Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დანაწილებული მონაცემთა ბაზები

Filed Under (მონაც. ბაზები) by on 09-02-2010

Tagged Under : , ,


დანაწილებული მონაცემთა ბაზები  (დმბ)–ლოგიკურად დაკავშირებული მონაცემთა ბაზების ერთობლიობა, რომლებიც დანაწილებულია კომპიუტერულ ქსელში.

ძირითადი პრინციპები:

დანაწილებული მონაცემთა ბაზები შედგება საკომუნიკაციო ქსელის კვანძების ნაკრებისაგან, რომელშიც: ა) თითოეული კვანძი სრულფასოვანი დამოუკიდებელი მონაცემთა ბაზაა; ბ) კვანძები ურთიერთქმედებენ ისე, რომ მომხმარებელს ნებისმიერი მათგანიდან შეუძლია მიიღოს მონაცემები ისე, თითქოს ის მდებარეობდეს მის საკუთარ კვანძზე.

თითოეული კვანძი თავისთავად არის მონაცემთა ბაზის სისტემა. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეასრულოს ოპერაციები მონაცემებზე თავის საკუთარ კვანძზე ზუსტად ისე, თითქოს ეს კვანძი სულაც არ შედიოდეს დანაწილებულ სისტემაში. მონაცემთა ბაზების დანაწილებული სისტემა შეიძლება განვიხილოთ, როგორც პარტნიორობა ცალკეულ ლოკალურ მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებს შორის ლოკალურ კვანძებზე.

დანაწილებული მონაცემთა ბაზების შექმნის ფუნდამენტალური პრინციპია: მომხმარებლისათვის დანაწილებული სისტემა უნდა გამოიყურებოდეს ისევე, როგორც დაუნაწილებელი სისტემა.

ამ პრინციპიდან გამომდინარეობს შემდეგი წესები და მიზნები:

  1. ლოკალური დამოუკიდებლობა. კვანძები დანაწილებულ სისტემაში უნა იყვენენ დამოუკიდებლები, ავტონომიურები. ლოკალური დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ყველა ოპერაცია კვანძზე კონტროლირდება ამავე კვანძით.
  2. ცენტრალურ კვანძზე საყრდენების არარსებობა. ლოკალური დამოუკიდებლობა საშუალებას იძლევა, რომ დანაწილებული სისტემის ყველა კვანძი განხილული იყოს როგორც თანატოლი. ამის გამო არ არის საჭირო არანაირი მიმართვა „ცენტრალურ“ ან „მთავარ“ კვანძზე რამე ცენტრალიზებული სერვისის მიღების მიზნით.
  3. შეუწყვეტელი ფუნქციონირება. დანაწილებული სისტემები უნდა იყვნენ საიმედოობისა და მისაწვდომობის უფრო მაღალ საფეხურზე.
  4. განლაგებისგან დამოუკიდებლობა. მომხმარებლებმა არ უნდა იცოდნენ, ფიზიკურად სად ინახება მონაცემები და ისე მოიქცნენ, რომ თითქოს ყველა მონაცემი მათ საკუთრ ლოკალურ კვანძზე ინახებოდეს.
  5. ფრაგმენტაციისგან დამოუკიდებლობა. სისტემა მხარს უჭერს ფრაგმენტაციისგან დამოუკიდებლობას, თუ მოცემული სისტემა  შეიძლება დაიყოს  ნაწილებად ან ფრაგმენტებად მათი ფიზიკური შენახვის ორგანიზაციისას. ამ შემთხვევაში მონაცემები შეიძლება ინახებოდეს იმ ადგილას, სადაც ისინი ყველაზე ხშირად გამოიყენება, რაც უმრავლესობა ოპერაციის ლოკალიზაციისა და ქსელის ტრაფიკის შემცირების მიღწევის საშუალებას იძლევა.
  6. რეპლიკაციისგან დამოუკიდებლობა. სისტემა მხარს უჭერს მონაცემების რეპლიკაციას, თუ მოცემული ცვლადი–დამოკიდებულება ან მისი ფრაგმენტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს რამდენიმე ცალკეულ კოპიად ან რეპლიკად, რომელბიც ინახება ცალკეულ კვანძებზე.
  7. დანაწილებული მოთხოვნების დამუშავება. არსი იმაშია, რომ მოთხოვნის შესრულებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე კვანძზე მიმართვა. ასეთ სისტემაში შესაძლოა იყოს ბევრი გზა მონაცემების გადაგზავნის, რომელიც საშუალებას იძლევა, შესრულდეს ესა თუ ის მოთხოვნა.
  8. დანაწილებული ტრანზაქციების მართვა. რასებობს ტრანზაქციების მართვის 2 ძირითადი ასპექტი: მართვა აღდგენით და მართვა დამუშავების პარალელობით. რაც შეეხება აღდგენის პრინციპს, იმისათვის, რომ უზრუველყოფილი იყოს ტრანზაქციების ელემენტარულობა დანაწილებულ გარემოში, სისტემამ უნდა გარანტიები მოგვცეს, რომ ტრანზაქციასთან დაკავშირებულმა ყველა აგენტმა (აგენტი – პროცესი, რომელიც სრულდება მოცემული ტრანზაქციისთვის ცალკეულ კვანძზე) ან დააფიქსირა თავისი შედეგები, ან მიიღო უარი. რაც შეეხება პარალელობის პრინციპს, დანაწილებულ სისტემაში ის უმეტესად ბაზირდება ბლოკირების მექანიზმზე, ზუსტად ისევე, როგორც დაუნაწილებელ სისტემებში.
  9. აპარატურული დამოუკიდებლობა. სასურველია, იყოს შესაძლებლობა, გაუშვა ერთი და იგივე მონაცემთა ბაზის მართვის სიტემა სხვადასხვა პლატფორმაზე და, უფრო მეტიც, სხვადასხვა მანქანები მონაწილეობდნენ დანაწილებული სისტემის დამუშავებაში ისე, როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორები.

10.  ოპერაციული სისტემისგან დამოუკიდებლობა. მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის შესაძლებლობა, იმუშავოს სხვადასხვა ოპერაციული სისტემის გარემოში.

11.  ქსელისგან დამოუკიდებლობა. ბევრი პრინციპულად განსხვავებული კვანძის მხარდაჭერა, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც აპარატურული მოწყობილობებით, ისე ოპერაციული სისტემებით და ასევე სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო ქსელით.

12.  მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის ტიპისგან დამოუკიდებლობა. აუცილებელია, რომ მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის  სხვადასხვა კვანძის ეკზემპლიარები მხარს უჭერდნენ ერთსა და იმავე ინტერფეისს, და სრულიად არაა აუცილებელი, რომ ესენი იყვნენ ერთი და იმავე მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის ვერსიის ასლები.

აქვე ერთი ვიდეო, სადაც 1C-ს პროგრამისტი ყვება დანაწილებული მონაცემთა ბაზების შესახებ ძალიან საინტერესოდ. მართალია, ის თავის პროდუქტს უკეთებს რეკლამას, მაგრამ ელემენტარული პრინციპების კარგად გასაგებად ღირს ამის ყურება.

წყარო: wikipedia


Comments:

2 Responses to “დანაწილებული მონაცემთა ბაზები”


  1. საინტერესოა,ყოჩაღ გვანც! ყოველთვის საინტერესო ინფორმაცის დებ 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. ეს მონაცემთა ბაზების თემები ძალიან მომწონს, კაი თემებია.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.