Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ჭავლური და ლაზერული პრინტერები

Filed Under (HI-TECH) by on 08-02-2010

Tagged Under : , ,

Printer

დღესდღეობით პრინტერები გამოირჩევა ორნაირი საბეჭდი სისტემით.ვხვდებით ლაზერულ და ჭავლურ საბეჭდ სისტემას.ეს ორი ჩამოთვლილი ერთმანეთისგან განსხვავდება იმით რომ ლაზერული სისტემა სახარჯ მასალას (ანუ ფერებს) იყენებს ფხვნილს და ჭავლური სისტემა იყენებს სახარჯ მასალად სითხეს.

პრინტერები არსებობს სხვადასხვა ფორმატის.ფურცლის ფორმატს ქვია შემდეგი სახელები: A1,A2,A3,A4,A5 და ისინი ერთმანეთისგან სიდიდით (ზომით) განსხვავდება.

როგორც კომპიუტერულ სისტემაში ასევე პრინტერებში ჩვენ ვხვდებით ოპერატიულ მეხსიერებას და პროცესორებს.რაც დიდია ოპერატიული მეხსიერება მით უფრო სწრაფად ხდება ინფორმაციის დამუშავება და გამოსახულებად გარდაქმნა ფურცელზე.

დღესდღეობით კომპიუტერულ ბაზარზე პრინტერებს უშვებენ ისეთი ბრენდები როგორიცაა Hp,Xerox,Canon,Epson,Lexmark,Samsung.

 ჭავლური პრინტერები

ჭავლური პრინტერის მუშაობა ფორმირდება წერტილებით.გამოიყენება მატრიცა რომელიც ბეჭდავს თხევადი  ფერებით.კარტრიჯები ფერებით არსებობს წვეტიანი თავით,უფრო ხშირად ესეთ ტექნოლოგიას ვხვდებით  Hewlett-PackardLexmark პრინტერებში. იმ შემთხვევაში თუ ჭავლურ პრინტერს დიდი ხანი არ იხმართ თხევადი ფერები შესაძლებელია გახმეს კარტრიჯის საბეჭდ ნემსებზე,მაგრამ ამ პრინტერებს შეუძლიათ ავტომატურად გაწმინდონ კარტრიჯის საბეჭდ ნემსებიდან მიმხმარი ფერები.კარტრიჯის შეცვლაც არ წარმოადგენს პრობლემას.

ლაზერული პრინტერები

 ეს არის ერთერთი ტიპი პრინტერის,რომელიც გვაძლევს საშუალებას სწრაფად და ხარისხიანად  მივიღოთ ნაბეჭდი ფურცელზე. გამოსახულება მუშავდება ლაზერული სხივებით.

ჭავლურისგან განსხვავებით ლაზერული პრინტერების კარტრიჯები არ ხმება უხმარად და გაცილებით იაფი ჯდება, რადგან ამ პრინტერების კარტრიჯში არის ფხვნილი.ბეჭდვის პროცესი:სხივები ანათებს გამოსახულების ფორმით ქაღალდზე და ამავე ადგილებში იზიდავს ტონერს რომელიც ახმება ქაღალდზე.პირველი ლაზერული პრინტერი EARS შეიქმნა 1971 წელს კომპანია Xerox –ის მიერ.


Comments:

4 Responses to “ჭავლური და ლაზერული პრინტერები”


  1. საინტერესო პოსტია. ბევრს არ ეცოდინება განსხვავება და მუშაობის პრინციპები. ერთს დავუმატებ, თუ შეიძლება: ჭავლური პრინტერები, უფრო იაფი ღირს, ვიდრე ლაზერული, მაგრამ კარტრიჯები პირიქით, ჭავლურის გაცილებუთ უფრო ძვირი და პრობლემურია, ვიდრე ლაზერულის.

    Like or Dislike: Thumb up 2 Thumb down 0 (+2)


  2. მადლობა გვანცა.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. :D:D ჭავლული პრინტერი რა საზიზღრობა იყო 😀 ზიი ზიი ზიი ზიი

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. საინტერესო პოსტია, მაგრამ გარკვეული შეცდომებია, კერძოდ ლაზერული პრინტერის მუშაობის პრინციპი ახსნილია ისე თითქოს ლაზერის სხივით იმუხტება ქაღალდი რომელიც მერე მიიკრავს ტონერს (სარებავს), ეს მცდარი ინფორმაციაა, რადგან ლაზერის სხივი იმუხტება ფოტომგრძნობიარე ლილვი, რომელიც მიიტრავს ტონერს, შემდეგ კი ამ ლილვზე გადაგორდება ქაღალდი, რომელზეც დაიტანება გამოსახულება, შემდგომ ეს ქაღალტი დაივლის თერმო ფეჩს რომ ტონერი დაფიქსირდეს ქაღალდზე და არ მოშორდეს.

    Like or Dislike: Thumb up 1 Thumb down 0 (+1)

Leave a Reply