Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

localhost-ის დაყენება პროგრამა denwer-ით!!!

Filed Under (ინფორმაცია, OS / Servers, WEB, მონაც. ბაზები) by on 18-11-2012

Tagged Under : , ,


სალამი ყველას, ამ პოსტში ჩვენ განვიხილავთ პროგრამა DENWER-ს, რომლის საშვალებითაც სახლში შეგიძლიათ მოაწყოთ ლოკალური სერვერი, ანუ შეგიძლიათ სანამ თქვენს საიტს ატვირთავთ ჰოსტზე და მუშაობაში ჩაუშვებთ მანამდე გატესტოთ სახლში, თქვენს კომპიუტერში, მოაწესრიგებთ ძრავს, დიზაინს, გამორიცხავთ პრობლემების არსებობას და მხოლოდ ამის მერე ჩაუშვებთ საიტს “ნამდვილ” ინტერნეტში…


დენვერის ინსტლაცია:

ვიწერთ პროგრამას აქედან

ამოვიღებთ არქივიდან ფაილს სახელად denwer.exe

შემდეგ ვრთავთ პროგრამას. ჩართვის შემდეგ რამდენიმე წამში გამოდის ასეთი ფანჯარა: 

 

სადაც ვეთანხმებით YES-ით

 

შემდეგ ირთვება ასეთი ფანჯარა:


და კვლავ რამდენიმე წამში იხსნება რომელიმე ბრაუზერი ასეთი მონაცემებით:


რომელსაც ვთიშავთ და გრძელდება ინსტალაცია. ზევით მოცემულ შავ ფანჯარაში გამოაქვს შემდეგი ტექსტი:


რომელსაც ვეთანხმებით ENTER-ით. ამის შემდეგ გამოდის კიდევ ერთი ესეთი ტექსტი:

სადაც ვწერთ შემდეგ ტექსტს: c:\WebServers (შეგიძლიათ D ან სხვა დისკი მიუთითოთ C-ს მაგივრად) ეს ნიშნავს იმას რომ C დისკზე შეიქმნება ახალი ფოლდერი სახელად “WebServers” რომელშიც მოთავსდება პროგრამის დირექტორია (ფაილები)


აქ ვეთანხმებით  ENTER-ით

შემდეგ გამოაქვს ესეთი ტექსტი:

აქ ვწერთ Y-s

და ვაჭერთ ENTER-ს. შემდეგ გამოდის ასეთი ტექსტი:

აქაც კიდე ერთხელ ვეთანხმებით ENTER-ით. შემდეგ გამოაქვს კიდე ერთი კითხვა:

რომელსაც ასევე ვეთანხმებით  ENTER ღილაკზე დაჭერით. შმდეგ გამოაქვს კიდე ერთი მსგავსი ფანჯარა:

აქაც ვაჭერთ  ENTER-ს. ამ მოძრაობის შემდეგ იქმნება ფაილები და გვაძლევს კიდე ერთ კითხვას:

უნდა ავირჩიოთ პირველი ან მეორე ვარიანტი, სადაც ჩვენ ავირჩევთ პირველს და ვწერთ ფანჯარაში 1-ს.

და ვაჭერთ  ENTER-ს. მერე გამოაქვს შემდეგი კითხვა:

რომელშიც ვწერთ Y-ს

და ვეთანხმებით ENTER-ზე დაჭერით.

ამით  დენვერის ინსტალაცია მთავრდება და გამოაქვს ფანჯარა:

რომელსაც ვექცევით სურვილისამებრ (ან ვკითხულობთ ან ვთიშავთ)

ამავდროულად desktop-ზე გამოაქვს სამი shortcut-ი:

რომელთაც ქვიათ შემდეგი სახელები:

Start Denwer – დენვერის ჩართვა, 

Stop Denwer – დენვერის გამორთვა,

Restart Denwer – დენვერის გადატვითვა.

ასევე  My computer – ში ჩნდება ახალი დისკი Z:\

რომელშიც არის ფოლდერები Denwer, Home, tmp, usr და ფაილი README.txt.

როცა ჩვენ ინსტალაციის დროს მივუთითეთ “C:\WebServers” ეს ნიშნავდა რომ C დისკზე შექმნილიყო ახალი ფოლდერი, თუ გინდათ რომ ეს ახალი Z დისკი წაშალოთ, (ან/და დენვერის წაშლა გინდათ) მაშინ შედით C დისკზე და წაშალეთ ფოლდერი WebServers.

ამით დენვერის ინსტალაცია და მისი გვერდითი მოვლენების ახსნა დამთავრებულია და ჯერ ამას დასჯერდით და ეს “დაამუღამეთ” ხოლო თუ სურვილი იქნება შემდეგ პოსტებში localhost-ზე რამე ძრავის დაყენებასაც გასწავლით.

იმედი მაქვს გამოგადგებათ, საკმაოდ მარტივადაა ახსნილი :)))))))))))))

 


Comments:

One Response to “localhost-ის დაყენება პროგრამა denwer-ით!!!”


  1. კარგია! 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.