Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

კვებითი ალერგია

Filed Under (მედიცინა) by on 16-01-2012


დღეს ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა,განსაკუთრებით ეს პრობლემა მოზარდ თაობას აწუხებს.ალერგიას იწვევს: მტვრის მოქმედება(ყვავილების,გამონაბოლქვი და ა.შ),ზოგიერთი მედიკამენტის მიღება(შემადგენლობის მიხედვით),საკვები და ა.შ.
განვიხილოთ ალერგიის ერთ-ერთი სახე კვებითი ალერგია.
კვებითი ალერგიის გამოწვევა თითქმის ყველა საკვებს ძალუძს.განსაკუთრებით ხშირია,ასეთი რეაქცია ძროხის რძის,კვერცხის , ციტრუსების მიღებაზე.მაგალითად ,ჩვილი ბავშვების ძროხის რძით კვებისას ხშირად ვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია,ზოგჯერ სასიკვდილო ანაფილაქსიური შოკის სახითაც კი.რაც ამერიკელმა ავტორებმა „აკვანში სიკვდილი“ უწოდეს.
კვებითი ალერგიის ხშირი საფუძველია რეაგინული ტიპის ალერგიული რეაქცია, თუმცა, დაავადებულთა სისხლში არაიშვიათადაა ცირკულირებადი იმუნური კომპლექსები და პრინციპები.
კვებითი ალერგიის გამოვლინებები მრავალგვარია: ცხელება, შემცივნება, სისუსტე, ქავილი, თავის ტკივილი, ჭინჭრის ციება. მაგრამ უმეტესწილად გამოხატულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების სიმპტომები – პირის ღრუს პათოლოგია (ეზოფაგიტი), ტკივილები ეპისგასტრიუმის არეში, ბოყინი, გულძმარვა და ღებინება.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.