Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012”

Filed Under (ინფორმაცია, სხვა...) by on 27-09-2012

Tagged Under : , , , , , , ,

მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დაიწყო. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება  საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეეძლოთ,  როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

კონკურში მონაწილეობას იღებს ზესტაფონის კერძო სკოლა “ანაბასისი” რომელსაც ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი: დიტო შერგილაშვილი, მიხეილ კელენჯერიძე.  პროექტი ითვალისწინებს საიდუმლო კაკუნის დეტექტორიანი კარების შექმნას რომელიც ნებისმიერი ობიექტის დასაცავად გთავაზობთ ამ პროექტის აღწერილობას : “დღესდღეობით არსებობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება მრავალი სახის ელექტრული და მექანიკური საკეტი მოწყობილობები. ჩვენი გამოვიგონეთ ახალი ტიპის, მომხმარებელზე ორიენტირებული საკეტი მექანიზმი, სახელად “დივაისი”. ეს არის მცირე ზომის მოწყობილობა, რომლის დამონტაჟებაც შეიძლება ნებისმიერ კარებზე და რომლის მთავარ გასაღებს წარმოადგენს გარკვეული დაკაკუნების სტილი. ეს მეთოდი განსაკუთრებით მოხერხებულია კარის ხშირი ჩაკეტვა-გაღებისას, რადგან მომხმარებელს არ უწევს გასაღებთან ურთიერთობა ან სხვა დამატებითი მოწყობილობების გამოყენება. იგი იყენებს წინანსწარ განსაზღვრულ დაკაკუნების სტილს საკეტის გასახსნელად. “დივაისის” მუშაობის პრინციპი მთლიანად დაფუძნებულია მიკროკოპროცესორულ სისტემაზე, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა. იგი შედგება: მიკროკონტროლერის მართვის ბლოკისა და დამხმარე მოწყობილობებისაგან. მიკროკონტროლერად გამოყენებულია თანამედროვე AVR ტიპის, ATMEL-ის პროცესორი, რომელიც დავაპროგრამეთ ARDUINO-ს საშუალებით. დამხმარე მოწყობილობებში შედის ორი მნათი ინდიკატორი, ორი ღილაკი, პიეზო ელემენტი და მცოცავი საკეტი. დივაისის ინსტალაციის შემდეგ მომხმარებელს შიდა დამხმარე ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერით საშუალება ეძლევა შეიყვანოს სასურველი კაკუნის სტილი. ინფორმაციის შეყვანის შემდეგ მოწყობილობა ავტომატურად გაიმეორებს მის მიერ დამახსოვრებულ კაკუნის სტილს და ამის შემდეგ ჩაკეტილი კარების გარედან გაღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ანალოგიური კაკუნის სტილის გამეორებით. მოწყობილობის მიერ კაკუნის აღქმა ხდება პიეზო ელემენტის საშუალებით, რომელიც მექანიკურ დეფორმაციას გარდაქმნის პროცესორისათვის აღქმად ელექტრულ სიგნალად. დივაისის დამონტაჟება და გამოყენება მარტივია, ამასთანავე მასზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი საკმაოდ საიმედოცაა.”
გამოფენისა და პროექტის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა იხილეთ ქვემოთ


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.