Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დიდი ადრონული კოლაიდერი. როგორ არის ის მოწყობილი (ნაწილი 1)

Filed Under (ფიზიკა) by on 28-01-2010

Tagged Under : , , , , , , ,

დიდი ადრონული კოლაიდერი – დამუხტული ნაწილაკების ამაჩქარებელი. კოლაიდერი შექმნილია სამეცნიერო კვლევით ცენტრში შვეიცარიის და საფრანგეთის საღვარზე, ქ.ჟენევის მახლობლად.
დიდი ადრონული კოლაიდერი დღესდღეობით არის ყველაზე დიდი ექსპერიმენტალური დანადგარი მსოფლიოში.

კოლაიდერის სიგრძე აღწევს 26 659 მ.
მისი მშენებლობა დაიწყო 2001 წ., ხოლო თვითონ იდეა წარმოიშვა 1984 წ.
ადრონული – ანუ აჩქარებს "ადრონებს"–ნაწილაკებს, რომლებიც შედგება "კვარკებისგან".

XX საუკუნეში ფიზიკაში გაჩნდა ორი ძირითადი თეორია – ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია, რომელიც აღწერს სამყაროს მაკროდონეზე და ველის კვანტური თეორია, რომელიც აღწერს სამყაროს მიკროდონეზე. დღევანდელი მეცნიერების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ორი თეორია ერთმანეთთან არათავსებადია, მეტიც – ეწინააღმდეგება ერთმანეთს!
მაგალითად იმისათვის რომ ადეკვატურად აღვწეროთ მიმდინარე პროცესები შავ ხვრელში ორივე თეორიაა საჭიროა, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან?! 🙂
დიდი ადრონული კოლაიდერი აძლევს საშუალებას მეცნიერებს ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომლების რეალიზებაც მათ აქამდე არ შეეძლოთ, და შესაძლოა კოლაიდერმა ამ თეორიების ნაწილი დაამტკიცოს ან უარყოს.
დავაკვირდეთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები… 😉


Comments:

One Response to “დიდი ადრონული კოლაიდერი. როგორ არის ის მოწყობილი (ნაწილი 1)”


  1. […] 1 ნაწილში ავღნიშნეთ დიდი ადრონული კოლაიდერის […]

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.