Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ტექნიკური უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი “ქართველო”.

Filed Under (ინფორმაცია, მუსიკა) by on 04-02-2012

Tagged Under : , ,

QARTVELO

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე,დაახლოებით 1 წელიწადზე მეტია შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი ” ქართველო”. ანსამბლი შედგება 10 წევრისაგან,მათი ძირითადი რეპერტუარი კი ქართული,ხალხური მოტივებიდან აღებული თემებია,რასაც თავიანთი ინტერპრეტაციით ავსებენ.დაარსების დღიდან მოყოლებული ისინი დაუზარებლად შრომობენ წინსვლისთვის,წარმატებების მისაღწევად.მონაწილეობა მიუღიათ არაერთ საქველმოქმედო კონცერტში.2011 წელს კი საკმაოდ წარმატებულად გამოვიდნენ “არტ-გენზე”,სადაც შესარჩევი ტური გაირეს რუსთავში და ძირითად ბადეში მოხვდნენ თბილისის “არტ-გენზე”.აგრეთვე ქონდათ გასტროლები ბათუმშიც.
229625_235853046446027_100000640018423_804686_6595258_n
დღესაც “ქართველო” აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას და მათ ძალიან ჭირდებათ თითეული ჩვენთაგანის მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.ისინი მონაწილეობენ რუსთავი 2-ის პროექტ “ნიჭიერში” .სადაც უკვე გაიარეს შესარჩევი ტური და 9 თებერვალს ანსამბლი “ქართველო” პროექტ “ნიჭიერის” მეორე ტურის სტუმარი იქნება.მათ ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა და გულშემატკივრობა.! პროექტი ტარდება რუსთაველის თეატრში,დასწრება თავისუფალია!.ასე რომ 9 თებერვალს ყველანი რუსთაველის თეატრში “ქართველოს” მხარდასაჭერად!..

 

 

 

 


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.