Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Technorati button
Reddit button
Myspace button
Linkedin button
Webonews button
Delicious button
Digg button
Flickr button
Stumbleupon button
Newsvine button
Youtube button
 

Tears in Heaven

Filed Under (ნაწარმოებები) by on 12-12-2011

Tagged Under : ,

ვტიროდი! შენი ცრემლები წვიმის წვეთებივით ჩამომდიოდა ლოყაზე და თითქოს ეფერებოდა შენს სხეულს.უცნაურია სანამ ერთმანეთს დავშორდებოდით შენს თვალზე არც ცრემლი და არც რაიმე მისდაგვარი დამინახავს.ნუთუ ასე ძალიან გიყვარდი?ნუთუ ახლაც ასე ძალიან გიყვარვარ?ნუთუ არ ჩამქრალა შენში სიყვარულით დანთებული კოცონი,რომლის აგიზგიზებაში მე დაგეხმარე.

მე აღარ მიყვარხარ,ალბათ არც არასდროს მიყვარდი,არც იყო ჩემში კოცონი დანთებული,პატარა ნაკვერჩხალიც არ დამრჩენია.მე არ ვიმსახურებ შენს სიყვარულს,მე შენს ცრემლებს არ ვიმსახურებ.“არავინ იმსახურებს შენს ცრემლებს,ხოლო ვინც იმსახურებს,ის ვერასოდეს აგატირებს შენ“,მაგრამ იყო ალბათ რაღაც ჩემში,რადგან მახსენდება ჩემი თვალები შენს დანახვაზე,შენი ხმის გაგონებისას გრძნობა მონატრებისა.დიახ! მე ყოველთვის მენატრებოდი.ასე მეგონა უშენოდ არც მზე გამათბობდა,არც მთვარე შემოიჭრებოდა სარკმელში,რათა მისი სხივების მდინარე დაეყენებინა,ვერც ვარსკვლავების ცქერით დავტკბებოდი.არ ყველაფრის შემდეგ ვამბობ რომ არ მყვარებიხარ,რომ მყვარებოდი ვერ შევძლებდი ასე მალე დავიწყებას,მაგრამ ალბათ არ დამვიწყებიხარ,რადგან ისევ მაფიქრებს შენი ცრემლები,რომელიც ჩემ გამო იღვრება.ბევრს ნუ იტირებ!შეინახე ცრემლი,ის ხომ ასე სათუთია,ის ხომ ასე გვეხმარება.შენ გინდა ისევ ჩემთან იყო,შენი ცრემლებიც სწორედ ამიტომ იღვრება.იტირე!მაგრამ მე შენი ცრემლების არ მეშინია,თუნდაც სიყვარულისთვის იყო დაღვრილი.ისე რომ იცოდე რაც არ უნდა მოხდეს,ბიჭები არ ტირიან.


Comments:

3 Responses to “Tears in Heaven”


  1. miyvarxar :))))))))))))

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  2. kvela unda gvatiroo?!))))))

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)


  3. bolo iyo :))))))

    Like or Dislike: Thumb up 0 Thumb down 0 (0)

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.