Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

PHP FUSION-ის ინსტალაცია ლოკალურ კომპიუტერზე

Filed Under (WEB) by on 28-01-2010

Tagged Under : , ,

null

PHP FUSION  არის CMS ძრავა, რომელიც საშუალებას იძლევა ვიმუშაოთ საიტის შაბლონებთან, გარდავქმნათ ის ჩვენთვის სასურველ ფორმად და მოვახდინოთ მისი ადმინისტრირება.

ინსტალაციისთვის საჭიროა გვქონდეს web-სერვერი, რომელზეც მოხდება სკრიპტების გაშვება. ჩვენ შემთხვევაში გამოყენებულია denwer (რომლის ინსტალაცია აღწერილია სტატიაში denwer-ის ინსტალაცია)

  1. FUSION_ის დასაინსტალირებლად ვხსნით იმ საქაღალდეს, სადაც გვაქვს  fusion-ის საინსტალაციო. ჩვენს შემთხვევაში PHP-fusion ® platform ® php-fusion-6-01-13-full ® html. ამ პაპკაში მოვნიშნავთ ყველაფერს  და ვაკოპირებთ სერვერზე  საიტისთვის გამზადებულ ახალ ფოლდერში – ვირტუალურ Z დისკზე: My Computer ® Local Disk(Z:) ® home ®localhost ® www ® New Folder (მაგ:დავარქვათ saiti).maiko2
  2. fusion-ის ინსტალაცია რომ მოხდეს საჭიროა შევქმნათ მონაცემთა ბაზა. ამისათვის ბრაუზერში ვწერთ მისამართს http://localhost/tools/phpmyadmin და ვქმნით მონაცემთა ბაზას.maiko3
  3. ამის შემდეგ შევდივართ home, ვირჩევთ პუნქტს privileges. ვქმნით მომხმარებელს (Add a new user) და განვუსაზღვრავთ მას ადმინისტრატორის პრივილეგიებს. შეგვაქვს მომხმარებლის სახელი და პაროლი. Host ველში ვირჩევთ localhost, რაც ნიშნავს იმას,  რომ ბაზა გამოიყენება ლოკალურად. Global Privileges-ში განვსაზღვრავთ იმ პრივილეგიებს, რომელიც საჭიროა ბაზის ადმინისტრირებისთვის. ამ შემთხვევაში აუცილებელია Data და Structure ბლოკებში ყველა ალამის ჩართვა.maiko4
  4. გავხსნით კვლავ ბრაუზერს და ვწერთ შემდეგ მისამართს http://localhost/saiti /setup.php  (saiti – იმ საქაღალდის სახელი რომელიც შევქმენით Z-ზე). აქ უკვე  გამოგვივა სარეგისტრაციო ბლანკი, სადაც ვარეგისტრირებთ საიტის ადმინისტრატორს.maiko5  

next ღილაკზე დაჭერით გადავდივართ კვლავ  სარეგისტრაციო ბლანკზე, აქ უკვე დავარეგისტრირებთ სუპერ ადმინს.  შევიტანთ ადმინის სახელს, პაროლს, რომელიც არ უნდა იყოს 6 სიმბოლოზე ნაკლები და Email-ს, რომელზეც მოგივა შეკითხვები და წერილები, იმ შემთხვევაში, თუ საიტზე გექნება კონტაქტის გვერდი.maiko6

ინსტალაციის დასრულების შემდეგ  ვშლით Z დისკზე ჩვენს მიერ შექმნილ საქაღალდეში (saiti)  setup php ფაილს, რათა სხვამ არ გადააწეროს თავიდან ჩვენს საიტს საწყისი  ვერსია.

5.ბრაუზერში ვწერთ მისამართს http://localhost/saiti რის შედეგადაც ჩაიტვირტება ჩვენი საიტი. Username-სა და Password-ში ვწერთ სუპერ ადმინის user-ს და პაროლს და login ღილაკზე დაჭერის შემდეგ შევდივართ კონტროლ პანელში. maiko7

6.აქედან ხდება ვებ საიტის დამუშავება. 

  

  


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.