Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ქართული ფილოსოფიის ისტორიიდან

Filed Under (ნაწარმოებები, სხვა...) by on 20-11-2012

Tagged Under : , , , ,

გერმანული კლასიკური ფილოსოოფიის ერთ-ერთი გამორჩეული და დიდი წარმომადგენელი ჰეგელი ამბობდა:  ”უბედურია ერი, რომელსაც საკუთარი ფილოსოფიური აზროვნება არგააჩნიაო”. საბედნიეროდ ჩვენ შეგვილია ვიამაყოთ იმით რომ გვაქვს ძველი და ახალი ფილოსოფია, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროპულ ფილოსოფიას. საქართველოში ფილოსოფიის შემსწავლელი ცენტრის შესახებ ცნობებიც მოგვეპოვება. ესარი ხელნაწერები, რომლებიც ჩვენი საუკუნის მეოთხე საუკუნეს განეკუთნებიან. ამის შესახებ გვაუწყებს ბერძნული წყაროები, კერძოდ კი ცნობილი რიტორი თემისტიოსი. ამ ცნობით ცხადი ხდება, რომ საქართველოში მეოთხე საუკუნეში კერძოდ კოლხეთში, არსებულა ფილოსოფიური განათლების კერა. რომელიც ცნობილია კოლხეთის როტორიკული სკოლის სახელით.
ფილო
ეს სკოლა ისეთი სახელგანთქმული ყოფილა, რომ ცოდნის მისაღებათ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიოდნენ თურმე. ამ სკოლაში გაბატონებული იყო ძირითადად ბერძნული ფილოსოფიური იდეები კერძოდ პლატონური და არისტოტელური თვალსაზრისები და სხვა. ამსკოლის სახელთანაა დაკავშირებული ცნობილი მეოთხე საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოღვაწის ბაკურის სახელი. რომლის შესახებ ერტ ნეოპლატონისსტს უტქვამს, რომ სულით ბრწყინავსო მასზე ბერძნული წყაროები მოგვიტხრობენ, როგორც დიდ მხედარმთავარზე და ფილოსოფიურ მოაზროვნეზე. ასევე ქართულ ფილოსოფიას, როცა ვეხებით შეუძლებელია გამოვტოვოთ პეტრე იბერის სახელი.პეტრე იბერი იყო ქართული შუასაუკუნეების გამოჩენილი მოღვაწე.მისი სახელით მეცნიერება კიდევ უფრო დაინტერესდა მას შემდეგ როცა შალვა ნუცუბიძის და ერნესტ ჰონიგმანის კონცეფციის თანახმად მიჩნეულ იქნა არეოპაგიტული წიგნების ნამდვილ ავტორად. (საუკუნეების განმავლობაში არიოპაგიტული წიგნები მიეწერებოდა პირველ საუკუნეში მოღვაწე დიონისე არეოპაგელს. შუასაუკუნეებში ეჭვი იქნა შეტანილი ამ თხზულებათა ავტორის შესახებ და ამის შემდეგ დიონისე არეოპაგელი მოიხსენებოდა, როგორც ფსევდო. (ყალბი) მეცნიერები დიდიხნის მანძილზე დაობდნენ ამის შესახებ და სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამდნენ ამ წიგნის ავტორების შესახებ. მაგრამ მათი თვალსაზრისები საბოლოოდ არ მართლდებოდა.) 1942 წელ შალვა უცუბიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც არგუმენტაციის მოშველიებიტ დასაბუთა მან, რომ არეოპაგიტული წიგნების ნამდვილი ავტორი პეტრე იბერი იყო. 1952 ნუცუბიძესგან დამოუკიდებლად იმავე დასკვნამდე მივიდა ერნესტ ჰონიგმანი.ჰონიგმანი წარმოშობიტ ბელგიიდან იყო.ეს თვალსაზრისი კი მეცნიერებაში შესული, როგორც ნუცუბიძე -ჰონიგმანის კონცეფციის სახელით. ამ კონცეფციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა,დღეისატვის მას ჰყავს, როგორც მომხრეები ასევე მოწინააღმდეგენიც. მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ შეძლო და ვერწამოაყენა ისეთი საბუთი, რომელიც ამკონცეფციის საფუძვლებს შეარყევდა. შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ ქარტულ ფილოსოფიაზე .და უამრავი გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსები დავასახელოთ. ეს ძალიან შორს წაგვIყვანს, რადგან ქართული ფილოსოფიის ისტორი ძალიან დიდია და უამრავი ტვასაჩინო წარმომადგენელი გვყავს, ფილოსოფოსების და მოაზროვნეების სახით რომლებსაც მსოფლიო მაშტაბით აქვთ სახელი განთქმული.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.