Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ადამიანური რესურსების მართვა (HRM) (გაგრძელება)

Filed Under (საინტერესოა!, მეცნიერები, ფსიქოლოგია, სხვა...) by on 28-12-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , , , ,

ჩინებული თანამშრომლების აღზრდა: ჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივ შემსრულებლებად გადაქცევა

თავი I

თავი II – ჯერ  დაგეგმეთ,შემდეგ  დარგეთ.

 

 

წიგნის მეორე თავი მიძღვნილია ახალი განყოფილებების ან ცალკეულ პროექტებზე სამუშაოდ გუნდების შექმნას.

საერთოდ უნდა აღენიშნოს, რომ თანამედროვე მენეჯმენტში გუნდურ მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ( ალბათ ხშირად გინახიათ ვაკანსიებში, ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნად ” გუნდური მუშაობის უნარს” ასახელებენ). სანამ ამ თავის ძირითად თემაზე გადავსულვარ, მინდა მიმოვიხილო, რას შეიცავს გუნდური მუშაობა და რა პრინციპებს ეყრდნობა.

 

 

რა არის გუნდურო მუშაობა? (teamwork)

ერთად მოქმედი ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც ყოველი ადამიანის   პირადი აზრი და ინტერესი ჯგუფის ერთიანობასა და ეფექტიანობას ექვემდებარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინდივიდი უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი; მაგრამ იმას ეს ნიშნავს  , რომ ქმედითი და ეფექტური გუნდური მუშაობა სცდება ინდივიდუალური მიღწევების საზღვრებს. ეფექტურად გუნდური მუშაობა  ხორციელდება მაშინ, როდესაც გუნდში ჩართული  ყველა  ინდივიდი მიისწრაფვის საერთო მიზნისკენ.

რითი არის საინტერესო გუნდური მუშაობა?

გუნდური მუშაობა სამუშაო კულტურის   მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და დღესდღეობით  ბევრი ფირმა უყურებს გუნდური მუშაობის კვალიფიკაციას ,  მასში დასაქმებისთვის ადამიანის შეფასებისას. კომპანიების უმეტესობა აცნობიერებს, რომ გუნდური მუშაობა იმით არის  მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი პროდუქტი არის საკმაოდ კომპლექსური და მის საწარმოებლად საჭიროა  მრავალფეროვანი  უნარებით აღჭურვილი გუნდი ,და/ან გუნდური მიდგომის არჩევა, შედეგად, უკეთეს პროდუქტს გვაძლევს.

რა განსხვავებაა გუნდურ და ჯგუფურ მუშაობას შორის ?

პირველი რაც უნდა გააცნობიეროს ხელმძღვანელმა , განსხვავებაა ჯგუფში მომუშავე ინდივიდსა და გუნდში მომუშავე ინდივიდს შორის. ქვემოთ მოყვანილია ამ კატეგორიებს შორის არსებული სხვაობების სია.ამ სიას რომ გაეცნობით, თქვენთვის ნათელი გახდება  როგორი მიდგომაა უფრო ოპტიმალური.

 

ჯგუფი გუნდი
  • წევრები მუშაობენ დამოუკიდებლად და იშვიათად  მუშაობენ ერთი მიზნისთვის ;
  • წევრები მუშაობენ დამოუკიდებლად,როგორც პერსონალურ, ასევე ორგანიზაციულ მიზნებზე და ამასთან ერთად  ხვდებიან,რომ ორივე საუკეთესოდ მიიღწევა ურთიერთმახადაჭერით;
  • წევრების ყურადღება გამახვილებულია საკუთარ თავზე, რადგან ისინი არ არიან ჩართულნი გუნდის მიზნების დაგეგმვაში;
  • წევრები სრულფასოვანად გრძნობენ თავიანთ როლს გუნდში, ისინი იმ მიზნების ერთგულნი არიან , რომლის შექმნაში წვლილი მიუძღვით;
  • წევრები იღებენ დავალებებს, ან მათ ეუბნებიან რა შედის მათ მოვალეობებში/რაში მდგომარეობს მათი სამსახური და შემოთავაზებები იშვიათად მიესალმება;
  • წევრები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, იყენებენ თავის ნიჭსა და გამოცდილებას, რათა გუნდის მიზნების წარმატებულ შესრულებას ხელი შეუწყონ;
  • წევრები ძალიან წინდახედულები არია იმაში, თუ რას იტყვიან და ეშინიათ შეკითხვების დასმა, შეიძლება ბოლომდე ვერც ხვდებოდნენ  რა ხდება მათ ჯგუფში;
  • წევრები აფუძნებენ თავის წარმატებას ნდობას და მოუწოდებენ ყველა მონაწილეს  გამოთქვას თავისი აზრი, სხვადასხვა შეხედულებები და შეკითხვები;
  • წევრების ერთმანეთის მოტივების არ სჯერათ, რადგან ისინი ბოლომდე ვერ ხვდებიან რა როლს ასრულებს თითოეული მონაწილე  ჯგუფში.
  • წევრები შეგნებულად ცდილობენ იყვნენ სამართლიანები, ზრდილობიანები, და თითოეული ადამიანის მოსაზრებას მოუსმინონ;
  • წევრებს შეუძლიათ საქმეში მეტი წვლილის შეტანა ,მაგარამ უკან იხევენ სხვა თანამშრომლებთან დაძაბული ურთიერთობების გამო;
  • წევრებს უბიძგებენ თავისი უნარებისა და ცოდნის გამოხატვისკენ და თავის მხრივ ყოველ წევრს შეუძლია გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანა;
  • წევრები წუხდებიან აზრთა სხვადასხვაობისა და უთანხმოებების  გამო, რადგან მათ საშიშროებად აღიქვამენ.აქ არ არის ჯგუფური მხარდაჭერა პრობლემის გადასაჭრელად;
  • წევრები განიხილავენ კონფლიქტს, როგორც ადამიანური ბუნების ნაწილს და მასზე რეაგირებენ მისი   ახალი იდეებისა და შეხედულებების გაგების შესაძლებლობად გააზრებით. ყველას სურს  პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრა;
  •  შეუძლიათ თუ არა წევრებს  ჯგუფურ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილება, მათვის ხელმძღვანელობის აზრთან თანხმობა შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანია;
  • წევრები თანასწორად მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ თუ გუნდმა კონცენსუსს ვერ მიაღწია, ლიდერს შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს.

ეფექტური გუნდის დახასიათება:

 

  1. გუნდს მკაფიო მიზანი უნდა ჰქონდეს: ერიდეთ ბუნდოვან, უსაფუძვლო განცხადებებს . გუნდის მიზანი უნდა მოუწოდებდეს წევრებს კონკრეტულის შესრულებისკენ, და ისე მოკლედ იყოს ჩამოყალიბებული,რომ მიღწეული მიზნის სახე ყველასთვის ადვილად წარმოსადგენი იყოს .
  2. გუნდს უნდა ჰქონდეს შედეგზე ორიენტირებული სტრუქტურა:გუნდს უნდა მიეცეს საშუალება მუშაობდეს იმ მანერაში, რომელიც შედეგებს მოიტანს.
  3. გუნდს  წევრები კომპეტენტურები უნდა იყვნენ: გუნდის წევრების ცოდნის დონე უნდა შეესაბამებოდეს მოცემული პრობლემის სირთულეს და სპეციფიკას.
  4. გუნდს საერთო პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს: ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდის წევრები ყველაფერზე უნდა დათანხმდნენ,პირიქით, ყველა ინდივიდმა უნდა მიმართოს თავისი ძალისხმევა მიზნის მისაღწევად. თუ ინდივიდის ძალისხმევა მიმართულია სრულიად პირადული მიზნებისკენ, გუნდმა  წინ უნდა აღუდგეს და გამოასწოროს ეს პრობლემა.
  5. გუნდში უნდა იყოს თანამშრომლობის ხელშემწყობი კლიმატი: ეს არის ნდობის კლიმატი, წარმოქმნილი წესიერი,გახსნილი, თანამიმდევრული , მოწიწებული ქცევით.ამ კლიმატში გუნდი კარგად მოქმედებს.. მის გარეშე აგებს.
  6. გუნდს ყველასთვის გასაგები მაღალი სტანდარტები უნდა ჰქონდეს:გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ რას ელიან  მათგან ინდივიდუალურად და კოლექტიურად.გაურკვეველი შეფასებები, როგორც ” პოზიტიური მიდგომა” და “დემონსტრირებული ძალისხმევა” არ არის საკმარისი.
  7. გუნდმა გარედან უნდა მიიღოს  წახალისება და მხარდაჭერა: მხარდაჭერა და წახალისება მუშაობს გუნდური მოტივაციისთვისთვის ასევე კარგად, როგორც ინდივიდუალური.
  8. გუნდს მტკიცე ხელმძღვანელობა უნდა ჰყავდეს: ჩვეულებრივ გუნდს სჭირდება ვიღაც, ვინც მიმართულებას მისცემს  მის ძალისხმევას. გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ გუნდის ლიდერს თავის პოზიციას იყენებს გუნდის უნარების განსავითარებლად, ოპტიმალური კოორდინირებისთვის და გუნდის კეთილდღეობისთვის .გუნდის წევრები იქნებიან ნაკლებად კეთილმოსურნეები, თუ იგრძნობენ, რომ ლიდერი აყენებს თავის თავს გუნდის ზემოთ, იღებს პირად აღიარებას ან მატერიალურ სარგებელს პოზიციიდან.

გუნდის ჩამოყალიბება ეტაპები

 

გუნდის წევრებისთვის აუცილებელია იცოდნენ, რომ გუნდი ერთბაშად არ იქნება და დაუყოვნებლივ დიადი საქმეების შესასრულებლად ერთად მუშაობას არ იწყებს  . სინამდვილეში არსებობს გუნდის ჩამოყალიბების ეტაპები და გუნდს დრო უნდა მიეცეს თითოეული ეტაპის გასავლელად და შემდგომი ეფექტურობის მისაღწევად. გუნდის ჩამოყალიბება შეიძლება გავყოთ ოთხ ეტაპად.

ეტაპი 1: ფორმირება.როცა გუნდი ყალიბდება, წევრები დაკვირვებით, ფრთხილად იკვლევენ გუნდისთვის მისაღები ქცევის საზღვრებს. ისინი ეძებენ თავის პოზიციას ჯგუფში და ამოწმებენ ლიდერის მართვის სტილს. ამ ეტაპისთვის სრულიად ნორმალურია მცირე გუნდური პროგრესი.

ეტაპი 2: ბობოქრობა. ეს ეტაპი ალბათ ყველაზე რთულია გუნდისთვის. წევრები ხშირად მოუთმენლად იქცევიან პროგრესის ნაკლებობის გამო, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუცდელები არიან გუნდურ მუშაობაში.წევრები შეიძლება იკამათონ იმაზე, რას მოიმოქმედებენ, რადგან გუნდი დგება მათთვის უჩვეულო იდეების წინაშე და ეს  აგდებს მათ კომფორტული ზონებიდან. მათი ენერგიის უმეტესობა მიმართულია ერთმანეთის დაკვირვებაზე იმის მაგივრად , რომ მიზნის მიღწევაზე იყოს მიმართული.

ეტაპი 3.  ნორმალიზება.ამ ეტაპზე გუნდის წევრები იღებენ გუნდს და იწყებენ  განსხვავებებთან შერიგებას. ემოციური კონფლიქტი კლებულობს,რადგან ურთიერთობები ხდება უფრო კოოპერატიული. გუნდს შეუძლია უფრო მეტი კონცენტრირება თავის სამუშაოზე და ეს  გასაოცარ წინსვლას იწვევს .

ეტაპი 4. შესრულება. ამ ეტაპისთვის გუნდის წევრები უკვე შეეგუებულები არიან ერთმანეთის ძლიერ და სუსტ მხარეებთან, და გარკვეული აქვთ რაში მდგომარეობს მათი როლი გუნდში. წევრები გახსნილები და ნდობით აღჭურვილები არიან , იბადება ბევრი კარგი იდეა, რადგან მათ არ ეშინიათ იდეების და შეთავაზებების მიწოდების.ისინი კომფორტულად იყენებენ გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტებს იდეების შესაფასებლად, ამოცანებისთვის პრიორიტეტების მინიჭებასა და პრობლემების გადასაჭრელად.ბევრი ამოცანა შესრულებულია და გუნდის კმაყოფილება და ლოიალობა მაღალია.

 

ასეთია გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპები. აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ თანამედროვე მენეჯმენტში თანამშრომლების დაპირისპირების, დაშინების და დისკრიმინაციის მიდგომა უიმედოდ მოძველებულია , მაგრამ, სამწუხაროდ ხშირად გვხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.იმედს გამოვთქვამ, რომ ეს სიტუაცია მალე გამოსწორდება და ხელმძღვანელები მიხვდებიან, რომ ერთმანეთის “ჭამაში” დახარჯული ენერგია შეიძლება შემოქმედებითად იქნეს გამოყენებული, რომ მატერიალური მოტივაცია არ არის საკმარისი თანამშრომლების ერთგულებასა და ლოიალობისთვის, თუმცა ცარიელ ლოზუნგებზე აგებული კორპორატიული სულიც არ არის დადებითი შედეგების მომტანი.

მუშაობის გუნდური პრინციპებით მოქმედების გარდა მენეჯერმა უნდა იცოდეს, მოღვაწეობის რა სფერო უნდა შეიქმნას.

ეხება ეს ახალი განყოფილების თუ საპროექტო გუნდის შექმნას,  მიდგომები და მუშაობის სტილი უნდა გამომდინარეობდეს სფეროს სპეციფიკიდან. მენეჯერმა უნდა იცოდეს, რა უნარ-ჩვევების, კომპეტენციის მქონე ხალხი სჭირდება და რა ოდენობით.

პირველ რიგში, მენეჯერმა 2 შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი:

1.      რისი მიღწევა გინდათ მოღვაწეობის თქვენს  სფეროში?

2.      როგორი მუშაობა საჭიროა  წარმატების მისაღწევად?

ეს ნიშნავს რომ მოქმედებები დასახული მიზნებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

ამ თავში საუბარი ეხება კონტინგენტის შერჩევას  ფირმის თანამშრომლებიდან. იმის შემდეგ , რაც განსაზღვრული იქნება კონკრეტული გუნდისთვის საჭირო კრიტერიუმები, მენეჯერი უნდა გადავიდეს ძირითადი კომპეტენციების შერჩევაზე.

ძირითადი კომპეტენციების შერჩევა:

–         არსებული მაგალითების გამოვლენა– ანუ ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლებიდან შერჩევა;

–         გასაღებების მოძებნა– ანუ ზეპირი ინდიკატორების გამოყოფა- ხუმრობებიდან, საკვანძო ფრაზებისა და  კომენტარებიდან- რომლებიც ხაზს უსვამს იმისას, თუ როგორ კეთდება სამუშაო თქვენს ფირმაში.

პერსონალის გამოკვლევის შემდეგ უნდა შედგეს ძირითად კომპეტენციათა სია.

სიით მუშაობა: შესაძლო კომპეტენციებიდან ძირითადის გამოყოფა.

ამის შემდგომ მოდის სამუშაო აღწერილობის ჩამოყალიბება. სამუშაო აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქციები) საჭიროა იმისთვის, რომ მენეჯერმა განსაზღვროს და ოდენობით და რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს თანამშრომელი, რა შედის რა არ შედის მის კომპეტენციაში და მოვალეობებში. სამუშაო აღწერილობას ხშირად არასაჭირო ფორმალობად აღიქვამენ. და ის არის კიდევაც, თუ შაბლონურად და მშრალადაა შედგენილი. მოქმედი და ეფექტური თანამდებობრივი ინსტრუქციები უნდა იქნეს შემუშავებული მენეჯერსა და თანამშრომლის საერთო ძალისხმევით, რათა ყველა  უზუსტობა და გაუგებრობა გამოსწორდეს შემუშავების პროცესში. სამუშაო აღწერილობა მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს დაწერილი, რათა თანამშრომელს მის გამოყენებასთან პრობლემა არ შეემნას.


შემდეგ პოსტში საუბარი გვექნება ” მცენარეების ”  (თანამშრომლების) შერჩევაზე, ანუ  როგორ გამოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, ფირმის მოთხოვნილებების შესაბამისად, გასაუბრებაზე .

.


Leave a Reply

You must be logged in to post a comment.