Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

რა შეუძლია ტვინს

Filed Under (საინტერესოა!, მედიცინა) by on 31-01-2012

Tagged Under : ,

ადამიანის ტვინის შესაძლებლობები უსაზღვროა და მისი ბევრი თვისება დღემდე გამოსაკვლევი. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ყოველივე ამას ცხადყოფენ.

ინგლისში, XIX საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა. სახურავიდან ბოლტი ჩამოვარდა და ახალგაზრდა ინჟინერს თავში 10სმ_ის სიღრმეზე ჩაესო. დაზარალებული დაეცა, მაგრამ არ მომკვდარა. იგი სავადმყოფოში წაიყვანეს და სასწრაფოდ ურთულესი ოპერაცა ჩაუტარეს. პაციენტს უცხო სხეული და ტვინის დაზიანებული ნაწილი ამოუღეს, ხოლო ჩამტვრეული თავის ქალა ძაღლის ძვლით შეუვსეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქოდა. მეორე დღეს პაციენტმა გემრიელად ისადილა; მეტყველება, აზროვნება, კოორდინაცია აღუდგა. ცოტა ხანში შინ გაწერეს, მთელი წელი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მამაკაცი დაქორწნდა, შვილები გა უჩნდა და ღმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა უბედურ შემთხვევას კი მხოლოდ შუბლზე ნაიარევი ახსენებდა.

კიდევ უფრო უცნაური შემთხვევა მასაჩუსეტში (აშშ) 1887 წელს დაფიქსირდა. სარკინიგზო ხაზის გაყვანისას აფეთქება მოხდა. ძალაყინის წვერი ერთ-ერთ მუშას _ ფაინიზ გეიჯს ქვედა ყბაში შეესო, მარცხეა თვალი გადმოუგდო და თავის ქალა გაუხვრიტა. დაზარალებულს გონება არ დაუკარგავს, ექიმთანაც საკუთარი ფეხით შევიდა. ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა. პაციენტს ძალაყინი და ტვინის დაზიანებული ნაწილი ამოუღეს. რამდენიმე დღეში კი შინ გაწერეს. გეიჯმა დიდხანს იცოცხლა და მხოლოდ თვალის დაკარგვას უჩიოდა.

XXს-ის 40-იან წლებში მედიცინის ისტორიაში შევიდა ალ ჰერპინი, კაცი, რომელსაც 96 წლის მანძილზე არც ერთხელ არ უძინია. არც კი იცოდა, რა იყო ძილი. ღამეს სარწეველა სავარძელში კითხვაში ატარებდა, დილით კი ჩვეულ საქმიანობას უბრუნდებოდა. ექიმები ამ ფენომენს ვერ ხსნიდნენ.

უნგრელ რეიჩელ საგის 40 წლის ასაკიდან საშინელი თავის ტკივილები დაეწყო. ექიმმა დამამშვიდებლები გამოუწერა, დასვენება და დიდხანს ძილი ურჩია. ერთ ღამესაც რეიჩელმა წამალი მიიღო, მაგრამ შემდეგ 25 წელი ვეღარ დაიძინა.

XXს-ის 50-იან წლებში ამერიკაში ინდოელი შაკუნტელი დევი შეეცადა თავისი შესაძძლებლობებით მსოფლიო გაეოცებინა. 6 წლის ასაკში დევის გონებაში შეეძლო ათნიშნა ციფრების მიმატება-გამოკლება და გამრავლება-გაყოფა. 7 წლისა ურთულეს მათემატიკურ ამოცანებს ხსნიდა. გოგონას გენიალური ნიჭი მხოლოდ მათემატიკაში ჰქონდა. ჰუმანიტარულ საგნებს გაჭირვებით სწავლობდა და ნიშნის მისაღებად საგნის გადაბარება უხდებოდა.

შაკუნტელისნაირი ნიჭი ჰქონდა სიცილიელ 10 წლის მწყემსს, ვიტო მანგიამელოს. ადგილობრივი მღვდლის დახმარებით ბიჭი საფრანგეთის მეცნიერების წინაშე წარდგა, მაგრამ მისი შემდგომი ბედი უცნობია. დევისა და მანგიამელოს ნიჭის მქონე ბვშვები ხშირად იბადებიან.

გასული საუკუნის 20-იან წლებში ფრანგი ექიმი _ ჟიულ რომენი “უსინათლო მხედველების” ფენომენით დაინტერესდა. რამდენიმე პაციენტი მოიძია და მათი შესაძლებლობა შეისწავლა. მისი დაკვირვებით, უსინათლოები ფერებს, სილუეტებსა და ფიგურებს კანთ შეიგრძნობდნენ. რომენის დასკვნას კოლეგები სკეპტიკურად შეხვდნენ და მისი ნაშრომი მწერალი ფანტასტის ნაწარმოებს შეადარეს. ფრანგი ექიმი ერთადერთი არ იყო, ვინც ამ ფენომენს ყურადღება მიაქცია.

1840 წელს იტალიის პრესაში წერდნენ გოგონაზე, რომელიც 14 წლის ასაკში დაბრმავდა, მაგრამ მაინც “ხედავდა” ახლობლებს (ხმის ამოუღებლად), საგნებსა და ფერებს ხელის გულებით (შეუხებლად) შეიგრძნობდა.

1960 წელს 16 წლის მარგარეტ ფუსს ექიმების ჯგუფი აკვირდებოდა. აღმოჩნდა, რომ გოგონას “ხედვა” თვალების გარდა სხვა ორგანოებითაც შეეძლო. დაკვირვების დროს გოგონას თვალებს ქსოვილით უხვევდნენ, მას კი უწვრილესი შრიფტის გარჩევაც შეეძლო. დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ გოგონა რაღაცნაირად ახერხებდა თვალების გახელას და საბოლოოდ, თვალები გაუმჭვირვალე ლენტით აუხვიეს. იგი მაინც ხედავდა. მარგარეტის ფენომენი პირველად მამამისმა აღმოაჩინა. მამაკაცი აკვირდებოდა, რომ დახუჭობანას თამაშისას, თვალებახვეული გოგონა საგნებსა და ადამიანებს თავისუფლად ხედავდა. ექიმებმა ტვინის ეს ფენომენი ვერაფრით ახსნეს, მაგრამ ყოველგვარი დასკვნის მიუხედავად, თვალებდახუჭულ ფუსს ქუჩაში სეირნობაც კი შეეძლო.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.