Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ომი ინტერნეტში

Filed Under (საინტერესოა!, სხვა...) by on 01-02-2012

Tagged Under : , ,

ჰაკერების შესაძლებლობები და ნიჭიერება  სცილდება ყოველგვარ საზღვრებს, მათ იმდენი შეძლეს  რომ,ამერიკის თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაშიც შეაღწიეს,მოპარულია ათასობით საიდუმლო დოკუმენტი, პენტაგონმა განგაში ატეხა, და დაიმუქრა რომ ვირტუალურ შპიონაჟს ნამვილ რაკეტებს დაუპირისოირებს.

გასული წლის მარტში ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი  ჰაკერული თავდასხმა მოხდა,საუბარია სწორედ პენტაგონის საიტზე  24 ათასი ფაილის გატანაზე,ძარცვა ვირტუალური იყო ,მაგრამ, ეს მის სერიოზულობას არ ამცირებს, პენტაგონის საიტებზე თავდასხმა საკმაოდ ხშირია. ცოტა ხნის წინ გატეხეს სამხედრო მოსამსახურეთა პირადი მონაცემები 90 000 ამერიკელი სამხედროს პირადი მონაცემები საჯარო გახდა. 28 მაისს იყო მცდელობა , გაეტეხათ  უმსხვილესი  კორპორაციის “ლოკედ მარტინის” საიტი რომელიც პენტაგონისთვის აეროტექნიკურ ტექნიკას აწარმოებს. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ რომ,კომპიუტერული სისტემის დაცვის უზრუნველსაყოფად  საჭიროა დიდი თანხის გამოყოფა.

ოცდამეერთე საუკუნეში ბიტები და ბაიტები ტყვიებზე და ბომბებზე საშიშია,საკმარისია კომპიუტერის კლავიშზე ერთი თითის დაჭერა,რომ ძალიან სერიოზულ შედეგებამდეც მივიდეთ,აცხადებენ რომ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი ჰაკერების სინდისზე აღმოჩნდეს.ფაქტია ,რომ ჰაკერების გონიერებას შეუძლებელის შეძლებაც კი შეუძლია ვირტუალურ სამყაროში.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.