Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

მონაცემთა ბაზები: წარსული, აწმყო, მომავალი (ნაწილი II)

Filed Under (მონაც. ბაზები) by on 06-02-2010

Tagged Under : , , , , , , , , , , , ,

აწმყო
მონაცემთა ბაზების რელეაციურმა მოდელმა და SQL-მა დასაბმი მისცეს სხვა ტიპის მონაცემთა ბაზებს: ობიექტურს, ობიექტურ–რელეაციურს, სივრცულს, OLAP და XML მონაცემთა ბაზებს.

ობიექტური მონაცემთა ბაზები მალე მოჰყვა რელეაციურ მონაცემთა ბაზების მოდელს. ამ მოდელში ინფორმაცია წარმოდგენილია ობიექტების სახით. ობიეტური მონაცემთა ბაზები იყენებნ SQL-ის ძალიან მსგავს ენას OSQL. სახელითაც კი შესაძლებელია მიხვედრა, თუ როგორ გვანან ისინი ერთმანეთს.

ობიექტური მონაცემთა ბაზები რელეაციურ მონაცემთა ბაზებს სისწრაფით საკმაოდ ჩამორჩება, ამის გამო ძალიან იშვაითად გამოიყენება მსოფლიოში. უმეტესობა სისტემებისა პოულობენ შუალედურ დონეს რელეაციურ და ობიექტურ მოდელებს შორის. ობიეტქურ–რელეაციურ ბაზების მაგალითად გამოდგება Oracle და Postgres.
სივრცული მონაცემთა ბაზები შეიქმნა მონაცემების სივრცეში დაკავშირებისათვის. მასში ინახება მონაცემები გეოგრაფიული ობიექტების შესახებ. მაგალითად, სივცრულ მონაცემთა ბაზას შეუძლია გასცეს პასუხი კითხვას, რამდენი კილომეტრია უახლოეს სასტუმრომდე? ან რამდენი საათის სავალია გარკვეულ ადგილადმდე? უმეტესობა სივცრული მონაცმეთა ბაზების არ არის დამოუკიდებელი, და წარმოადგენენ მხოლოდ რელეაციური მოდელის გაფართოებას. ისინი იყენებენ SQL-ის დიალექტს Simple Features Specification for Structured Query Language (SFSQL), რომელიც ამატებს სივრცულ ფუნქციებს SQL-ში, როგორიცაა დისტანცია, ცენტროიდი, ფართობი, და ა.შ.
On-line Analytical Processing Databases (OLAP) – მონაცემთა ბაზები ახდენენ მონაცემთა ანალიზს მათ განახლებამდე. ისინი მართავენ ბიზნეს–პროცესებს მონაცემების სტატისტიკურ და „რა–თუ“ ანალიზზე დაყრდნობით. ამ ტიპის მონაცემთა ბაზების მთავარი უპირატესობაა სისწრაფე და მრავალგანზომილებიანობა. მათ უმეტესობას აქვს საკუთარი SQL დიალექტი, მაგალითად Multi-Dimensional Expressions Language (MDX).
XML მონაცემთა ბაზები არის ძველი ობიეტური მონაცემთა ბაზების იდეის ახლებური ხედვა. მასში მონაცემები ინახება XML ბლოკებში. მასაც აგრეთვე აქვს საკუთარი დიალექტები: XQL და მრავალი სხვა.
Oracle, SQL Server, Microsoft Access, MySQL, DB2, Paradox – საკმაოდ დიდა ჩამონათვალი სხვადასხვა მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ. რის მიხედვით უნდა აარჩიოთ თქვენთვის სასურველი?
მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები იყოფა ორ კატეგორიად – დესკტოპური და სერვერული მონაცემთა ბაზები. ძირითადად დესკტოპური ბაზები არიან ორიენტირებული ერთ მომხმარებელზე და სტანდარტულად ყენდება ერთ კომპიუტერზე. სერვერული მონაცემთა ბაზები კი შეიცავენ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემების საიმედოობას და თანმიმდევრულობას და მხარს უჭერენ მრავალმომხამრებლიან აპლიკაციებს. ეს მონაცემთა ბაზები ყენდება მაღალი წარმადობის სერვერებზე და შესაბამისად ძვირიც ღირს.
დესკტოპური მონაცემთა ბაზებიდან პირველ ხუთეულს გამოყენებადობის მხრივ იკავებენ შემდეგი პროდუქტები:
1. Microsoft Access
2. Filemaker Pro
3. Paradox
4. Lotus Approach
5. Foxpro
სერვერული მონაცემთა ბაზებიდან კი ლიდერობენ:
1. Ms SQL Server
2. Oracle
3. MySQL
4. DB2
5. PotgreSQL

გაგრძელება იქნება…


Comments:

4 Responses to “მონაცემთა ბაზები: წარსული, აწმყო, მომავალი (ნაწილი II)”


  1. ძალიან კარგი პოსტებია, სასარგებლო )

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. გვანც, შენი ქულების სათვალავი უკვე ამერია 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. მე ამას ქულებისთვის ნამდვილად არ ვაკეთებ.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. მე ამ ქულებზე არ გეუბნები, არ გახსოვს? 😀

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.