Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

Art Project powered by Google

Filed Under (Net-Surfer) by on 09-01-2012

Tagged Under : , , , ,

 

გამარჯობათ. დღეს მინდა ერთ ძალიან ლამაზ და საინტერესო პროექტზე გიამბოთ.  ჩვენი კეთილი, დიადი გუგლი ნამდვილად გასაოცარ მოგზაურობას გპირდებათ მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში.

თუ გსურთ, დაათვალიეროთ ულამაზესი ხელოვნების ნიმუშები, რომელბიც გამოფენილია მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში, ისეთებში, როგორიცაა ტრეტიაკოვის გალერეა მოსკოვში, ვერსალის სასახლე ვერსალში, ეროვნული გალერეა ლონდონში, გემელდეგალერეა ბერლინში და კიდევ უამრავი სხვა, ეს საიტი სწორედ თქვენთვისაა.

Art Project powered by Google საშუალებას იძლევა, ესტუმროთ თითოეულ მუზეუმს, შეიხედოთ შინგით, დაათვალიეროთ გამოფენილი ხელოვნების ნიმუშები, დაათვალიეროთ მუზეუმი შიგნიდან, გადაინაცვლოთ ოთახებში და სართულებზე, წაიკითხოთ ისტორია როგორც მუზეუმების, ასევე თითოეული ნიმუშისა და მათი ავტორების შესახებ, ნახოთ ვიდეოები და თითოეული ნახატი გაადიდოთ იმ ზომამდე, რომ უმცირესი დეტალების შემჩნევაც კი იყოს ზედ შესაძლებელი.  აქვე შესაძლებელია, შექმნათ საკუთარი კოლექციები და განათავსოთ მათში სასურველი ნახატები. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციაც არავის დავიწყებია, რომ ჩვენი აღფრთოვანება დაუშურვებლად გამოვხატოთ ჩვენი ვირტუალური მეგობრების წინაშე.

მე აღფრთოვანებული დავრჩი და დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან მოგეწონებათ. აქვეა ორი პატარა ვიდეო, თუ რას  გვთავაზობს ეს საიტი და როგორ შეიქმნა.

ეწვიეთ http://www.googleartproject.com/  . ისინიც კი არ ინანებთ, ვისაც ხელოვნება არ გაინტერესებთ.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.