Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

TED.com – Ideas worth spreading

Filed Under (ინფორმაცია, Net-Surfer) by on 20-01-2012

Tagged Under : , , ,

TED არის საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ადამიანები ერთმანეთს ნამდვილად ღირებულ იდეებს უზიარებენ. ეს კონფერენცია 1984 წელს შეიქმნა და თავიდან მოწოდებული იყო, ერთად შეეკრიბა ხალხი და იდეები ტექნოლოგების, გართობისა და დიზაინის სფეროდან (technology, entertaiment, design = TED) , თუმცა მას შემდეგ მასშტაბები გაფართოვდა და კონფერენცია უფრო მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანი გახდა.

TED ყოველწლიურად ატარებს ორ ძირითად კონფერენციას, თუმცა აქვს TEDx პროგრამაც, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს, დამოუკიდებლად გაუკეთოს ორგანიზება ტედის ტიპის ღონისძიებებს ლოკალურ დონეზე.

TED.com საიტზე მუდმივად იდება ვიდეობი, რომლებიც მსოფლიომ უნდა ნახოს. თითოეულ სპიკერს ეძლევა 18 წუთი იმისათვის, რომ თავისი კრეატიული, ნოვაციური იდეის შესახებ საზოგადოებას უამბოს.  მინდა ერთ-ერთი მათგანი აქ შემოგთავაზოთ: (სუბტიტრები თარგმნილია ტედის Open translation project-ის საშუალებით, სადაც ყველას აქვს მიიღოს მონაწილეობა და თარგმნოს თავის ენაზე ვიდეობი).

ერთი ძალიან კარგი სიახლე მინდა გაგიმხილოთ: 11 თებერვალს თბილისში TEDxTbilsi-ს ღონისძიება გაიმართება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში  Itnovations-ისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩატარებული პირველი TEDx  ღონისძიების თემა “გრძელვადიანი ხედვაა”, მისი მთავარი ამოცანაა  საქართველოში ან საქართველოსთან კავშირში ინოვაციური, უნიკალური იდეების წარმოჩენა.

 

თუ გადაათვალიერებთ ვიდეობს, რომლებიც TED-ის საიტზე დევს, გულგრილი ვერ დარჩებით. მუდმივ მოთხოვნილებად გექცევათ სულ შეხვიდეთ და ახალ-ახალ გამოსვლებს უსმინოთ.

www.ted.com


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.