Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

TimeManagement.com

Filed Under (Net-Surfer) by on 15-01-2012

Tagged Under : , , , , , ,

 

დღეს–დღეობით იმდენჯერ მესმის დროის დეფიციტის შესახებ წუწუნი, მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი, რომ გადავწვიტე, მენახა, ჩვენს მეგობარ გუგლში მისი გადაწყვეტის გზები. ამომიგდო უკიდეგანოდ ბევრი საიტი. მეც ერთ–ერთ მათგანს დავაჭირე ჩემი მაუსი და მოვხვდი ამ საიტზე.

 

მინდა გითხრათ, რომ არც მინანაია აქ რომ აღმოვჩნდი. სასარგებლო რჩევებია, როგორ დავგეგმოთ და როგორ გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ჩვენს თვალსა და ხელს შუა ქრება. ამასთან დაკავშირებით, რა მოსატანია და გამახსენდა: კაცი უნდა ეყოს დროს, თუ დრო უნდა ეყოს კაცს (ორიგინალი: კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს, თუ ჯამაგირი უნდა ეყოს კაცს). ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ დამეთახმებით რომ კაცი უნდა ეყოს დროს =)     მცირედი პროზაული გადახვევა ^.^

 

განვაგრძოთ..

ამ საიტზე შეხვდებით თუ როგორ ვებრძოლოდ პრობლემას, რომელიც ასე რთულად გვეჩვენება ხშირად. საინტერესო იცით რა არის? პრობლემას დადებითი მხრიდან უნდა შეხედოთ და ისე გაანალიზოთ , რომ ეს ცხოვრების ნიშანია. ეს ოპტომისტური გადაწყვეტა ნებისმიერი საკითხისა ეკუთვნის ნორმან ვინსენტ ფილს. მისი ნაშრომია პოზიტიური ფიქრების სიძლიერე (Norman Vincent PealeThe Power of Positive Thinking). ფაქტია, დღეს ყველას გვჭირდება ოპტიმიზმი.

 

* * *

ძალიან მომეწონა სტუდენტებისთვის გამოცდების წინა რჩევების მიცემა. თუ გინდათ რომ არ დაიღალოთ და თავიც კარგად იგრძნოთ, მაქსიმუმ 50 წუთამდე უნდა იჯდეთ, თუ ინფორმაცია აითვისეთ, შემდეგ აბზაცზე უნდა გადახვიდეთ, არაა საჭირო ბოლომდე ჩაიკითხოთ ის საკითხი რაც უკვე გასაგები გახდა; შემდეგ შეისვენოთ 10–15 წუთის განმავლობაში. ამ პერიოდში არ უნდა დაჯდეთ კომპიუტერთან, კერძოდ facebookში, არ უნდა უყუროთ ტელევიზორს. უბრალოდ ივარჯიშეთ და ფანჯრიდან მომზირალი ხედებით გაირთეთ თავი; დაიძინეთ დროზე, რომ გონებამ დასვენება და მიღებული ინფორმაციის დამუშავება შეძლოს.

 

* * *

რითიც უნდა დამეწყო, დროის კონტროლი თუ გინდათ ისწავლოთ და დროც ხელში დაიჭიროთ, დღის ბოლოს კი კმაყოფილმა დახუჭოთ თვალი დასაძინებლად, დღის განრიგის დაწერაა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა ე.წ.  “To Do List”. ვფიქრობ, ძალიან ეფექტურია. და კიდევ, უნდა დაიწეროს პრიორიტეტული საკითხები თქვენს სიაში, არ დაგავიწდეთ. სადილად რა უნდა მივირთვა და მსგავსი რამ, რა თქმა უნდა არ უნდა ჩაიწეროს.

 

 

ეს ყველაფერი და კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო რჩევები ამ საიტზეა. მარტივი ინგლისურით წერია. ისე კი, დროის კონტროლს თუ ვისწავლით, ყველაფერი დალაგებული გახდება 😉

 

http://www.timemanagement.com/

Pink Floyd – Time განწყობისთვის Matrix


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.