Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

YAHOO – ს სერვისები

Filed Under (საინტერესოა!, WEB) by on 02-05-2012

Tagged Under : , ,

                                                                                                                  

      კომპანია YAHOO დაარსდა 1994 წელს კალიფორნიაში. მისი დამაარსებლები არიან ჯერი იანგი და დევიდ ფილო. დღეს yahoo-ს სათაო ოფისი სანიველიში მდებარეობს. 1995 წლის 1 მარტიდან  კომპანია კორპორაციად გადაიქცა.ის დღეისათვის არის მეორე ყველაზე პოპულარული საიტი პორტალი მსოფლიოში.  ცნობილი ვებ ანალიზატორი კომპანიების ცნობით წელიწადში მას ჰყავს 1 – დან 1.5 მილიარდამდე ვიზიტორი, რომლებიც ყოველდგიურად  3.5 მილიარდ ვებ –  გვერდს ათვალიერებენ.

      სწორედ ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე Yahoo  მუდმივად ცდილობს განაახლოს თავისი სერვისები და უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას  მომხმარებლებს. მის მიერ შემოთავაზებული სერვისები იძლევა საშუალებას  Yahoo – ს მომხმარებელმა დაუბრკოლებლად განახორციელოს  სასურველი ქმედება, მიიღოს  საჭირო ინფორმაცია, პირველი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებ, შეიტყოს სიახლეები და ა.შ    დღეისათვის yahoo –ს აქვს მრავალი სახის სერვისი, რომელთა ნაწილი შეძენილია სხვა კომპანიებისგან რომლებიც აქტიურად მოიხმარება. მაგალითად ესენია:  FlickrAutosChatEducationFinanceGamesJobsKidsMailMessengerMusicMy Yahoo!NewsNotepadSearchShineShoppingTravel

                                      

          ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებიდან ყურადღებას გავამახვილებ Flickr –ზე, რომელიც Yahoo –ს  შეძენილ მომსახურებათა ჯგუფს მიეკუთვნება.  ის ერთ–ერთი საუკეთესო სერვისია Yahoo –ს სივრცეში. Flickr–ი საშუალება იძლევა გავუზიაროთ მთელ მსოფლიოს ჩვენი შეხედულებები ფოტოებითა და ვიდეოებით .

        Flickr –ის  სერვისი ორ ძირითდ მიზანს ემსახურება:

 1. მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება ხელმისაწვდომი გავხადონ თავიანთი ფოტოები ადამიანებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანნი არიან მათთვის,ასევე გაეცნონ მსოფლიოს და გააცნონ  თავისი ოჯახის წევრები, გახდნენ ცნობილები და ა.შ. ამ ყველაფერს Flickr–ი უზრუნველყოფს.

 2.  შესთავაზოს სხვადასხვა გზა ფოტოებისა და ვიდეოების ორგანიზებისთვის.  მასში იგულისხმება ის, რომ მომხმარებელს  შეუძლია გაიზიაროს ესა თუ აის ფოტო და ვიდეო, გაუკეთოს კომენტარი და შენიშვნები, მიანიშნოს  tag – ები და სხვა.

   Flickr-ით შეგვიძლია კავშირი დავამყაროთ   Facebook–თან, Yahoo! Mail–თან,Gmail–თან … და  შევიძინოთ მეგობრები მათი მეშვეობით…

იმისათვის, რომ მომხმარებელს უფრო მეტი კომფორტი შეექმნას Flickr –ით სარგებლობა შესაძლებელია მობილურითაც.

     ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში უადვილებს მომხმარებლებს მის სივრცეში მუშაობას.

 შეგიძლიათ თავადაც გადაამოწმოთ მისი შსაძლებლობები… : )


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.