენტარს, მიაშალე ეს … და მეყოფა აქაურობის ფლუდი 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. ძალიან საინტერესო მიდგომაა, ბატონო მიშა! თან სწორად აღნიშნეთ-თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური ”ოქროს ფონდი” გააჩნია. ჩემთვის , მაგალითად, “Beatles”-ის, “Queen”-ისა და “Muse”-ის მუსიკა შთაგონების უწყვეტი ყვების წყაროა. და Hard Rock-ზე კარგად ვიძინებ.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  5. მდაა, pink floyd, epica, static-x, queen of the damned – soundtracks, 80-იანების დისკო, კლასიკური მუსიკა, bob dylan, guns”n”roses, diary of dreams, linkin park, mashina vremeni, ირაკლი ჩარკვიანი, sonata arctica….. და ეს ჯერ კიდევ სრული სია არააა. მგონი სულ სხვადასხვა სტილი და მიმდინარეობა გამომივიდა. :)ყველას ერტად არ მოუსმინოთ, თორე საიტის მაგივრად აჯაფსანდალი გამოვა. 😀 😛

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  6. ჰო, გიორგი მართალია, გამეპარა შეცდომის მაგვარი, ვებ–საიტები უნდა დამეწერა. არაუშავს იმედია შემინდობს მკითხველი 🙂
    მთავარია რომ იდეა სწორად გამოდმოვეცი 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  7. ჰეჰ, მეც მაგარი ვარ რაა, ამდენი ვილაპარაკე მუსიკასთან ერთობლობაზე და თვითონ პოსტს არ დავურთე არაფერი :D)))
    სტატიაში ჩამატებით გამოვასწორებ ამ ამბავს თქვენის ნებართვით 😉

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  8. მართალია საყვარელი მუსიკა მაგრად მშველის. დავიწყებ მაშინ ”ოქროს ფონდ–ის” შერჩევას 😉

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.