Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

მონაცემთა ბაზები: წარსული, აწმყო, მომავალი (ნაწილი III)

Filed Under (მონაც. ბაზები) by on 08-02-2010

Tagged Under : , , ,

მომავალი
მონაცემთა ბაზების ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია, რაც დომინირებს და ეს უკვე პრობლემაა.  მონაცემთა ბაზა არის განთავსებული ერთ ადგილას, ჩვენ  კი ვავსებთ მას ყოველ დღე და ვყრით შიგ უამრავ არასაჭირო ინფორმაციას. ისინი უნდა გახდნენ უფრო აქტიურები! „აქტიური მონაცემთა ბაზები“ არის ძალიან საინტერესო კვლევის არე, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

კომპიუტერული სამყარო გახდა ათასჯერ უფრო მძლავრი, ათასჯერ უფრო იაფი და ათასჯერ უფრო ხელმისაწვდომი, და სირცხვილია, რომ ჩვენ ამდენ ხანს ისევ მონაცემთა ბაზების ტექნოლოგებს ვიყენებთ და არ არის არანაირი განსხვავება უკვე 25 წელია!

ჩვენ ჩავიციკლეთ „მონაცემების შენახვა, ამორჩევა, მათზე ხელით მანიპულირებაში“ , არ იქნება უმჯობესი, ეს იყოს სხვანაირად: „მონაცემების შენახვა, მონაცემები ასრულებებნ მოქმედებებს, გატყობინებენ შედეგებს.“

აქტიური მონაცემთა ბაზების მკვლევარერბი იმედოვნებენ, რომ მონაცემთა ბაზებს უფრო ჭკვიანებს გახდიან. ყველაფრის მიუხედავად, მთელი ინფრომაცია, იდევე როგორც 25 წლის წინ, ელოდება ადამიანს ან პროგრამას, რომ დაათვალიერონ და მოახდინონ მათზე ოპერაციები.

მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიები უკვე განვითარდა იმდენად, რომ ჩაიდოს მასში ტრიგერები და ბიზნეს–ლოგიკა ისე, რომ როცა რამე ხდება და ისინი ჩაიწერებიან ბაზაში, მოქმედებები აღიძვრება ავტომატურად.

მაგალითად, მონაცემთა ბაზა უნდა იყოს საკმარისად ჭკვიანი იმისათვის, რომ გაუგზავნოს კლიენტს ელ.ფოსტა თუ მისი გადახდის ვადა იწურება.

ასეთი მცირე პროგრამები იწერება და დგება მონაცემთა ბაზების გარეთ. მაგრამ ისინი უნდა იყოს მოთავსებული თვით ბაზის შიგნით.

ახლანდელი მონაცემთა ბაზები დაფუძნებული არიან რელაციურ თეორიაზე და არ ითავსებენ ადვილად ბიზნეს–ლოგიკას.

ჩნდება კითხვა ხომ არ არის ბაზების რელეაციური მოდელი მოძველებული? რა შეცვლის მას?

გაჩნდა ახალი კონცეფცია ე.წ. გასაღები/მნიშვნელობის მონაცემთა ბაზების. ჯერ არ აქვს ოფიციალური სახელი, მაგრამ მოიხსენიებენ, როგორც დანაწილებული, დოკუმენტზე ორიენტირებული, ინტერნეტზე დაყრდნობილი, ატრიბუტზე ორიენტირებული და გასაღები/მნიშვნელობა მონაცემთა ბაზები. ეს არ არის ახალი შექმნილი, მაგრამ რომ არა ვებისა და ინტერნეტის ასეთი განვითარება, ალბათ უმნიშვნელოდ და გამოუყენებლად დარჩებოდა.

მათი აღწერა მოკლედ შეიძლება რამდენიმე წინადადებით:

    • დომენები არის წარმოდგენილი ცხრილის სახით, მაგრამ ცხრილისგან განსხვავებით შენ არ განსაზღვრავ რაიმე სქემას დომენისათვის. დომენი არის ძირითადი „ჯამი“, რაშიც „აწყობ ნივთებს“.  თუთოეულ „ნივთს“ ცალკეულ დომენზე შეიძლება ქონდეს განსხვავებული სქემა.
    • ერთეულები იდენტიფიცირებული გასაღებებით, და მოცემულ ერთეულს შეიძლება დინამიურად მიენიჭოს ატრიბუტები.
    • ზოგი რეალიზაციის დროს ყველა ატრიბუტი არის სტრიქონული ტიპის, ზოგჯერ კი შეიძლება იყოს ასევე მთელი რიცხვები, სტრიქონული მასივები და სიები.
    • დომენებს  შორის არ არის ზუსტად განსაზღვრული არანაირი კავშირი.

ერთი შეხედვითაც ჩანს, თუ რამდენად არ ჰგავს ეს მოდელი რელეაციურ მონაცემთა ბაზების მოდელს.

უფრო დაწვრილებით ამ ტიპის მოდელზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.


Comments:

5 Responses to “მონაცემთა ბაზები: წარსული, აწმყო, მომავალი (ნაწილი III)”


  1. აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით 🙂 🙂 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. უფ უფ უფ რაღა მიჭირს აბა. 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. SQL Server-ში შესაძლებელია NET-ში დაწერილი ასემბლაის ინტეგრაცია და შემდეგ მისი მეთოდის Stored Proceduრიდან გამოძახება, გადაცემა პარამეტრების და შემდეგ ასსემბლაის მეთოდი გაეშვება. შესაბამისად რასაც გინდა გააკეთებინებ, თუ გინდა მაილზე გაუგზავნის და თუ გინდა სრული პროგრამა გაეშვება რაიმე.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. თუ არ გეწყინება შენ სტატიას გამოვიყენებ ჩემი საიტის შესაქმნელად, რომელიც გამოცდისთვის მჩირდება.ისე ბევრი გიშრომია ას სტატიის შესაქმნელად. მოუთმენლად ველი შემდეგ სტატიას.მართლაც რომ ბრავისიმო

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  5. ძალიან მოძველებული სტატიაა, მაგრამ რა აღშფოთებით ნაწერი.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.