Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

დღეს პირველი აპრილია,მოტყუება ადვილია!

Filed Under (სხვა...) by on 01-04-2012

საზოგადოებაში არსებობს ტერმინი „დღეს პირველი აპრილია მოტყუება ადვილია“იზიარებს თუ არა ეკლესია ამ გამოთქმას და რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამის მიმართ.

ტყუილი ბოროტმა სულმა – ეშმაკმა დაბადა ამქვეყნად, როცა პირველი ადამიანები აცდუნა, მოტყუებით დაარღვევინა საღმრთო მცნება და ამით ცოდვასა და სიკვდილს დაუქვემდებარა. მას შემდეგ სატანა უმთავრესად სულ ტყუილით მოქმედებს – აცთუნებს ადამიანს და ამ გზით სურს მისი დაღუპვა.ღმერთს დაშორებული ადამიანებიც ხშირად ატყუებენ ერთმანეთს და ამით დაღუპვის გზას ადგებიან. ერთი სიტყვით, ტყუილზე უფრო საზიზღარი რამ არ მოუგონია ეშმაკს. ისევე, როგორც ცოდვებშიც არის გარჩევა – უნებლიე, უმნიშვნელო ცოდვასთან ერთად, არსებობს მომაკვდინებელი ცოდვებიც!,ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ტყულის მიმართ, მაგრამ ტყუილის არსი მაინც ყოველთვის ბოროტია და შედეგებიც ასეთივე ექნება, რამეთუ მაშინაც კი, როცა ბავშვს რაღაცას ვატყუებთ, თითქოსდა უწყინრად  და უმტკივნეულოდ, მის სულში ფუჭი ოცნებისა და ამაო იმედების ბოროტ მარცვალს ვთესავთ, რაც ადრე თუ გვიან უსათუოდ იჩენს თავს მის ცხოვრებაში… მოკლედ რომ ვთქვათ, ყველანაირი ტყუილი ცუდია და დასაგმობია!..შეიძლება თავი იჩინოს იმაში რომ მან ჩათვალოს რომ ტყული კარგია დაეჩვიოს და  ხშირად მოიტყუოს.

დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია! ამ დღეს ზოგჯერ სერიოზული გაზეთები და სხვა საინფორმაციო საშუალებებიც კი მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში აქვეყნებენ „უწყინარ“ ტყუილებს როგორც სრულ სიმართლეს. ისე რომ, ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის.ამ უცნაურ ტყუილებს ჩვენშიც ბევრი ამბობს და, ამასთან, წარმოდგენაც არა აქვს, თუ საიდან იღებს დასაბამს იგი და რა მკრეხელობის თანამონაწილე ხდება ყველა, ვინც ასე იქცევა!

ეს „უწყინარი“ ჩვეულება – საპირველაპრილო ტყუილი ღმერთის უარყოფიდან და გმობიდან იღებს სათავეს!ქრისტეს აღდგომის უარყოფის ნიშნად.

გაზაფხული და, განსაკუთრებით აპრილის თვე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დროა. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანთა ეს დღესასწაული, რომელიც მოძრავია, უმეტესწილად სწორედ აპრილის თვეში იყო. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. მაშინ საზიზღარი ტყუილი მოიგონეს უფლის ჯვარმცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო! – აი, სწორედ ამ მკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს ჩვეულება მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ქრისტეს აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საზოგადო მსახურებაც!

ახლა თავად გადაწყვითეთ რამდენად მართებული და მისაღებია გამოთქმა დღეს პირველი აპრილია მოტყუებად ადვილია.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.