Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

ადამიანური რესურსების მართვა (HRM)

Filed Under (საინტერესოა!, მეცნიერები, ფსიქოლოგია) by on 27-12-2011

Tagged Under : , , , , , , , , , , ,

 

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!

თქვენ, ალბათ, ხშირად გსმენიათ HR-ის შესახებ, მაგრამ ნაკლებად გაქვთ გააზრებული ამ აბრევიატურის მნიშვნელობა,  სპეციალობის არსი და პრინციპები. მე მინდა შემოგთავაზოთ პოსტების სერია, რომელშიც განვიხილავ ამ დისციპლინას და დაგეხმარებით გაერკვიოთ ადამიანური რესურსების მართვის  არსში. 

 

დავიწყოთ ამ ცნების განმარტებიდან: რა არის ადამიანური რესურსების/ პერსონალის მართვა ?

 

პერსონალი მართვა (Human Resource Management, HRM )- ესაა ყველა ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი მმართველობითი საქმიანობა, რომლის მიზანია, ორგანიზაციის პერსონალით უზრუნველყოფის, მისი რაციონალური გამოყენებისა და ადამიანთა მოტივაციის მიზნობრივი მართვის საფუძველზე საწარმოთა (ორგანიზაციათა)საქმიანობის საუკეთესო საბოლოო შედეგების მიღწევაა.

ამ ცნების განხილვას შეიძლება ცალკე, საკმაოდ ვრცელი, პოსტიც მიეძღვნას,მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ ეს განმარტება ვიკმაროთ და თუ ჩემი მკითხველისთვის რაიმე იქნება გაუგებარი, კომენტარებში ყველა შეკითხვას სიამოვნებით გავცემ პასუხს.

როგორც უკვე ვახსენე, პოსტების ეს  სერია  შეეხება ადამიანური რესურსების მართვას, უფრო სწორედ წარმოადგენს ამ სფეროში გამოსადეგი რჩევების,და გამოყენებადი სქემების, მიდგომებისა თუ მოდელების  კომპლექსს.ამ საქმეში დამეხმარება წიგნი  „ჩინებული თანამშრომლების აღზრდა: ჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივ შემსრულებლებად გადაქცევა“- ერიკა ანდერსენი( Growing Great Employees: Turning Ordinary People into Extraordinary Performers. -Erika Andersen/ Как вырастить отличных сотрудников.Превращаем обыкновенных людей в замечательных исполнителей.- Эрика Андерсен).

 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წიგნი განკუთვნილია მენეჯერებისათვის, მასში განხილული მასალა, ამავდროულად,  გამოსადეგია საკუთარ თავზე მუშაობისათვის.

ავტორს პარალელი  აქვს გავლებული მენეჯმენტსა და მებაღეობას შორის . მებაღეობის მეტაფორას მე ყურადღებას ნაკლებად მივაქცევ და ვეცდები წარმოვაჩინო ჩემი ხედვა ავტორის პრაქტიკული რჩევების საფუძველზე. ეს რჩევები დაგეხმარებათ ყოველდღიური საქმეების დაგეგმარებაში, ახალ ადგილზე ადაპტრებასა და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში.

„ჩინებული თანამშრომლების აღზრდა: ჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივ შემსრულებლებად გადაქცევა“

 

თავი I- ნიადაგის მომზადება ( ან რატომაა შეუძლებელი ერთბაშად  კარგი მებაღე (მენეჯერი) გახდე )

როგორც  კარგი ბაღის გაშენებისთვის და ხე-მცენარეების ნაყოფიერი ზრდისთვის საჭიროა ნიადაგის სათანადოდ მომზადება , ასევე აუცილებელია  მენეჯერისთვის  თანამშრომლებთან ურთიერთობას საფუძველი ჩაუყაროს (“ყვავილებს” ნოყიერი ნიადაგი დაახვედროს). ამ ნიადაგს მენეჯერისთვის მოსმენის უნარი წარმოადგენს. შეიძლება ეს წინადადება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, და თქვენს თავს ჰკითხოთ: „რა არის განსაკუთრებული მოსმენაში? ეს ხომ ყველას შეუძლია!“ -სამწუხაროდ, კომუნიკაციის თეორია ამტკიცებს, რომ ეს მოსაზრება მცდარია და მოსმენა როგორც დიდი ხელოვნებაა, ასევე ბევრისთვის განსავითარებელი უნარი.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს,რომ მენეჯერს ყველა შეკითხვაზე ყოველთვის პასუხი არა აქვს . ეს იმას ნიშნავს , რომ საჭირო ინფორმაციის წყაროს როლი მისთვის მიბარებულმა თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ, ამ ინფორმაციის სწორ აღქმასა თუ გამოყენებისთვის კი საჭიროა კარგად განვითარებული მოსმენის უნარი.

როგორ ისწავლო მოსმენა: მოდელი

ნებისმიერი ურთიერთობა ( იქნება ეს მენეჯერისა და თანამშრომლის, თუ თანამშრომელთა შორის ურთიერთობა), რომელიც ორიენტირებულია რაიმე პრობლემის მოგვარებაზე, შეიცავს 2 ელემენტს : ინფორმაციის შეგროვება და მიდგომა პრობლემისადმი.

პრობლემის მოგვარება გულისხმობს არა მარტო მისი შედეგების აღმოფხვრას, არამედ მისი გამომწვევი მიზეზების გამოკვლევას. 

წარმოდგენილი მოდელის ორივე ელემენტი შეიცავს რამდენიმე თანამიმდევრულ ნაბიჯს.

ინფორმაციის შეგროვება:

  • ყურადღების გამოჩენა;
  • სასაუბროდ მოწვევა;
  • ჩაძიება;
  • ხელახლა ფორმულირება;
  • პრობლემის არსებობა/არ არსებობა

ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის ნიშნავს ახლებურ ხედვას. მენეჯერმა უნდა მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს ყველა დეტალს, განაწყოს თანამშრომლები პრობლემაზე სალაპარაკოდ, ჩაეძიოს დეტალებში და გამორიცხოს ყველა უზუსტობა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხელახლა ჩამოაყალიბოს პრობლემა და დაასკვნას მართლა აქვს თუ არა კონკრეტულ სირთულეს პრობლემის სახე.

 

მიდგომა პრობლემისადმი

  • ბრეინ-შტორმინგი;
  • შეთანხმება;
  • უკუკავშირის შექმნა;
  • კოუჩინგი;
  • პრობლემის გადაწყვეტა
 

მოსმენის მოდელის მეორე ელემენტი ეხება კონკრეტულ მოქმედებებს, რომლებსაც მივმართავთ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ნამდვილად არსებობს. ამ ინსტრუმენტებიდან ყურადღება მინდა გავამახვილო კოუჩინგზე (coaching).

კოუჩინგი- სისტემის შემუშავება, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს მიიღონ საჭირო სწავლება ან/და ხელმძღვანელობა.

რისი გაკეთება არ შეიძლება მოსმენის პროცესში:

  •  მოსაუბრისთვის სიტყვის გაწყვეტინება;
  •   თემიდან გადახვევა;
  •  მონოლოგით გატაცება.

 

რას ნიშნავს მოსმენა? ეფექტური მოსმენის 4 უნარ-ჩვევა:

1.      ყურადღების გამოჩენა;

2.      აზრის გამოთქმისკენ მოწოდება;

3.      საკითხების დაყენება;

4.      პრობლემის ხელახლა ფორმულირება.

 

 

მოსმენის პირველი უნარ-ჩვევა: ყურადღების გამოჩენის უნარი

–         ფიზიკური კონცენტრირება: თვალის კონტაქტის დამყარება, მოსაუბრეს მიუბრუნდით,  გადადეთ სხვა საქმეები;

–         საუბარზე კონცენტრირება : შეწყვიტეთ სხვებთან ლაპარაკი;

–         თანამოსაუბრის აზრებზე კონცენტრირება : ვეცადოთ თანამოსაუბრის აზრის განვითარებას ვადევნოთ თვალ-ყური, შეიგრძენით ის, რასაც ის გრძნობს;

მოსმენის მეორე უნარ-ჩვევა: სასაუბროდ განწყობის უნარი

–         ფიზიკური ჟესტები: თავის დაქნევა, შემთხვევის შესაფერისი მიმიკა და ჟესტიკულაცია;

–         ვერბალური ჟესტები: შორისდებულების გამოყენება, მოწონების ფრაზები, მოკლე დასაზუსტებელი შეკითხვები, რომელიც განსაკუთრებით წაახალისებს თანამოსაუბრეს;

მოსმენის მესამე უნარ-ჩვევა: ჩაძიების უნარი.

შეკითხვები , რომლებიც

 

-მოსმენას ხელს უწყობს

  • ინფორმაციის შეგროვება;
  • ცნობისმოყვარეობით გამოწვეული შეკითხვბი;
  • შეხედულებების გამოსახატი შეკითხვები

-მოსმენას აფერხებს

  • უკვე ცნობილი ინფორმაციის გამოყენება;
  • მითითებების შემცველი შეკითხვები;
  • შეკითხვები, რომლებიც გარკვეული შეხედულების გასამტკიცებლად ისმევა

მოსმენის მეოთხე უნარ-ჩვევა: პრობლემის ხელახლა ფორმულირების უნარი.

ანუ იმის უნარი, რომ თავისი სიტყვებით ჩამოვაყალიბოთ პრობლემის არსი, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები.


გაგრძელება იხილეთ შემდგომ პოსტებში, სადაც დეტალურად განვიხილავთ მოტივაციას, ადამიანთა ტიპოლოოგას,შეხედულებების შეცვლას და უამრავ სხვა საინტერესო საკითხებს.

გმადლობთ ყურადღებისთვის!


Comments:

2 Responses to “ადამიანური რესურსების მართვა (HRM)”


  1. ძალიან საინტერესოა 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. gagrdzelebas ver vxsni, iqneb damexmarot 🙂

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.