Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დიდი ადრონული კოლაიდერი (ნაწილი 2)

Filed Under (ფიზიკა) by on 04-02-2010

Tagged Under : , , ,

ვაგრძელებთ კოლაიდერის თემას 😉

როგორც 1 ნაწილში ავღნიშნეთ დიდი ადრონული კოლაიდერის მთავარი გვირაბის სიგრძე არის 26,7 კმ. და ის მდებარეობს ორი ქვეყნის (საფრანგეთის და შვეიცარიის) ტერიტორიაზე.
ნაწილაკების ამაჩქარებელი განთავსებულია იმავე გვირაბში სადაც მდებარეობს დიდი ელექტრონ–პოზიტრონული კოლაიდერი .

თვითონ გვირაბის სიღრმე არის – 50–დან 175 მეტრამდე. ამავე დროს გვირაბის დახრა ზედეპირის მიმართ შეადგენს 1.4%.

იმისათვის რომ მოხდეს პროტონული სამილე კონის შეკავება და კორექცია კოლაიდერში გამოიყენება 1624 ზეგამტარი მაგნიტი, რომელთა საერთო სიგრძე წარმოადგენს 22 კმ. 

მაგნიტები იმუშავებენ –271°C ტემპერატურაზე. მაგნიტების სპეციალური კრიოგენური ხაზის მშენებლობა დასრულებულია 2006 წლის 19 ნოემბერს.

 პროექტის საერთო ფინანსური დანახარჯების განსაზღვრა საკმაოდ რთულია. რადგანაც თვითონ ამაჩქარებლის და მისი ექსპერიმენტების ფინანსირება ხდება ცალცალკე. პროექტს აფინანსებს მრავალი ქვეყანა და ყველა თანხები არ მიდის უშუალოდ CERN-ის გავლით. ამავე დროს კოლაიდერის (მომხდარ ავარიას შემდეგ სტატიაში მოგახსენებთ) ამაჩქარებლის რემონტი დაჯდა ბევრად მეტი თანხა ვიდრე იგეგმებოდა პროექტზე.

ნავარაუდევი იყო რომ, 2001 წელს პროექტის საერთო ღირებულება შეადგენდა (თვითონ ამაჩქარებლის ფასი)4.6 მილიარდ შვეიცარულ ფრანკს(3 მლრდ. ევრო), ხოლო CERN-ის წილი (ექსპერიმენტების ჩატარებასა და დანადგარების შეკეთებაში) შეადგენდა 1.1 მილიარდ შვეიც.ფრანკს(700 მილიონი ევრო).

მაგრამ 2009 წლისთვის პროექტის ბიუჯეტმა შეადგინა 6 მილიარდი შვეიცარული ფრანკი.


Comments:

6 Responses to “დიდი ადრონული კოლაიდერი (ნაწილი 2)”


  1. magari sainteresoa,cota gaugebari…

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. ირაკლი,აბა რა ვერ გაიგე? 1 ნაწილიც ნახე 😉

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. ისე, რა საინტერესოა, რას დაამტკიცებს ეს კოლაიდერი საბოლოოდ. რეალურია თუ არა დიდი აფეთქების თეორია? თუ არა, მაშნ ნახე შენ რა ამბავი დაიწყება. მთელ მეცნიერებას ამოყირავება ემუქრება.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. გაასხა უკვე ამან?
    თუ მუშაობს?

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  5. დიდი ხანია ამას ვადევნებ თვალს.ბოლო ინფორმაციით უკვე აღმოჩენილია მატერიის შემადგენელი ნაწილაკები და როგორც ვარაუდობდნენ რომ აფეთქების შედეგად გაზი უნდა წარმოშობილიყო ესე არ აღმოჩნდა და მიიღეს ჟელეს მსგავსი ნივთიერება.რამდენადაც მე გავიგე ესეა.ახლა მიმდინარეობს ამ ნაწილაკის ანუ კვარტის შესწავლა.კვლევის შემდეგ დადგინდება მატერიის შექმნის საიდუმლო.აი მერე კი გადატრიალება მეცნიერებაში ნამდვილად შეიძლება მოხდეს.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  6. მე კი ვფიქრობ რომ ვერაფერსაც ვერ იპოვიან, სანამ მხოლოდ მატერიალური შეხედულებები აქვთ და რაგაც ნაწილაკებს ეძებენ. უნდა აღიარონ გაზომილი ინფორმაციის არსებობა როგორც ერთერთი ფუნდამენტური აგური სამყაროში და არამარტო კვარკი, ფოტონი, ჰიკს–ბოზონი და ა.შ.

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.