Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

მირინ დაჟო – წინა საუკუნის “X-Man”

Filed Under (საინტერესოა!, მედიცინა) by on 21-07-2012

Tagged Under : , , , , , , , ,

 

ამ დღეებში ერთმა ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა საინტერესო ინფორმაცია მირინ დაჟოს შესახებ და როდესაც გადავავლე თვალი გაოცებული დავრჩი. მინდა თქვენც გაგიზიაროთ 🙂
 
მირინ დაჟო – ეს ზედმეტსახელია და ნიშნავს “არაჩვეულებრივს“, “გასაოცარს” ესპერანტოს ენაზე. ნამდვილი სახელი არნოლდ გერრიტ ჰენსკე. ის დაიბადა 1912 წლის 6 აგვისტოს ქალაქ როტერდამში. დაჟო გახლდათ მხატვარი და დიზაინერი რომელმაც თავი გაითქვა საკუთარი თავის სხვადასხვა ბასრი საგნებით განგმირვაში და ამ დროს ის სრულიად უვნებელი რჩებოდა.

 

 

როგორც ვიკიპედია იუწყება ახალგაზრდობაში არნოლდს ბევრი უჩვეულო რამ ემართებოდა. მაგალითად ერთხელ მან შექმნა თავისი ახლად გარდაცვლილი ნათესავი ქალბატონის პორტრეტი, რომელიც ცხოვრობდა სამხრეთ აფრიკაში და დაჟოს ის არასოდეს თვალითაც არ ენახა. მან შეძლო ამ ქალბატონის ზეზუსტად გამოსახვა, რაც მოგვიანებით ფოტოსურათებმაც დაადასტურეს. ხშირად დილით ის საღებავში დასვრილი ხელებით იღვიძებდა, ირგვლივ ყველაფერი დასვრილი და არეული იყო. როგორც ჩანს ის სიზმარში ქვეცნობიერად ხატავდა და ამას ვერც კი აცნობიერებდა, დილითაც არაფერი ახსოვდა.

 

დაჟოს ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები მოხდა 1945 წელს 33 წლის ასაკში. ზუსტად მაშინ მან იწამა ის რომ მისი სხეული უვნებელია. მან გადაწყვიტა ეს ყველასთვის ეჩვენებინა, დატოვა სამსახური და გადაბარგდა ამსტერდამში, სადაც დადიოდა კაფე ბარებში და ყველას სთავაზობდა განეგმირა ის სხვადასხვა ბასრი ნივთებით, რითაც მალე ძალზედ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

 

 

დაჟოს პირველ გამოსვლაში მან “მიირთვა” მინა და 6 ბასრი საგანი. აქვე ამსტერდამში მან აიღო ზედმეტსახელი მირინ დაჟო. დაჟოს ასევე სწამდა რომ ენა ესპერანტოს შეუძლია მთელი მსოფლიოს გაერთიანება. 
მალე დაჟო გაიცნობს იან დიირკ დე გროოტს. რომელიც ხდება მისი უცვლელი დამხმარე. დე გროოტი ყვებოდა რომ დაჟოს როგორც მინიმუმ 3 მფარველი ანგელოზი ჰყავს, რომლებიც მას იცავენ და კარნახობენ თუ რა ცდების ჩატარებაა შესაძლებელია მის სხეულზე. ბევრი ცდა ფართო აუდიტორიისთვის არ იყო ცნობილი, მაგალითად: მდუღარე წყლით ტანის დაბანა, როდესაც დაჟოს კანი(დამწვრობას რომ თავი დავანებოთ) არც კი წითლდებოდა.

 

 

დე გროოტმა ერთხელ დაითვალა და აღმოაჩინა რომ დაჟოს განგმირვა სხვადასხვა ბასრი საგნით დღეში 50 ჯერ მაინც ხდებოდა და რამდენიმე დღე კი საერთოდ 100–საც აღწევდა. ბასრი საგნები გადიოდა როგორც გულში, ფილტვებში, თირკმელებში ზოგჯერ სხვადასხვა ორგანოებში ერთდროულადაც კი, მაგრამ სისხლი არსად ჩანდა. ზოგ წარმოდგენისას ბასრ საგნებს სპეციალურად შხამითაც “კაზმავდნენ” მაგრამ აქაც დაჟოს სხეულს არაფერი ემართებოდა. ერთხელ საერთოდ 8 მილიმეტრის დიამეტრის მილები შეიყვანა მან თავის სხეულში და შიგ წყალიც კი გაატარა. 🙂

 

 

ამავე დროს დაჟო რჩებოდა ჩვეულებრივ ადამიანად, მას ერთხელ ხელიც კი მოტყდა, თუმცა მაშინვე აღიდგინა ის ძვლის ჩასმით და მოტეხილობაც გაქრა. 🙂

 

1947 წელს მირინ დაჟო გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც ჰოსპიტალში მრავალი პროფესორის, ექიმის და ჟურნალისტის თანდასწრებით გაიმეორა ცდები რენტგენის გადაღების ქვეშ. კვლავ და კვლავ ყველა ცდა სისხლის გარეშე ჩატარდა. ასეთივე ცდები დაჟომ გაიმეორა ბაზელში და ბერნში.

 

 

მიუხედავათ იმისა რომ დაჟო მრავალი ბასრი საგნით ატარებდა თავის სხეულზე ცდებს გამოსვლებისას, მას ეს არაფერს ავნებდა, ხოლო წარმოდგენაზე დამსწრე საზოგადოებაში კი ხშირად იწვევდა გონის დაკარგვას და გულის შეტევასაც კი. 🙂

 

 

შვეიცარიაში “გასტროლებისას” დაჟოს მფარველმა ანგელოზებმა უთხრეს მას რომ გადაეყლაპა ლითონის ნემსი, რომელიც შემდგომ ქირურგიული გზით უნდა ამოეღოთ. ამავე დროს ოპერაცია უნდა შესრულებულიყო ნარკოზის გარეშე. 1948 წლის 11 მაისს დაჟომ გადაყლაპა ნემსი. ნემსი მის სხეულში იმყოფებოდა 2 დღე. ერთ–ერთი ექიმი დათანხმდა მის ამოღებას მაგრამ 13 მაისს ოპერაცია მაინც ნარკოზის ქვეშ ჩაატარეს. 10 დღის შემდეგ დე გროოტი გაემგზავრა აეროპორტში თავის მეუღლესთან შესახვედრად, ხოლო დაჟო დარჩა სახლში და დაწვა. როდესაც დე გროოტი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სახლში დაჟო ისევ იწვა. დე გროოტმა გაუსინჯა მას პულსი და როდესაც დარწმუნდა რომ ის ნორმაშია წავიდა, ვინაიდან იცოდა რომ მისი მეგობარი ხშირად ასე მედიტირებდა. დაჟო არც მეორე დღეს ამდგარა საწოლიდან. ვინაიდან ასე დიდხანს არასდროს არ გაგრძელებულა მედიტაცია დე გროოტი ანერვიულდა და კვლავ გაუსინჯა პულსი, თუმცა ის კვლავაც სუნთქვასთან ერთად ნორმაში იყო. შემდეგი დღის დილით კი დე გროოტმა აღმოაჩინა რომ დაჟოს უკვე არც პულსი ჰქონდა და აღარც სუნთქავდა.

 

მოგვიანებით ექიმებმა დაასკვნეს რომ სიკვდილის მიზეზი გახდა აორტის გასკდომა. დე გროოტმა და ქირურგმა რომელმაც ნემსი ამოიღო ამ დასკვნას არ დაეთანხმნენ. მოგვიანებით დე გროოტმა გვამცნო რომ დაჟომ იცოდა თავისი სიკვდილის შესახებ. როდესაც ის მიემგზავრებოდა შევეიცარიაში ჰოლანდიიდან მან განაცხადა რომ ის უკვე აღარასოდეს ნახავს თავის სამშობლოს. ასევე მან უარი უთხრა დე გროოტს ბოლო ცდის ჩატარებისას მის დახმარებაზე რათა არ დაედანაშაულებინათ ის მოგვიანებით.

 

 

მაგრამ პირადად ჩემთვის რაც არის ამ ისტორიაში მთავარი – მირინ დაჟო თვლიდა რომ ეს დემონსტრაციულ ცდებს მის სხეულზე არ უნდა ჰქონოდა შოუს სახე, ის ამას სულ ამბობდა და თვლიდა რომ ყოველივე ამას უნდა ჰქონოდა ლექციების სახე რათა კაცობრიობას მისი მსოფმხედველობა გაეგო.

 

დაჟო ამტკიცებდა რომ მასში არა ლითონისგან ჩამოსხმული საგანი შედიოდა მის სხეულში არამედ პირიქით – მისი სხეული გადიოდა ლითონში. ის სხეულის იმ ნაწილს სადაც გადიოდა ბასრი საგანი უკეთებდა დემატერიალიზაციას. დე გროოტის თქმით ერთ–ერთი ვარჯიშისას დაჟო საერთოდ გაუჩინარდა, განიცადა დემატერიალიზაცია და უკან დაბრუნდა მხოლოდ მაშინ როდესაც დაირღვა მისი ემოციური წონასწორობა.

 

 

მირინ დაჟო თავისი გამოსვლებით არ ცდილობდა გამდიდრებას და სახელის მოხვეჭას. მას სურდა ეჩვენებინა სამყაროსთვის რომ არსებობს უფრო მაღალი ცნება ვიდრე რეალობა და ადამიანს შეუძლია არსებობა არამატერიალურ სამყაროში. ის ასევე ამბობდა რომ ფიზიკური უვნებელობა მხოლოდ პირველი ეტაპია, მეორე ეტაპი კი იმაში მდგომარეობს რომ, კაცობრიობამ უარი უნდა თქვას მატერიალისტური განვითარების გზაზე. კაცობრიობამ უნდა შეიგნოს რომ არსებობს ზეძალა, რომელმაც მიცა მათ ეს სიძლიერე. ანუ მატერიალურ სამყაროს გარდა არსებობს სხვა ბევრად უფრო დიადი რამ, რაც არ ჯდება მატერიალისტურ მსოფმხედველობაში. მირინ დაჟო ამბობდა რომ გვაცნობს სამყაროს გზავნილს, ხოლო მატერიალისტური მსოფმხედველობა ადამიანს მიიყვანს სიღატაკემდე და ომამდე.

 

 

საოცრებაა?! ვფიქრობ არა, უბრალოდ ჩვენ დაგვაბრიყვა ყოველდღიურმა ერთუჯრედიანმა აზროვნებამ და სულიერმა სიღარიბემ. ჩემი აზრით ყველა ადამიანს გააჩნია უნიკალური თვისება, უბრალოდ ეს დამოკიდებულია მის სულიერ გაზრდაზე, მაგრამ – რამდენია ჩვენში ადამიანი?! აბა გულწრფელად ვკითხოთ საკუთარ თავებს…


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.