Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

რატომ მიმატოვე დედა? !

Filed Under (სხვა...) by on 14-03-2012

ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ადამიანებსა, რომლებსაც არავინ ჰყავთ,ადამიანებს რომლებსაც  სჭირდებათ სითბო და სიყვარული,ადამიანებს რომელბიც მიატოვეს.

საუბარი მაქვს ბავშვებზე,რომელებიც ბავშვთა თავშესაფარში მიაბარეს,ბავშვებზე რომლებსაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ მშობლის სითბო,რომლებსაც პატრონი მხოლოდ 18 წლამდე ჰყავთ მერე კი თვითონაც არ იციან რა ქნან..ყველა ასეთ ბავშვს უჩნდება შეკითხვა “რატომ მიმატოვე დედა?”პასუხს კი ვერ პოულობენ,ეს ბავშვები ყოვლად მოკლებულნი არიან მშობლის სიყვარულს,რომელსაც  ვერცერთი აღმზრდელი ვერ შეუცვლის.18 წლის შემდეგ ისინი გამოდიან ცხოვრების ასპარეზზე მარტო,არ იციან რა უნდა ქნან და ზოგიერთმა შეიძლება ცხოვრება  4 კედელს შუა ყოფნით გააგრძელოს , სადაც აღმზრდელს ზედამხედველი ცვლის.ბევრი მიტოვებულ ვაგონში ცხოვრობს,იმ ადგილებში რომელიც ხალხს დავიწყებული აქვს,ისინი არავის ენდობიან რადგან არავინ ენდობა,არავინ უყვართ რადგან არავის უყვარს ისინი,არავის პატიობენ რადგან არავინ პოტიობს მათ.ისინიც ჩვეულებრივი ბავშვები არიან ისევე როგორც ჩვენ და მათაც სჭირდებათ სითბო,ესეთები კი მხოლოდ იმიტომ გახდნენ,რომ დედამ მათზე უარი თქვა,უარი თქვეს ცხოვრების ყველაზე დიდ საჩუქარზე,უარი თქვა ეგრძნო შვილის სითბო.მიდიხარ ქუჩაში და ხედავ, როგორ მათხოვრობს ხალხი ფულის გამო,როგორ დგას დედა თავის შვილთან ერთად რომ 5-10 თეთრი იშოვოს თავისი შვილისთვის,როგორ მათხოვრობს ინვალიდი ადამიანი იმისთვის რომ პურის ფული იშოვოს . თავშესაფრიდან გამოსული ბავშვები მათხოვრობაში ხედავენ თავის რჩენის ერთადერთ გზას.არავინ ცდილობს იმ უდედმამო ბავშვებს პატარა,სულ პატარა ბიძგი მისცენ ცხოვრებაში და იქნებ ისინი ქურდები არ გახდნენ,სულ ოდნავ აგრძნობინონ სითბო და სიყვარული,მათთვის ეს უფრო ძვირფასია ვიდრე 10 ან 20 ლარი,მათ ადამაინის თანადგომა სჭირდებათ,არავინ ოცნებობდა მათხოვრობაზე,ქურდობაზე ან მეძავეობაზე,ეს ცხოვრებამ აიძულა მათ,ცხოვრებამ რომელიც მათმა მშობლებმა შეუქმნეს და თითქმის  არავინ ცდილობს უთანაგრძნოს.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.