Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ნაწყვეტი ტურისტის დღიურიდან ანუ სხვა საქართველო სად არის?!

Filed Under (ნაწარმოებები, იუმორი, სხვა...) by on 01-03-2012

Tagged Under : , , , , , , ,

ევრიკა!!!
მივხვდი, რომელია ჩემს ოცნებებს შორის ყველაზე დიდი _ მინდა, საქართველოში ვცხოვრობდე. იმ საქართველოში, ჩემს ტელევიზორში რომ უჩვენებენ. ის, თურმე, მზიანი, ღამითაც მზიანი ქვეყანაა. კეთილი, მხიარული, სტუმართმოყვარე და ბედნიერი ხალხი ცხოვრობს. იქ დემოკრატიაა, სრული კმაყოფილება და იდილია. ყველა და ყველაფერი ვითარდება, შენდება, ლამაზდება.
საქართველოში მინდა!!!
ახლავე ავდგები და წავალ!
გავიგე, რომ საქართველოს საზღვრები ყველასათვის ღიაა, ყველას უპრობლემოდ იღებენ.
წავალ. სადმე პატარა მიწას ვიყიდი(შერიძლება, ისეც მაჩუქონ..), სახლს ავაშენებ, ბიზნესს წამოვიწყებ და ვინ იცის, იქნებ იქვე დავრჩე სამუდამოდ…
…….
აი, უკვე საქართველოში ვარ… მაგარია!
……
აეროპორტში ბევრი ჩემნაირი ვნახე, ყველა საქართველოში ჩამოვიდა. გამიხარდა _  ერთად ვიქნებით, უცხოდ არ ვიგრძნობ თავს ამ მადლიან მიწაზე-მეთქი.
ბევრი ქართველიც ვნახე აეროპორტში, მათ შორის, სამთავრობო დელეგაციაც. თავიდან ვიფიქრე, ჩემს დასახვედრად ხომ არ მოვიდნენ-მეთქი, რადგან ჩემს ტელევიზორში ხშირად აჩვენებენ ასეთ კადრებს. გული სიხარულით ამევსო _ ქვეყანაც ასეთი უნდა _ გავიფიქრე. მაგრამ, როგორც მივხვდი, სხვა საქმეზე მოსულიყვნენ.
ერთ-ერთ ქართველს ვკითხე, სად მიდიხართ-მეთქი. მიპასუხა, შენს ქვეყანაშიო….ტურისტად კი არა, იქნებ სადმე დამლაგებლად ან ძიძად ვიმუშავო, ერთი-ორი კაპიკი ვიშოვოო…
ყურებს არ დავუჯერე და ვიფიქრე, რომ მომესმა. შემდეგ საუბარი გავუგრძელე(ხო, მართლა, არაჩვეულებრივარ საუბრობდნენ ჩემს ენაზე. კიდევ კარგი, თორემ ერთი სიტყვაც არ ვიცი ქართული), ვუთხარი ყველაფერი, რაც ამ მადლიანი ქვეყნის შესახებ საკუთარი ყურით და თვალით მქონდა მოსმენილ-დანახული. მკითხა _ ასეთი საქართველო სად ნახეო?
_ ტელევიზორში_  ვუთხარი მე.
_ ტელევიზორში რომ უჩვენებენ, ისეთ საქართველოში მეც მინდაო _ მომიგო და წავიდა.
უცნაური ქართველი იყო…


Comments:

4 Responses to “ნაწყვეტი ტურისტის დღიურიდან ანუ სხვა საქართველო სად არის?!”


  1. ბრავო თეოოოოოოოოო :):) ძალიან მომეწონაა 🙂 შესანიშნავია !

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. სამწუხაროდ მწარე რეალობაა :დ უხხ =))

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. გაიხარე, ბექა ბატონო 🙂

    კი, სამწუხაროდ რეალობაა (:)

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  4. სრული სიმართლე 🙁

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.