Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი!!!

Filed Under (ინფორმაცია, საინტერესოა!, სხვა...) by on 19-11-2012

Tagged Under : , , ,

მათთვის ვისაც გიჟივით დაჰყავს მანქანა და შემდეგ მომატებულ ბენზინის ფასზე წუწუნებს(მათ შორის მეც)გსურთ გაიგოთ როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი? ვისაც საწვავის დაზოგვა უნდა, თუ მანქანას სწორად მართავს, ხარჯს მინიმუმ 20 პროცენტით თავისუფლად შეამცირებს.

დაცალეთ საბარგული

პირველ რიგში გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ — თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება.

დაიცავით დისტანცია

დისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება. ვინც დისტანციას იცავს, ქალაქში არაერთხელ მიეცემა იმის შანსი, რომ სიჩქარიდან ამოაგდოს და საწვავი ამითაც დაზოგოს. ასეთი მიდგომა სიჩქარეს არ დაგაკარგვინებთ და საწვავსაც დაგიზოგავთ.

კარგად დაბერეთ საბურავები

დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ მაქსიმალურ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს ამცირებს წინაღობას, ზოგავს საწვავს და იცავს საბურავებს.

ამოაგდეთ სიჩქარიდან

როგორც კი საშუალება მოგეცემათ, ამოაგდეთ სიჩქარიდან და გაათავისუფლეთ ძრავა უსარგებლო წნეხისგან. შეეცადეთ, შუქნიშანთან მიახლოვებისას, დაიცვათ დისტანცია და იმდენი მოახერხოთ, რომ მერე მანქანის ადგილიდან დაძვრა არ დაგჭირდეთ, რადგან ასეთ დროს ავტომობილი გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაძრულს აჩქარებთ.

გადართეთ დროულად

ნუ დაგეზარებათ გადაცემების გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს. არასდროს დაიწყოთ მოძრაობა ძლიერი გაზით და როგორც კი სიჩქარე 20 კმ/სთ-ს მიაღწევს, მაშინვე გადართეთ მეორეში, 30 კმ/სთ-ს მიღწევის შემდეგ კი — მესამეში. მთავარია, ტახომეტრის ისარი 2000-ს იშვიათად ან საერთოდ არ ასცდეს.

როდის აქვს აზრი ძრავის გამორთვას?

თბილისში უკვე წამზომიანი შუქნიშნებია. შესაბამისად, დედაქალაქის ზოგიერთ შუქნიშანთან საწვავის ხარჯის დაზოგვის მიზნით ძრავის გამორთვას აზრი მიეცა. თუ წითლის ხანგრძლივობა მინიმუმ 50-60 წამია, გამორთვას აზრი ნამდვილად აქვს, 10 ან 20-წამიან წითელზე კი — არა, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს. სტარტ-სტოპით აღჭურვილი ავტომობილები ამ საქმეს ავტომატურად აკეთებენ.

დასკვნა

ვისაც საწვავის ხარჯის შემცირება უნდა, ავტომობილი ინტელიგენტურად უნდა მართოს. ცხადია, რთულია იმის აღიარება, რომ ავტომობილის ტარებისას ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ეს სულაც არ არის სამარცხვინო: ჩვენ ხომ ტარება გვასწავლეს და არა საწვავის ხარჯის დაზოგვა — შესაბამისად, ვატარებთ ისე, როგორც გვინდა და როგორც მოგვიხერხდება. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ რჩევების გათვალისწინებით საწვავის ხარჯი მინიმუმ 20 პროცენტით შემცირდება.


Comments:

One Response to “როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი!!!”


  1. ვისაც ავტომატიკა გვყავს რა ვქნათ ? :))

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.