Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

როკის ლეგენდები_ნაწილი 4(METALLICA)

Filed Under (მუსიკა, სხვა...) by on 27-12-2011

Tagged Under : , ,

არ შემიძლია ამ ჯგუფზე არ დავწერო, მგონი ერთადერთი მეტალ ჯგუფია რომელსაც დიდი სიამოვნებით ვუსმენ და ძალიანაც მომწონს(სხვას რა აზრი აქ არ მაინტერესებს we are free to love right? :P:P) ჰოდა დავიწყე:

Metallica ამერიკული მეტალ-ჯგუფია რომელიც დაარსდა 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში და ჯგუფი შექმნის იდეა  ჯეიმს (ჯაემალას როგორც ჩვენი მეტალისტები უწოდებენ) ჰეტფილდისა (ვოკალი) და ლარს ულრიხის (დრამი) მოუვიდათ. ისინი თრეშ მეტალის დიდ ოთხეულშიც კი მოექცა და უკვე რამდენიმე წელია ერთ–ერთ ყველაზე რეიტინგულ ჯგუფად მიიჩნევა და მეტალის “მამად”. (მეც ასე ვთვლი)

 

 ჯგუფმა ცხრაჯერ მიიღო გრემი, ხოლო მათმა ხუთმა ალბომმა bilbord 200-ში პირველი ადგილი დაიკავა, ის პირველი ჯგუფი იყო რომელმაც ეს მოახერხა. დღეისთვის ჯგუფს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

1983 წელს მეტალიკამ პირველი ალბომი ჩაწერა რომლის სახელის შერჩევისასაც აზრი ორად გაიყო: ნაწილს უნდოდა Metal up Your Ass ხოლო მეორე ნაწილს Kill ‘Em All, რომელზეც შეჩერდნენ საბოლოოდ. ეს ალბომი ჩემი აზრით ერთ–ერთი საუკეთესოა ჯგუფის ალბომებს შორის. მასში შესულია სიმღერები: For Whom the Bell Tolls, Fade to Black, Creeping Death და სხვები.

რაც შეეხება ყველაზე მაგარ ალბომს, საერთოდ მეტალის ისტორიაში რაც კი დღემდე შექმნილა, ჩემი აზრით არის Master of Puppets (1984–1986) არავინ თქვას არ ვარგაო თუ კარგად არ ჩაუჯდება და გემრიელად არ მოუსმენს. (კრიტიკებიც მერე იყოს)

საერთოდ მათი სტუდიური ალბომებია:
1983: Kill ‘Em All
1984: Ride the Lightning
1986: Master of Puppets     (BEST)
1988: …And Justice for All
1991: Metallica
1996: Load
1997: ReLoad
2003: St. Anger
2008: Death Magnetic        (WORST)

 კი გითხარით ჩაუჯეით და Master of Puppets–ს მოუსმინეთთქო, მაგრამ ჩემ რჩევას თუ გაითვალისწინებთ მათ სტუდიურ ჩანაწერებს ბევრად ჯობია ლაივი კონცერტების ჩანაწერების მოსმენა, თუმცა ეს ალბომი ასეც და ისეც გამონაკლისია (უნიკალურია). ამიტომ აი ერთ–ერთი საუკეთესო ლაივ ჩანაწერი:

 


Comments:

2 Responses to “როკის ლეგენდები_ნაწილი 4(METALLICA)”


  1. მეც მიყვარს Metallica 🙂 კარგი პოსტია, ჯემალი განსაკუთრებით მომეწონა 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. bevri posti dadet ra musikis da zogadad rockis shesaxeb : )):*

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.